თამთა მიქელაძე

21 Jul. 2025, 14:00

"ევროკავშირი ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სთხოვს საბაზისო და სტანდარტული რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც კანონის უზენაესობის, თანასწორობის და რამდენიმე სახელმწიფო უწყების დამოუკიდებელ და ჯეროვან მუშაობასთან არის დაკავშირებული.

ეს რეკომენდაციები უფრო დაბალი დონის არის, ვიდრე რეკომენდაციები, რომელიც გაფართოების პროცესში კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ.

ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები არ მოიცავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, სასამართლოს რეფორმის და სხვა ფუნდამენტურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს.

ამ რეკომენდაციების შესრულება არის შესაძლებელი და ადვილი. ამის გამო ქართულ ოცნებას მისი ძალაუფლების გაზიარების ან დაკარგვის საფრთხე კი არა, ძირეული რეფორმებიც კი არ სჭირდება.

ქართული ოცნების მიერ ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად ნახსენებ ანტი-ლგბტი კანონს და რუსულ კანონს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ის ისედაც არ აღასრულებს უკვე 1 წელზე მეტია (ამ კანონების მსუსხავ ეფექტზე ბევრი საუბარი შემიძლია). რუსულ კანონზე კი თავად ქართულმა ოცნებამ არა ერთხელ თქვა, რომ მის გაუქმებას აპირებს.

მაგრამ ქართული ოცნება ამ სტანდარტული რეკომენდაციების და მის მიერვე აღუსრულებელი კანონების დათმობასაც არ აპირებს, რადგან ის მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად გვაკარგვინებს ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლებლობას.

ქართული ოცნების სურვილია ევროკავშირთან კავშირების სრული დეინსტიტუციონალიზაცია და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური, სოციალური და განათლების შესაძლებლობების ჩამორთმევით მათზე გრძელვადიანი კონტროლის გაიოლება.

დააკვირდით ევროკავშირის რეკომენდაციების შინაარსს და ქართული ოცნების ამომრჩეველმა მითხარით, როგორ მართლდება ამის გამო ევროკავშირთან თანამშრომლობის და ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლის სარგებლის მიღების სრული დაკარგვა:
რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია საქართველოსადმი ევროკავშირის ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში:

ა) უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის — შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი.

ბ) თავი აარიდოს და გააუქმოს ისეთი სახის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არღვევს თანასწორობის პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის ევროპის და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან. კერძოდ, გააუქმოს ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ"; განახორციელოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვა ისე, რომ სრულად უზრუნველყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.

გ) დააკავშიროს საქართველოს ვიზის რეჟიმი ევროკავშირის იმ ქვეყნების სიასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზას სთხოვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც წარმოადგენენ არარეგულარული მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკს ევროკავშირისთვის.

დ) გააძლიეროს ღონისძიებები უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევების შესამცირებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საინფორმაციო კამპანიების განხორციელებით ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის არსის შესახებ იმ პირთა მიმართულებით, რომლებიც მაღალი მიგრაციის რისკის მატარებლად ითვლებიან, ასევე გაამკაცროს საზღვრის კონტროლის მექანიზმები.

ე) შექმნას ქონებრივი რესურსების აღდგენისა და მენეჯმენტის ოფისები; გააგრძელოს ძალისხმევა უკანონოდ მოპოვებული ქონების ძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.

ვ) მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსებით; განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ საქმეებზე გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლების პროცესებს.

ზ) შეიტანოს ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით - განსაკუთრებით ბიუროს ეფექტიანი დამოუკიდებლობის, პოლიტიკური მიუკერძოებლობისა და ფუნქციური ეფექტიანობის უზრუნველყოფის კუთხით.

თ) დააკავშიროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან (EU acquis)."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გდდ-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მისი ჩაფხუტი დანომრილი იყო15060 ნახვა
  2. ოკუპირებულ ცხინვალში სტალინის ძეგლს ჩაქუჩით ცხვირი მოამტვრიეს5093 ნახვა
  3. "ჩვენ ვუყურებთ დაუშვებელ და სამარცხვინო, ადამიანის მიერ გამოწვეულ შიმშილს" — ფინეთის პრეზიდენტი ღაზაზე2811 ნახვა
  4. "ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ლუკა კურტანიძეს, რომელმაც ყოფილი მეუღლე პოლიციელების წინ ცემა, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება2627 ნახვა
  5. ონისე ცხადაძე: ირაკლი კობახიძე არის იდიოტი! იურისტი, რომელმაც სამართალი არ იცის2624 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~