საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 28 ოქტომბერს სანაპირო დაცვის კატარღამ კვარიათში, ზღვაში, კაცის ცხედარი აღმოაჩინა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმკვლელობამდე მიყვანისთვისაა გათვალისწინებული.