საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს
ფოტო: Times
საფრანგეთის მუზეუმმა, Pompidou-Metz-მა, პოლიციას ბანანის ინსტალაციის მოპარვის შესახებ შეატყობინა. ბანანი იტალიელი ხელოვანის, მაურისიო კატელანის, მრავალმილიონიანი ინსტალაციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს.
დაკარგული ხილი, რომელიც კედელზე წებოვანი ლენტით იყო მიკრული, კატელანის პროვოკაციული ნამუშევრის, Comedian-ის (კომიკოსის), განუყოფელი ნაწილია.
მუზეუმის განცხადებით, უცნობი პირების წინააღმდეგ ქურდობის ფაქტზე სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ბანანი უკვე ახლით ჩაანაცვლეს. აღსანიშნავია, რომ ბანანი ყოველ სამ დღეში ერთხელ ისედაც იცვლება, რათა ახალთახალი იერი შეინარჩუნოს.
ფოტო: Daily Tribune
საინტერესოა, რომ ეს Comedian-ის დაზიანების პირველი შემთხვევა არაა. გასული წლის ივლისში, მუზეუმის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ბანანი ნამუშევრიდან ჩამოხსნა და იქვე მიირთვა. თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა მალევე ჩაანაცვლეს ნაჭამი ბანანი ახლით. მუზეუმს მაშინ სამართლებრივი ზომებისთვის არ მიუმართავს.
ამჯერად კი, მუზეუმის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საჩივრის შეტანა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ დამნაშავის ვინაობა არ იციან, შესაბამისად, მასთან დიალოგის შესაძლებლობაც არ აქვთ.
მუზეუმის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბანანის განმეორებითი დაზიანება ხელოვნების ნიმუშისადმი უპატივცემულობას გამოხატავს.
კატელანის შემოქმედებამ, რომლის მიზანიც ხელოვნების ცნებისა და მისი ღირებულების ეჭვქვეშ დაყენებაა, აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ 2019 წლის Art Basel-ის გამოფენაზე, ინსტალაციის დებიუტისას გამოიწვია. ნამუშევრის საწყისი ფასი $120 000 იყო. თუმცა, მისი ღირებულება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
ჩინელმა კრიპტოდამფუძნებელმა, ჯასტინ სანმა, 2024 წელს ამ ნამუშევრის ერთ-ერთ ვერსიაში $5,2 მილიონი გადაიხადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ის ჰონგ-კონგში, კამერების წინ შეჭამა.
ფოტო: Getty Images
გარდა Comedian-ისა, კატელანი ასევე ცნობილია 18-კარატიანი, სრულად ფუნქციონირებადი ოქროს უნიტაზის შექმნით, სახელწოდებით ამერიკა, რომელიც დონალდ ტრამპს პირველი ვადით პრეზიდენტობისას შესთავაზეს.
უნიტაზი 2020 წელს ორმა კაცმა მოიპარა და ნაწილებად დაშალა, რის შემდეგაც ნამუშევრის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.
ფოტო: Guggenheim Foundation
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები