წალენჯიხის რაიონში, სოფელ მუჟავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ტყვია, რომლითაც პირი გარდაიცვალა, სხვა ჯარისკაცს გაუვარდა იარაღიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.