სალომე ზურაბიშვილი იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნებსა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია — არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას", — განაცხადა მან.
პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, სააკაშვილი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად. დამატებით მას სააკაშვილის შიმშილობაზე ან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე არ უსაუბრია და თქვა, რომ ამ საკითხს აღარ დაუბრუნდება.
"ეს მოითხოვს პენიტენციალური სამსახურისა და ადმინისტრაციისგან განსაკუთრებულ ყურადღებას და ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნების თანავე. ეს არის და ეს, ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები", — თქვა მან.
ერთი თვის წინ, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილის დაკავების შემდეგ ზურაბიშვილი ამბობდა, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ არასდროს შეიცვლიდა აზრს და ამის მიზეზი სააკაშვილის ჩადენილი დანაშაულებები იყო.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩანიშნულ ბრიფინგს წინ უძღოდა მისი შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან, ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის ელჩის მოადგილესთან და პატრიარქთან. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები პრესსამსახურმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ისე, რომ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, შესაბამისად, მათი შეხვედრის მიზეზი და სასაუბრო თემა უცნობი იყო.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 34 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა სამთავრობო გუნდის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ და ყველა პატიმარს ერთნაირად ექცევიან, ამიტომ სააკაშვილი გამონაკლისი არ იქნება. ექსპრეზიდენტი კი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ სურს.
მისი მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ამ რეკომენდაციებს და არსებობს რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებაზეც.
პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტის შიმშილობას დიეტას უწოდებს და იმეორებს, რომ ამაზე საუბარი არ უნდა, თუმცა, მაინც საუბრობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი განცხადების დროს მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. კრიტიკის შემდეგ მან თავისივე სიტყვები უარყო და ამტკიცებდა, რომ არა თვითმკვლელობა, არამედ შიმშილობა იგულისხმა. ამ თემზე ირონიულად საუბრობენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოშიმშილე 40 დღე ძლებს და 41-ე დღეს ელოდებიან და სჯერათ, რომ სააკაშვილი ჯანსაღად იქნება. მანვე აღნიშნა, რომ 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ე.ი "სხვა რაღაცაშია საქმე".
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს.
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
კომენტარები