"განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა" — ირაკლი დგებუაძე
"მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნება სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა […] მზია ამაღლობელმა მე ხელით მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, რა დროსაც ქურთუკი არ დაზიანებულა", – ვკითხულობთ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის ოქმში. ოქმის დეტალებზე ნეტგაზეთი წერს.
12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან მეორე დღეს, ირაკლი დგებუაძეს დაკითხვის ოქმი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, ანზორ ფუტკარაძემ შეადგინა. ოქმის მიხევდით, დგებუაძის გამოკითხვა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 1,5 გვერდია.
დგებუაძეს ჩვენება საქმეში დაკითხული ოთხი პოლიციელის ჩვენებას იდენტურად ემთხვევა. ოქმის მიხედვით, პოლიციელი 11 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით”. შემდეგ აქციის მონაწილეები მარშით გაემართნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტისკენ.
ის ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფი მოქალაქეების ნაწილის ქმედება "გასცდა პროტესტის გამოხატვის სამართლებრივ ჩარჩოებს", რის გამოც რამდენიმე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის, მზია ამაღლობელი. სილის გაწვნასაც დგებუაძე ამ ადმინისტრაციულ დაკავებას უკავშირებს.
"ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ ის შეუერთდა ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე #11ა-ში მდებარე აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციას. 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი. აღნიშნული პირების დაკავების შესახებ განმარტებას ითხოვდნენ იქ შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჩემ, ჩვენ მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული მზია ამაღლობელი.
მე მათ განვუმარტე, რომ ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ქმედების გამო იყვნენ ისინი დაკავებული ადმინისტრაციული წესით. მას შემდეგ, რაც დავასრულე მზია ამაღლობელთან და მის გვერდით მყოფ ქალბატონთან საუბარი, შევბრუნდი აქციის მონაწილეების მიმართულებით, რა დროსაც მზია ამაღლობელმა მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე. მივბრუნდი მისკენ, რა დროსაც მან მოულოდნელად დამარტყა მარცხენა ხელი მარჯვენა სახეში, ლოყისა და ყურის არეში. ამ დროს ჩემ გვერდით იდგა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე და ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე – გიორგი ბჟალავა, რომლებმაც მოახდინეს მზია ამაღლობელის დაკავება და სამმართველოს ეზოში შეყვანა," — ვკითხულობთ დგებუაძის ჩვენებაში.
ოქმში ასევე ვკითხულობთ, თუ როგორ ითხოვს დგებუაძე სამედიცინო ექსპერტიზას, რადგან მან სილის გაწვნისგან ფიზიკური ტკივილი განიცადა.
შეგახსენებთ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობა წარადგინეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები