რეაქციები სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობის იდეაზე
რა ხდება: სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლას, შესაძლოა, ნაკლები დრო დაეთმოს, მეტი ყურადღება კი თანამედროვე ლიტერატურაზე გამახვილდეს. ამის შესახებ გია მურღულიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა მედიასთან ისაუბრა.
- იდეას, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა და სხვებთან ერთად, ფეისბუკზე განიხილავენ პედაგოგები, უნივერისტეტის პროფესორები, ასევე, ჟურნალისტები.
მერაბ მეტრეველი: ჟურნალისტის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობაზეა და არა — სასკოლო პროგრამიდან სრულიად ამოღებაზე.
- "რა არის საკამათო იმაში, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს რეფორმირება და დროის მოთხოვნებზე მორგება სჭირდება?", — წერს ის და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სასკოლო პროგრამიდან სრულიად ამოღების მომხრეებს მიმართავს, რომ სწავლის პროცესი მხოლოდ სასიამოვნო ვერასდროს იქნება და არც მხოლოდ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად: "ჰაგიოგრაფიას სკოლაში თუ არ ასწავლიან, ის მკვდარი ლიტერატურა გახდება. მის შესახებ მოსახლეობის 90 პროცენტს არაფერი ეცოდინება".
თორნიკე შარაშენიძე: საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ამბობს, რომ დღეს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, მოსწავლეს ავალდებულებენ, წაიკითხოს ყველაფერი, რაც მე-19 საუკუნემდე ქართულ ენაზე დაწერილა.
- მისი თქმით, ეს მიდგომა გამართლებული მხოლოდ საბჭოთა კავშირიში იყო, რადგან "გვინერგავდნენ რწმენას, რომ საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა ლიტერატურა და კულტურა. ანუ, ჩვენ ერი ვიყავით (როგორც ასეთი), თუნდაც, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში", — წერს შარაშენიძე. ასევე აღნიშნავს, რომ დღეს, მოსწავლეს მათემატიკის და ფუნდამენტური მეცნიერებების სწავლება უფრო ესაჭიროებათ.
ლელა კოდალაშვილი: ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ის მიესალმება სასკოლო პროგრამიდან ყველა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ამოღებას, რადგან, მისი თქმით, ჰაგიოგრაფიის სწავლება "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არის ანაქრონიზმი".
- "დღევანდელი მოზარდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ფასეულობები, რაზეც ჰაგიოგრაფიულ ტექსტებშია საუბარი. დღევანდელი მოსწავლე ვერანაირად აღიქვამს იოანე საბანისძის (* VIII საუკუნის მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი აბო თბილელის წამებისა) და გიორგი მერჩულეს (* X საუკუნის მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი ნაწარმოებისა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) მოსაწყენ მონოლოგებს; ვერც აბოს მსხვერპლშეწირვას, ვერც ხანძთელის მიზოგინიას", — წერს კოდალაშვილი.
ასევე, მისი თქმით,
- მოსწავლეები ქართულის მასწავლებლებისგან ზეწოლას განიცდიან, კონკრეტულად, კი ცდილობენ "რელიგიურ ჩარჩოში მოაქციონ ამბავი, მოწიწება აიძულონ მოსწავლეს, სერიოზულად მიუდგნენ ტექსტებში მოთხრობილ "მჩხიბავურ სასწაულებს" — "დღევანდელ ახალგაზრდას აქვს სუფთა, ნათელი გონება და არ სჭირდება რელიგიური ფანატიზმი და ზღაპრები ღმერთზე", — მიიჩნევს ჟურნალისტი.
გიგა ზედანია: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორის მოსაზრებით, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ მოგვცემს იმას, რასაც მხატვრული ლიტერატურისგან ველით.
- "ის ვერ მოგვცემს ცხოვრების კომპლექსურობის, ორაზროვნების, არაერთმნიშვნელოვნების, ნიუანსურობის გამოცდილებას. ეს არ არის ცუდი მასწავლებლებისა და ცუდი სახელმძღვანელოების ბრალი", — წერს გიგა ზედანია.
- მისი თქმით, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან გრიგოლ ხანძთელი ისტორიის გაკვეთილის ნაწილი უნდა იყოს, დანარჩენი კი — უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს.
- "სკოლაში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების ცენტრად, ჩემის ღრმა რწმენით, უნდა იქცეს ვეფხისტყაოსანი. მის შესწავლაზე დახარჯული თუნდაც ძალიან ბევრი დრო ამად ღირს", — წერს ზედანია.
ნინო ბეკიშვილი: ჟურნალისტი წერს, რომ ლიტერატურის სწავლების მიზანი კრიტიკული აზროვნების გაღვივებაა და არა — პატრიოტული გრძნობების ჩამოყალიბება.
- ბეკიშვილისთვის მიუღებელია, რომ ბავშვს, რომელსაც არცერთი სახარება არ აქვს წაკითხული, შუშანიკის წამებას ასწავლიან: "ჰაგიოგრაფია ისე, როგორც დღეს ისწავლება, არაფერს აძლევს თანამედროვე ბავშვს. ჩემზე რომ იყოს, სულ ამოვიღებდი და ისტორიაში გადავიტანდი შუშანიკსაც, აბოსაც და გრიგოლ ხანძთელსაც, ტექსტების სწავლების გარეშე", — წერს ნინო ბეკიშვილი.
ხათუ ცხადაძე: ქარული ენის მასწავლებელი ამბობს, რომ არა მარტო ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, არამედ სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის და იოანე ბატონიშვილის შემოქმედება ადრეულ ასაკში უნდა ასწავცლო, ოღონდ, ასაკის შესაბამისი ენით:
- "ისე უნდა წააკითხო, როგორც ბავშვს, თუ გინდა, რომ მერე, წლების შემდეგ, ისე დაუბრუნდეს ამ ყველაფერს, როგორც ზრდასრული, და ისიამოვნოს, იხალისოს, ახალი რამეები აღმოაჩინოს", — წერს ცხადაძე.
- მისი თქმით, ბავშვი მშობლიური ენით იზრდება, მის მიმართ სიყვარული უჩნდება და ენის სირთულეს წლებთან ერთად დასძლევს.
- ცხადაძე, ასევე, მიიჩნევს, რომ განვითარებული საზოგადოება ხვდება, რომ ახალგაზრდას ლიტერატურის შესწავლა ეხმარება ემოციური ინტელექტის, ფანტაზიის, ემპათიის განვითარებაში: "ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის ნაცვლად ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლები უნდა ვასწავლოთო. სად მოისმინეს ასეთი რამ, რომელ განვითარებულ ქვეყანაში ნახეს ეს? ბიზნესის საფუძველები ადამიანის, როგორც ემპათიური არსების, საძირკველი არაა, ეს შემდგომი ეტაპია, "ლიტერატურული კანონი" კი სწორედ იმ საძირკვლის უდიდესი დიდი ნაწილია", — წერს ცხადაძე.
რა თქვა გია მურღულიამ: "ამ წუთას სკოლაში სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი ვამბობთ რომ რამე შევცვალოთ, იწყება საუბარი რომ წარსულს პატივს არ ვცემთ. სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო".
- მურღულია არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი.
- მისივე თქმით, 2027 წლიდან, შესაძლოა, აბიტურიენტებს უნივერსიტეტში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ.
გაიგე მეტი: რა შეიძლება შეიცვალოს გამოცდების წესში უნივერსიტეტში მოსახვედრად, 2027 წლიდან
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები