ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა
ფოტო: Vertigo Releasing
სტატია შეიცავს სპოილერებს ახალ ფილმიდან Moss & Freud.
მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სუპერმოდელს, ქეით მოსს, კარიერის განმავლობაში პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს უსაუბრია. თუმცა, მოსისა და მხატვარ ლუსიან ფროიდის მეგობრობის ისტორია მაყურებელი ახალ ფილმში — Moss & Freud — იხილავს.
მას შემდეგ, რაც 80-იანი წლების ბოლოს, ლონდონის გარეუბნიდან მოსული მოზარდი მოდის სამყარომ აღმოაჩინა, ქეით მოსი უამრავი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, ათასობით ჩვენებაზე გამოვიდა და მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყო.
ქეით მოსი Calvin Klein-ის გადაღებებზე ნიუ-იორკში, 1994 წელი.
ფოტო: Vogue
მიუხედავად მუდმივი პოპულარობისა, ფართო საზოგადოებამ ქეით მოსის შესახებ რეალურად ძალიან ცოტა რამ თუ იცის. ტაბლოიდური ისტორიების მიღმა, რომლებიც მას მხოლოდ სხვა ვარსკვლავებთან ერთად წვეულებების მოყვარულ გოგოდ ხატავდნენ, ქეითმა მოახერხა, რომ მისი პირადი ცხოვრება ერთგვარ გამოცანად დარჩენილიყო და ინტერვიუები თითქმის არასდროს მიუცია.
ავტობიოგრაფიული ფილმის, Moss & Freud-ის რეჟისორი და სცენარის ავტორი ოსკაროსანი ჯეიმს ლუკასია. სიუჟეტი 2000-იანების დასაწყისში ვითარდება. მთავარ როლს ელი ბამბერი ასრულებს, რომელიც საოცრად ჰგავს ქეით მოსს. ის ფროიდის წინაშე, რომლის როლსაც დერეკ იაკობი თამაშობს, შიშველი პოზირებს, ფილმი კი იმ უცნაურ მეგობრობას ასახავს, რომელიც მათ შორის ამ შემოქმედებითი პროცესის დროს დაიბადა.
დერეკ იაკობი და ელი ბამბერი ფილმში Moss & Freud.
ფოტო: Vertigo Releasing
ფილმი დეტალურად ასახავს, თუ როგორ ცხოვრობდა ქეით მოსი მაშინ, როცა პოპულარობის პიკს მიაღწია. ფილმის სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ამ დროს ის საშინლად დაღლილი და გადამწვარი იყო.
გარდა ამისა, Moss & Freud-ში სუპერმოდელი ქეით მოსის შესახებ რამდენიმე სკანდალური და ემოციური დეტალი აშკარავდება. ფილმში ნაჩვენებია მოდელის მიერ კარიერის დასაწყისში გადატანილი მძიმე ემოციური ტრავმები, მათ შორის შემთხვევა, როდესაც 17 წლის ასაკში ფოტოსესიაზე იძულებით გააშიშვლეს. ფილმის ყველაზე სკანდალური მომენტი კი ცნობილ მხატვარ ლუსიან ფროიდთან ერთად, პორტრეტის ხატვის პროცესში, ოპიუმის მიღების სცენაა.
ქეით მოსის მონაწილეობა ფილმში
სცენარი რეჟისორ ჯეიმს ლუკასის მოგონილი სულაც არ არის. ქეით მოსი პროექტს თავად დასთანხმდა. რეჟისორი ჯეიმს ლუკასი ჰყვება, რომ მოდელს თავიდან ძველებური მეთოდით — ჩვეულებრივი, ფოსტით გაგზავნილი წერილით დაუკავშირდა.
"ეტყობა კინოს ღმერთები ჩემს მხარეს იყვნენ, რადგან ქეით მოსმა ძალიან სწრაფად მიპასუხა და მალევე საქმეს შევუდექით", — დასძინა ჯეიმს ლუკასმა.
რეჟისორის თქმით, წლების განმავლობაში სუპერმოდელი ყველა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმზე უარს ამბობდა. ამჯერად კი არა მხოლოდ დათანხმდა, არამედ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიც გახდა. ქეითმა მისი როლის შემსრულებლის, ელი ბამბერის შერჩევაშიც კი მიიღო მონაწილეობა.
მსახიობი ელი ბამბერი და სუპერმოდელი ქეით მოსი.
ფოტო: Ellie Bamber
ფაქტი, რომ ქეით მოსი თავად არის ფილმის პროდიუსერი, უამრავ ეჭვს აჩენს. კრიტიკოსები თვლიან, რომ ფილმი მისი იმიჯის გამოსწორების მცდელობაა, თუმცა რეჟისორი ფილმის მიკერძოებულობას უარყოფს.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები