ცნობილია იმ 4 პოლიციელის ვინაობა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ირაკლი დგებუაძეს, სილის გაწვნის შემდეგ, ლოყა და ყური გაუწითლდა
ნეტგაზეთის ცნობით, მზია ამაღლობელის საქმეში ცნობილია იმ 4 პოლიციელის ვინაობა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ირაკლი დგებუაძეს, სილის გაწვნის შემდეგ, ლოყა და ყური გაუწითლდა. ეს 4 პოლიციელია: ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი.
ოთხივე პოლიციელი სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერს, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს. ჩვენებაში 4-ვე მათგანი იმეორეს, რომ მზია ამაღლობელმა "მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე".
ცოტნე ქართველიშვილი: "მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე";
ნაწყვეტი ცოტნე ქართველიშვილის გამოკითხვის ოქმიდან
არჩილ ანთაზე: "მარცხენა ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე";
ნაწყვეტი არჩილ ანთაძის გამოკითხვის ოქმიდან
დავით ანთაძე: "ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად";
ნაწყვეტი დავით ანთაძის გამოკითხვის ოქმიდან
ვახტანგ ბოლქვაძე: "ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა".
ნაწყვეტი ვახტანგ ბოლქვაძის გამოკითხვის ოქმიდან
პოლიციელები სილის გაწნამდე განვითარებულ მოვლენებსაც იდენტურად ჰყვებიან. ოთხივე მათგანის თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დილიდან დაიწყეს, თავდაპირველად იმყოფებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 78-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. შემდეგ გაჰყვნენ მარშს, რომელიც აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს. ჰყვებიან, რომ მსვლელობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეჩერდა, სადაც მოქალაქეები დღის განმავლობაში დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ოთხივე მათგანი შეესწრო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების ფაქტს. ისინი ჰყვებიან, რომ ამაღლობელი გათავისუფლების შემდეგ შეუერთდა აქციას. მათი თქმით, ამ დროს – დაახლოებით 00:30 საათზე – ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. პოლიციელები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის ინციდენტი მაშინ დაიწყო, როცა ეს უკანასკნელი დაკავებულთა შესახებ აქციის მონაწილეებს განმარტებას აძლევდა.
მათ არ უხსენებიათ, რომ ამ ორი ადამიანის დაკავების დროს პოლიციელებმა თავად მზია ამაღლობელზეც იძალადეს, წააქციეს, რა დროსაც მას გასძვრა ცალი ფეხსაცმელი და დაზიანებები მიიღო კიდურებზე. გამოკითხული პოლიციელები ჩვენებაში ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მოუხედავად იმისა, რომ – როგორც თავად ირწმუნებიან – იდგნენ შემთხვევის ადგილას, ზუსტად ირაკლი დგებუაძის გვერდით, ყველაფერს კარგად ხედავდნენ და ყველაფერი კარგად ესმოდათ.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობა წარადგინეს
როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა განუცხადა, დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები, ხარვეზები და მზია ამაღლობელს მიეცეს შესაძლებლობა მისი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში.
"სილის გაწვა ვერ შეფასდება თავდასხმად. კვალიფიკაცია რომელიც პროკურატურამ გამოიყენა, იყო იმის მცდელობა, რომ საქმის სიმძიმე წარმოეჩინათ და საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ძალიან მძიმე კრიმინალურ ფაქტთან გვქონდა საქმე. მაგრამ ის ფაქტები, რაც ისედაც საჯაროა, ყველა ვრწმუნდებით და ვთანხმდებით, რომ სილის გაწვნა ვერ შეფასდება პოლიციელზე თავდასხმად. სილის გაწვნას, როგორც ფაქტს და მოქმედებას, აქვს თავისი სამართლებრივი შეფასება, მაგრამ, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ ჩაჯდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაციაში. მთავარი ამოცანა არის მზიას თავისუფლება“,- განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები