ელისაშვილის თქმით, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია კალაძის "მარჯვენა ხელმა", ილია წულაიამ იყიდა და იქ 51 კორპუსის აშენებას გეგმავს
ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორია თბილისის მერის, კახა კალაძის "მარჯვენა ხელმა", მისი კორუფციული სქემის შემოქმედმა და ბუღალტერმა, ილია წულაიამ იყიდა და იქ 51 კორპუსის აშენებას გეგმავს.
ელისაშვილი ამბობს, რომ კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერია.
"თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს. ჩვენ ახლა ვართ ნახალოვკაში, ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს ვიცით და არის ქალაქის უშუალო შუაგულში მოქცეული. ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, კი ბატონო, იყოს მშენებლობაც, დეველოპმენტის, მაგრამ ძალიან მიზერული. ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის გამოიყენოს. და რას აკეთებს კალაძე?
დავიწყოთ იქიდან, რომ ცალტვინა რომ ჰყავთ ერთი ოცნებაში, "კეკელა" ერთი [ნინო] წილოსანი, მისი ოჯახის იყო ეს ქარხანა, ეს ტერიტორიაც. მასთან ერთად მოწილე იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მავნებელი და ცეხავიკი რუხაძე, ტელეკომპანია იმედის მფლობელი, ბინძური საცეცები ყველგან აქვს. მათი იყო. შემდეგ გაყიდეს ეს ტერიტორია. ვინ იყიდდა თუ არა კალაძის "მარჯვენა ხელი", მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15-სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია", — განაცხადა ელისაშვილმა.
კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას — როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მას კორუფციაში ადანაშაულებს, უპასუხა, რომ "ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩაუდენია!".
"2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, ერთი ჩემ მიერ კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით?! მარტო: "ბლა", "ბლა", "ბლა",. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი. ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას და ურთიერთობას, რომელიც ჩემს მიმართ აქვს ქვეყნის უმრავლესობას. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები.
იმის გამო, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ და ბავშვის ნათლიაა, უნდა დაანებოს თავის ბიზნესს?! უკანონო აქვს გაკეთებული?! ცოტა აზრი ხომ უნდა დაატანოთ, გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია?! ვერავინ ვერაფერს გაიგებს? სისულელეს ამბობთ და გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია? შეურაცხყოფას მაყენებთ და გინდათ პატივი გცეთ? არ არის ასე, დამოკიდებულება უნდა იყოს ორმხრივი", — განაცხადა კალაძემ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები