როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება გრძელდება.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის სტიპენდიის მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პორტფოლიოა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შექმნათ ეფექტური და ძლიერი აპლიკაცია:
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო აპლიკანტის კრეატიულ-ვიზუალური რეზიუმეა. ის მოიცავს შერჩეულ ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს კანდიდატის ინტერესებს, უნარებს, აზროვნების სტილსა და პოტენციალს.
კარგი პორტფოლიო არ არის მხოლოდ დასრულებული ნამუშევრების კრებული — ის არის იმ პროცესის დემონსტრაცია, რომელიც ადამიანის ფიქრის მიმდინრეობას აჩვენებს და ასახავს იმას, თუ როგორ მივიდა ის იდეამდე, შემდეგ კი, მის განხორციელებამდე.
როგორც არტ დირექტორი ხატია არველაძე აღნიშნავს: "პორტფოლიოს სტრუქტურა ხშირად სარეკლამო კამპანიის შექმნის პროცესს ჰგავს — იდეიდან საბოლოო შესრულებამდე."
როგორ უნდა შეიქმნას ძლიერი პორტფოლიო?
პორტფოლიოს შედგენა სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური შედეგი, არამედ იდეების ხარისხი, მრავალფეროვნება და პრეზენტაციის ფორმა.
1. ხარისხი მნიშვნელოვანია რაოდენობაზე მეტად
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართოდ გავრცელებული შეცდომა პორტფოლიოს ბევრი, მაგრამ სუსტი ნამუშევრით გადატვირთვაა. როგორც სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული, ლინუკა ლომთათიძე გვეუბნება:“სუსტი პროექტი პორტფოლიოს არ აძლიერებს, პირიქით, კარგ პროექტებსაც ასუსტებს“.
- ფოკუსირდი საუკეთესოზე: ხატია არველაძის თქმით, პირველი 5-6 ნამუშევარი გადამწყვეტია.
- ოპტიმალური რაოდენობა: ლინუკა ლომთათიძე აღნიშნავს, რომ 7-8 ძლიერი პროექტი სრულიად საკმარისია.
2. მნიშვნელოვანია აზროვნების პროცესის ჩვენება
ეფექტური პორტფოლიო მხოლოდ ვიზუალურ შედეგებზე არ არის ორიენტირებული. ის უნდა ასახავდეს კანდიდატის აზროვნების პროცესს და პრობლემის გადაჭრის გზას. ხატია არველაძის რჩევით, კარგია, თუ პორტფოლიოში გამოჩნდება პროექტები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა ბრენდინგი, ვებდიზაინი და ბეჭდური მასალა.
ლინუკა ლომთათიძე კი აღნიშნავს, რომ პორტფოლიომ უნდა ასახოს ისეთი თანამედროვე უნარები, როგორებიცაა digital-first მიდგომა, მოძრაობა/ვიდეო და სთორითელინგი. მთავარია, თითოეული პროექტის წარდგენისას, აჩვენო მთელი გზა:
- პრობლემა: რა გამოწვევას პასუხობ?
- სტრატეგია და Insight: როგორ მიუდექი პრობლემას?
- იდეა: რა კრეატიული კონცეფცია შეიმუშავე?
- შესრულება (Execution): როგორ განახორციელე იდეა.
3. მრავალმხრივი უნარების წარმოჩენა
MASE არ არის უბრალოდ სასწავლებელი. როგორც კურსდამთავრებულის ლიზა ღლონტი მას მოუსვენარი ხალხის სკოლას უწოდებს. ეს განწყობა შენს პორტფოლიოშიც უნდა ჩანდეს.
"თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება არასდროს შეიცვალოს, არასდროს იყოს მრავალფეროვანი, არასდროს იყოს გამორჩეული და ხმამაღალი, მაშინ ნუ ისწავლით MASE-ში", — ამბობს თეკო მამალაძე.
ეს სკოლა ეძებს განსხვავებულ, თამამ და უნიკალურ ხედვას. მოერიდე სხვისი სტილის მიბაძვას და აჩვენე, „ვინ ხარ, როგორი კრეატიული, რას ფიქრობ, რა გაინტერესებს და რითი განსხვავდები“? — გვეუბნება ლინუკა.
4. ფორმალური გამოცდილების არქონა არ არის დაბრკოლება
გამოცდილების ნაკლებობა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. შეფასებისას ყურადღება ექცევა იდეების ხარისხსა და პოტენციალს. საბინ გეორგის თქმით, კომისია ყურადღებას აქცევს დამწყები აპლიკანტების ნამუშევრებსაც, თუ მათში გენიალური იდეების პოტენციალი ჩანს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ MASE-ის აპლიკანტების დიდი ნაწილი თვითნასწავლია და კომისია უპირველესად პოტენციალს აფასებს.
5. არატრადიციული ფორმატების გამოყენება
კრეატიულობის საჩვენებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ არატრადიციული მედიუმებიც: მოკლე ვიდეოები, ანიმაციები, საინტერესოდ აწყობილი ინსტაგრამგვერდი ან შენი პირადი ვებსაიტი.
6. ტექნიკური სისუფთავე და სიმარტივე
შინაარსის გარდა, მნიშვნელოვანია პორტფოლიოს ტექნიკური მხარეც. ხატია არველაძე გვირჩევს, დიზაინი იყოს მაქსიმალურად მარტივი: გამოიყენე სადა ფერთა პალიტრა და ადვილად აღსაქმელი ფონტები.
სამოტივაციო წერილი
პორტფოლიოსთან ერთად მნიშვნელოვანი კომპონენტია სამოტივაციო წერილი. თუ პორტფოლიო აჩვენებს კანდიდატის ნამუშევრებს, წერილი ასახავს მის მოტივაციასა და დამოკიდებულებას.
“კარგი სამოტივაციო წერილი უნდა აჩვენებდეს ადამიანის მოტივაციასა და ხასიათს. პორტფოლიო აჩვენებს, რას აკეთებ; წერილი აჩვენებს, რატომ აკეთებ ამას,“ — აღნიშნავს ლინუკა.
იდეალური პორტფოლიო
ბევრი აპლიკანტი ცდილობს, იდეალური პორტფოლიო შექმნას და ამ პროცესში მთავარი ავიწყდება.
“მე რომ ახლა ვაბარებდე, საკუთარ თავს ვურჩევდი, ნაკლებად მეფიქრა იდეალურ პორტფოლიოზე და მეტი ყურადღება მიმექცია მკაფიო, გულწრფელი და ძლიერი კომუნიკაციისთვის, მთავარი არის არა სრულყოფილება (perfection), არამედ სიცხადე (clarity)”, — ამბობს ლინუკა.
უფრო მეტისთვის, ეწვიეთ ბმულს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები