ვიცე-პრეზიდენტი პენსი: ამერიკა თავისუფლების მოყვარულ ირანელ ხალხთან დგას
ფოტო: ამერიკის ხმა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანში მიმდინარე მოვლენებზე და ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე საუბრობს. ინტერვიუ ამერიკის ხმის კონტრაქტორმა, ჟურნალისტმა გრეტა ვანსესტერნმა ჩაწერა.
ირანში ახლა ბევრი რამ ხდება. იქ ძალიან რთული და არასტაბილური ვითარებაა. აპირებს თუ არა შეერთებული შტატები რამის გაკეთებას და თუ აპირებს - რას?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ირანი მსოფლიოში ლიდერობს, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო. ისინი არა მხოლოდ საკუთარ ხალხს ჩაგრავენ და საკუთარ მოქალაქეებს უფლებებს უზღუდავენ, არამედ მთელს რეგიონში ტერორიზმის ექსპორტსაც ახდენენ. ირანი უაღრესად საშიშ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად რჩება. როდესაც ვხედავთ, რომ ირანელმა ხალხმა ხმა აიმაღლა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ცვლილებებს მოითხოვს, ამან ყოველი თავისუფლების მოყვარე ამერიკელი და მსოფლიოში ის ადამიანები უნდა აღაფრთოვანოს, ვისთვისაც სანუკვარია თავისუფლება. ამასთან, უნდა გითხრათ, რომ ძალიან აშკარაა კონტრასტი დღევანდელ დღესა და ამერიკის წინა პრეზიდენტის [ბარაკ ობამას] გამაყრუებელ სიჩუმეს შორის, რომელიც ირანის 2009 წლის მწვანე რევოლუციის დროს სუფევდა.
ის იცდიდა, იცდიდა რამდენიმე დღე და შემდეგ განცხადება გააკეთა.
დიახ, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ირანის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტოდ გასული ადამიანებისადმი ნათლად გამოხატული მხარდაჭერა დრამატულია. ვფიქრობ, ეს პირდაპირ თანხვედრაშია მსოფლიოში ამერიკის როლთან, რომელიც თავისუფლების მთავარი ლიდერია.
მხარდაჭერას რაც შეეხება, ამჯერადაც გვაქვს სიტყვიერი მხარდაჭერა. 2009 წელს პრეზიდენტმა ობამამაც რამდენიმე დღის დაგვიანებით იგივე გააკეთა.
ეს არ იყო რამდენიმე დღის დაგვიანებით, მე იქ ვიყავი. მაშინ კონგრესის წევრი ვიყავი. თუ გაიხსენებთ, წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტში ვმუშაობდი. მახსოვს 2009 წელს, ირანში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მეტწილად ახალგაზრდების ძალით აგორებული მოძრაობა. ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და დაუჯერებელ სიმამაცეს იჩენდა. ირანელმა ხალხმა დემოკრატიული და თავისუფალი მომავალი მოითხოვა.
მაშინ, 2009 წელს, თეთრ სახლს შევყურებდით, ამერიკის ლიდერობას ველოდებოდით და ის არსად იყო. ობამას ადმინისტრაციისგან გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. ასე რომ მე, როგორც კონგრესის წევრმა, დემოკრატ კონგრესმენ ჰოვარდ ბერმანთან ერთად, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რეზოლუციის ტექსტი შევადგინე. ჩვენ ეს რეზოლუცია წარვადგინეთ, რომელმაც წარმომადგენელთა პალატაში თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო.
სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჯო ლიბერმანმა რეზოლუცია სენატში წარადგინეს, სადაც ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და ობამას ადმინისტრაციამ მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა. ესაა კონტრასტი წინა ადმინისტრაციის სიჩუმეს, თავისუფლებისადმი მხარის არდაჭერასა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგომის უყოყმანო მზადყოფნას შორის. ვიცი, რომ ეს, იმ ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ადამიანებს იმედს აძლევს და ვაპირებთ მხოლოდ სიტყვიერად არ დავეხმაროთ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ როდესაც ისინი საკუთარ ქვეყანაში ცვლილებებს მოახდენენ, შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო ირანელი ხალხის გვერდით იქნება, რომელსაც უკეთესი, უფრო წარმატებული და უფრო თავისუფალი მომავალი სურს.
1956-იან წლებში უნგრეთშიც იგივე მოხდა, როდესაც ხალხმა ხმა აღიმაღლა და მათ მხარი სიტყვიერად დაუჭირეს. ასეთი რამ 41-ე პრეზიდენტ ბუშის დროს გვქონდა ქურთებთან მიმართებაში. გვქონდა მწვანე მოძრაობა რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, კონგრესშ ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ როდესაც თქვენ მათ სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუცხადეთ, მაინცდამაინც სასურველი შედეგები არ დადგა. შეერთებულმა შტატებმა მათ მხარი სიტყვიერად დაუჭირა, მაგრამ არის რამე უფრო მეტი, რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები გეგმავს, რათა ქუჩაში გამოსულებს რეალურად დაეხმაროს?
შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს ქვეყნებს, ირანელი ხალხისთვის დაუჯერებლად ბევრის გაკეთება შეუძლია. თუ ის საკუთარი თავისუფლების და ცვლილებებისთვის მტკიცედ დადგება და უარყოფს რადიკალურ იდეოლოგიას, რომელმაც მისი ქვეყანა ათწლეულების წინ დაიპყრო.
შეხედეთ, წინა ადმინისტრაცია დემონსტრაციების დროს არა მხოლოდ ჩუმად იყო, არამედ წინა პლანზე წამოწია და მხარი გაუმაგრა ირანის ბირთვულ შეთანხმებას, რომლის სერტიფიცირების განახლებაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა. იმედი იყო, რომ ბირთვული შეთანხმება ირანს წაახალისებდა უფრო ზომიერი გამხდარიყო, მაგრამ მსგავსი ვერაფერი დავინახეთ.
ვხედავთ, რომ ხალხი ირანის ქუჩებში კვლავ გამოდის და ახლა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მზად არის, დიდი ამერიკული ტრადიციის შესაბამისად, ხალხს უთხრას და დაუდასტუროს - ჩვენ თქვენთან ვართ, მხარს გიჭერთ, მზად ვართ უფრო თავისუფალი, უფრო წარმატებული მომავლის მიღწევაში დაგეხმაროთ. ვფიქრობ, ეს ჭეშმარიტი შესაძლებლობაა. მინდა ვიქონიო იმედი, რომ დღესაც იგივე სიტუაციაში ვართ, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. მაშინ პრეზიდენტ რეიგანის მხარდაჭერა დისიდენტებისთვის „ბოროტების იმპერიის“ წინააღმდეგ გამოთქმული სიტყვა იყო, რომელმაც ისინი გაამხნევა და აგრძნობინა, რომ მარტო არ იყვნენ.
იმედი მაქვს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ირანის ქუჩებში გამოვიდნენ, იციან, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ისინი მარტო არ არიან, რომ ამერიკელი ხალხი მათ გვერდით დგას და თუ საკუთარი მრწამსის ერთგულნი დარჩებიან, თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს აირჩევენ და მისკენ სწრაფვას გააგრძელებენ, ამერიკა და მთელი მსოფლიო მათ გვერდით იქნება.
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები