"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
სააკაშვილი უარყოფს მელიას მხრიდან შურის შესახებ გამოთქმულ ბრალდებას, იხსენებს თავის პროფესიულ გზას და პარალელს ირაკლი ოქრუაშვილთანაც ავლებს.
ყოფილი პრეზიდენტი ვრცლად საუბრობს იმ ადამიანებზე, რომელთაც, მისივე თქმით, გზა გაუკაფა როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და საერთაშორისო ასპარეზზე, და აღნიშნავს, რომ ამით ყოველთვის ამაყობს.
ნეტავ, რა უნდა მშურდეს მელიასი? — კითხულობს სააკაშვილი და სოციალურ ქსელში და განცხადებას აქვეყნებს:
"მე არასდროს არავისი არ მშურდა და არ მშურს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მიხარია ადამიანების წარმატება. მე მთელი ცხოვრება ვიბრძვი დიდი იდეისთვის და როდესაც დიდი იდეისთვის იბრძვი, მაშინ საერთოდ არ რჩება ადგილი პიროვნული გარჩევებისთვის. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ ისე უკრაინაში. კიდევ ერთხელ ამიხსნას ვინმემ მელიასი რა უნდა მშურდეს?
ბევრი ჩემი გაზრდილი, უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადის, ზოგი მინისტრი, ზოგი ელჩი. ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციულ ბიუროს (სემენ კრივონოსი). ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია (პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი).
საქართველოში ჩემს მიერ დაფრთიანებულები მთელს მსოფლიოს მოედნენ, ლადო გურგენიძე აფრიკაში ყველაზე წარმატებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა, დიმა შაშკინი განათლების რეფორმებს ატარებს შუა აზიაში, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გამოჩენილი იურისტია და ქვეყნის ინტერპოლის ხელმძღვანელობს. ვერა ქობალია ინდონეზიის რეფორმებს ხელმძღვანელობს. ზოგმა დამიფასა ასეთი მხარდაჭერა, ზოგმა არა, მაგრამ მე ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით.
ბოლოსდაბოლოს ჩემი უახლოესი თანაშემწე მრავალი წლის განმავლობაში და ახლო მეგობარი, ახლა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერია საფრანგეთში და მომავალ წელს გაპრეზიდენტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი კანდიდატია. ხოდა ახლა რაფაელი რომ პრეზიდენტი გახდება, უნდა მშურდეს მისი, თუ უზომოდ უნდა ვიამაყო? (სულ რომ არც არაფერი გამიკეთოს).
არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და გაიმსჭვალა ბოღმით ჩემს მიმართ.
სამწუხაროდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. თუ ჩემი პოლიტიკა არასდროს მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ნაციონალურ მოძრაობაში? სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე, კონფლიქტურობაზე და უიდეობაზე.
ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა.
ერთადერთი რასაც მთელი გულით ვისურვებ არის ის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მის ოჯახს, ჩაეხუტოს თავის შვილს. ჩემთვის პოლიტიკა არა მხოლოდ ამბიციაა, არამედ პირველ რიგში ადამიანობაა. არანაირი ცუდი გრძნობები მის მიმართ საერთოდ არ გამაჩნია და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მოხდა ის რაც მოსახდენი იყო.
ძვირფასო ნიკა თავისუფლებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ", — დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ციხიდან, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ბრალდებებსა" და "საჯარო განცხადებებს" უკავშირდება. მელია ყოფილ პრეზიდენტს ტყუილსა და ორპიროაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან "ტალახის სროლა" მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი წარსული შეცდომებისა და კომპლექსების გადაფარვის მცდელობაა.
წერილში ოპოზიციონერი ლიდერი დეტალურად იხსენებს 2021-2022 წლების პოლიტიკურ პროცესებს და მიხეილ სააკაშვილს ფარულ ქმედებებში ამხილებს. კერძოდ, მელიას მტკიცებით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ყოფნის პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეულ გარიგებებსა და კომუნიკაციაში შედიოდა კონკრეტული შუამავლის, "იმ კაცის" მეშვეობით, რათა ქვეყნიდან თავისი გაყვანა უზრუნველეყო.
ამასთანავე, ნიკა მელია საუბრობს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის რეალურ მიზეზებზე და ამას მის დაუძლეველ ფობიებსა და ეჭვიანობას უკავშირებს, რაც ოპოზიციის იმდროინდელმა უპრეცედენტო ერთობამ და პარტიაში ახალი დონორის გამოჩენამ გამოიწვია. წერილის მიხედვით, სწორედ ამ ეჭვიანობამ დააზიანა უნიკალური პოლიტიკური პროცესი და სააკაშვილის ფაქტორი, შიდა კვლევებით, ახალი ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი აღარ იყო. მელია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხუთწლიანი დუმილისა, ის ვალდებულია საზოგადოებას სიმართლე უთხრას, რადგან სააკაშვილის ქმედებები მუდმივად "რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს" და სადაც მესამე პრეზიდენტია, იქ ქვეყნის ინტერესის ნაცვლად, მხოლოდ პირადი ეგოიზმი დგას.
"სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს.
გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო!
ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც.
სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.
როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ.
ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.
რატომ იყო "ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი ვივამედში ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!
ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.
სააკაშვილი "იმ კაცს" საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, "ის კაცი" იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.
სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს.
მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადეკვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს.
სააკაშვილს, 2021-2022 წლების უმძიმესი მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური წარსული გუდა-ნაბადივით მაშინაც ზურგზე კიდია, როცა მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევს.
სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს!
სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში შვიდჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკი ვთქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გააგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა.
ხუთი წელია საჯაროდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი. ის ვივამედში იყო, მე მაშინ უკვე თავისუფლებაზე და ჩემ თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არადა, ის ჩემ ადგილზე ასჯერ მოჰყვებოდა.
თუმცა კი, როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს, თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით, თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის. ხელს ვეღარ შევუწყობ მისი კომპლექსების მისსავე ყალბ ბრალდებებში შეფუთვის მცდელობას, რითაც ყოველ ჯერზე რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.
ჩემთვის ცნობილია, რომ იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული, მაგრამ ზედმეტი აღარ იქნება შევნიშნო, რომ როცა მეორე ადამიანის ღირსება და პატივი ილახება და ცილისმწამებელი ცდილობს ეს მისი ქცევა ისე გაიგემრიელოს, რომ სტაბილურ მოვლენად აქციოს, რა თქმა უნდა, მის ამ გატაცებას მძიმე ბოლო ელოდება.
ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემ საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი.
ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.
პლუს, სააკაშვილს "ის კაციც" და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო…
ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა.
დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და ბუნებრივია, მანაც გაიგო.
მისი წვლილი იმ უმაგალითო ოპოზიციურ ერთობასა და 2021 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში იყო ნულოვანი და ამის ფონზე, მისმა ეჭვიანობამ პიკს მიაღწია და შედეგად ჩაიდინა სალტო მორტალე, რითიც საკუთარ თავს ის დამართა, რაც დამართა და უნიკალური, ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური პროცესი ფერფლად გადაიქცა. ამის შემდეგ კი ზემოთ უკვე ვახსენე რა ფარული ნაბიჯებიც გადადგა, რასაც საზოგადოება აუცილებლად დეტალებში გაიგებს.
კიდევ ერთი, 2021 წელს [მაისი-ივნისში] დახურული სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როცა მე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საერთო მერობის კანდიდატს ვეძებთ. მე უკვე ციხიდან გამოსული ვარ.
ბევრი ვეცადეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო და საინტერესო კანდიდატებთან შეთანხმებას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ, ოპოზიცია ტაქტიკურად მეორე ტურებში მთლიანად გავერთიანდით და აქ მამუკას წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამუკას და ჩემმა ასეთმა ურთიერთობამ და სვლებმა სააკაშვილი უფრო მეტად შეაშფოთა.
კვლევას რომ დავუბრუნდე. კვლევამ აჩვენა, რომ მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა ძალიან ბევრი ახალი ამომრჩეველი, რომელთათვისაც ხმის მიცემის ფაქტორი სააკაშვილი არ იყო. მისი ფაქტორი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ პარტიის ამომრჩეველთა 52%-სთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ რეალობამ, ეჭვიანობის ნიადაგზე ის დამატებით მოშალა.
ვინ იცის, ჩემ თავს რამდენჯერ შევკამათებივარ უნდა მეთქვა თუ არა თქვენთვის ეს ყველაფერი ბევრად ადრე, თუნდაც ამ მცირე დოზით. ან კი სწორი იყო უსაფუძვლო ბრალდებებს რომ არ ვპასუხობდი?! ასეა თუ ისე, დღემდე თავს ვიკავებდი! ბევრი იქნება თქვენთან სასაუბრო და სათქმელი…
ძალიან მჯერა ქვეყნის წარმატების, იმ ხელისუფლების ხალხთან მარცხის, რომელმაც თავი აქცია საკუთარი ხალხის ჩაგვრის, როგორც აქტიურ [დაჭერები, ჯარიმები, ძალადობა], ისე პასიურ [გაღარიბება] ინსტრუმენტად!
მჯერა დაღონებულ-დაფიქრებული ხალხის, თითქოს უსიცოცხლო თვალებში ნათელი სხივები ჩადგება და აქამდე განცდილი ყველა მარცხი ერთ დიდ, ძლიერ სტიმულად გადაიქცევა!
თუმცა, მოვალე ვარ ამ ხალხს გითხრათ, რომ ქართული ოცნების ცვლილება ვერასოდეს იქნება სიყალბე, ფლიდობა, ქვებუდანობა, ღალატი და ღალატის ღირსებად გასაღების მცდელობა.
საღ აზრს უნდა განვუდგე, რომ არ ვაღიარო: ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილებით ვიცით, ასე რომ, ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას, რამდენადაც ჩემთვის პატივცემული ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამა თუ იმ პლატფორმაზე, გნებავთ დღეს და გნებავთ ხვალ.
სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს!
დროებით და გამძლეობა ყველას!", — აღნიშნულია წერილში.
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
-
ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა
გადახედვა
-
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა" ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა"
გადახედვა
-
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას": დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონეებს 10 ივნისამდე ერთჯერადად 10 000 ლარი ჩაერიცხებათ "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას": დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონეებს 10 ივნისამდე ერთჯერადად 10 000 ლარი ჩაერიცხებათ
გადახედვა
-
ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს
გადახედვა
-
ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე
-
საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
-
"ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს "ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს
გადახედვა
-
არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
კომენტარები