მზია ამაღლობელის საქმეს პოლიციელის პატაკი დაერთო, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი პოლიციელზე თავდასხმას სხვებთან კომუნიკაციით გეგმავდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის საქმეში 15 თებერვალს შედგენილი პატაკი დევს, რომლის მიხედვითაც ამაღლობელს დაგეგმილი ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმა და მითითებებს ტელეფონიდან იღებდა. ამის შესახებ პუბლიკა წერს.
პროკურატურა ამ პატაკის საფუძველზე ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას ითხოვს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები მოითხოვენ არ დაკმაყოფილდეს დეტექტივს ჩვენება და საქმეს არ დაერთოს ჟურნალისტის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების მოთხოვნა.
ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია პატაკში მოყვანილი ინფორმაციის საფუძვლიანობას მხოლოდ იმით ადასტურებს, რომ "მან ასეთი ინფორმაცია მიიღო".
"2025 წლის 15 თებერვლის პატაკით გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუდგენელ პირებთან და აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში. აღნიშნულ პატაკში მოყვანილი ინფორმაციის საფუძვლიანობას ჩიტაია განმარტავს მხოლოდ იმით, რომ მან მიიღო ასეთი ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში ვლადიმერ ჩიტაია ადასტურებს პატაკით წარმოდგენილ ინფორმაციას," — განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
პროკურატურის მოთხოვნის მიხედვით, ამაღლობელის მობილურიდან არამარტო არსებული, არამედ წაშლილი შეტყობინებებიც უნდა იქნეს ამოღებული.
ადვოკატებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა მისი სამსახურებრივი და პირადი ინფორმაციის ამოღებისთვის სურდეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილმა ისაუბრა თუ რამდენად არალოგიკურია ეს ბრალდება ამაღლობელის წინააღმდეგ და გაუგებარია ამაღლობელის მობილურიდან ინფორმაციის ამოღების საჭიროება.
"რატომ გავამახვილეთ ყურადღება და რატომ ვშუამდგომლობთ სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით და არა იმიტომ, რომ ამ ტელეფონში აღმოჩნდება რაღაც გაუგებარი ინსტრუქციები, რაც ოდნავი საღი აზრის პირობებშიც არ შეიძლება ამის ვარაუდი გააჩნდეს.
ამ დეტექტივ ჩიტაიას გონება გაუნათდა 15 თებერვალს და მან დაინახა სადღაც, რომელიღაც სიზმარში, რომ შესაძლოა, ქალბატონ მზიას მიეღო ინსტრუქციები თავდასხმასთან დაკავშირებით. ეს არის მთელი ამ საქმის ამბავი. ამის შესაბამისად გამოკითხვა ის გამომძიებელმა და პროკურორმა შოთა ჩხაიძემ აიღო ორი დოკუმენტი [პატაკი და გამოკითხვის ოქმი], ვითომ ესაა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლოს მოსთხოვა განჩინება. ჩვენ ვციტირებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო იდენტურ გარემოებებზე მსჯელობს და ამბობს, რომ სერიოზულიც კი არ არის ამაზე მსჯელობა, ის რაც პატაკში წერია — ეფემერული და აბსოლუტურად ზოგადი, თითქოს, დამესიზმრა, რომ ის იღებდა ინსტრუქციებს, მაგრამ სიზმარში არ მახსოვს, ვინ მეუბნებოდა ამასო — ამაზე სასამართლო ამბობს, როდესაც ეს პატაკი ასახულია გამოკითხვის ოქმში, ეს სერიოზული არაა. ასეთი პოლიციელები ყოველთვის იქნებიან, ვინც დაწერენ ასეთ პატაკს და ასეთი პროკურორებიც ყოველთვის იქნებიან რომლებიც გამოჰკითხავენ მერე მათ და იტყვის, რომ აქვს გარემოებების ერთობლიობა და ყოველთვის აღმოჩნდება მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ის, რაც სინამდვილეში ერთია და თან დაუშვებელია, თურმე ბევრი მტკიცებულება არისო," — განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
პროკურორის თქმით, სასამართლომ განჩინება იმგვარად გამოსცა, რომ ამაღლობელის პირადი ან სამსახურებრივი ინფორმაციის მოპოვება დაუშვებელია.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს ჯერჯერობით აღნიშნულზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
შეგახსენებთ, 4 მარტს გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. პროცესზე გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ:
"განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა" — ირაკლი დგებუაძე
სასამართლო სხდომიდან ტექსტი ეკუთვნის პუბლიკას.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები