რა შეიძლება შეიცვალოს გამოცდების წესში უნივერსიტეტში მოსახვედრად, 2027 წლიდან
ფოტო: განათლების სამინისტრო
მოკლედ: 2027 წლიდან, შესაძლოა, აბიტურიენტებს უნივერსიტეტში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ.
- ამის შესახებ გია მურღულიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა, ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.
რა არის სახელმწიფო გამოცდა: მურღულიას თქმით, სახელმწიფო გამოცდის დანერგვა ჯერ იდეის დონეზე განიხილება, თუმცა, დანერგვის შემთხვევაში, სახელმწიფო გამოცდა სკოლასტიკური უნარების ტესტის (SAT) მსგავსი იქნება.
რას ნიშნავს SAT: არის სტანდარტული მისაღები გამოცდა, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ტარდება. ეს პრაქტიკა ძირითადად ამერიკაშია დამკვიდრებული, თუმცა, ვხვდებით ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც. SAT ტესტი სკოლაში მიღებულ ცოდნას — კითხვის, წერის და მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობის უნარს ამოწმებს. ასევე, ადგენს შენს უნარებს, რამდენად შეძლებ უნივერისტეტში წარმატების მიღწევას.
- მურღულია აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე კომპონენტთან, კონკრეტულად "რა სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში მიგიღია მონაწილეობა, რა ინტერესები გქონდათ სკოლაში, როგორი იყო სკოლის ზოგადი ნიშნები".
"თუ დღეს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტში გადაწყვეტს, იქ აუცილებლად მოსთხოვენ სკოლაში ბოლო ოთხი წლის შედეგებს — მე-9 და მე-12 კლასის ქულებს. ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან - საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე", — ამბობს მურღულია ინტერპრესნიუსთან.
დეტალები: მურღულია ინტერპრესნიუსთან აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატი, შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა, როგორ, ჯერ არ იცის.
- ეროვნულ გამოცდებს ისევ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) ჩაატარებს. "ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ", — ამბობს მურღულია.
გია მურღულიამ ასევე აღნიშნა, რომ სკოლაში, შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლებას ნაკლები დრო დაეთმოს და მეტი ყურადღება თანამედროვე ლიტერატურაზე გამახვილდეს. ასევე, მისი თქმით, სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც განიხილება.
- "ამ წუთას სკოლაში სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი ვამბობთ რომ რამე შევცვალოთ, იწყება საუბარი რომ წარსულს პატივს არ ვცემთ. სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო", — ამბობს გია მურღულია.
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
კომენტარები