უწყვეტი განვითარების ისტორია — "ჟუჟუნა" ექსპორტზე გასვლას გეგმავს
4 წლის წინ, როცა თიბისი ახლადშექმნილი კომპანიის, "ჟუჟუნას" პარტნიორი გახდა, ჩვენთვის უკვე სრულიად ნათელი იყო, რომ ამ კომპანიის ჩანაფიქრი — ქართული ყურძნის ჯიშებზე დამზადებული, ბუნებრივად გაზიანი, ნახევრადცქრიალა ღვინო "ჟუჟუნა" მომავალში უამრავ თაყვანისმცემელს გაიჩენდა და მთელ ქვეყანას მოიცავდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ეს პროდუქტი ახალგაზრდულ სასმელად იყო ჩაფიქრებული, "ჟუჟუნა" — სიმსუბუქის, ბუნებრივი არომატისა და ხარისხის წყალობით — მალევე გასცდა ამ ნიშას და ალკოჰოლური სასმლის მოყვარული ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა.
დაარსების დღიდან 3 წლის განმავლობაში ქართულ შუშხუნა ღვინო "ჟუჟუნა" ჩამოსასხმელი სახით არსებობდა და ფესტივალების, ბარების, კლუბების, კერძო წვეულებების და ზოგადად — პოპკულტურის ნაწილად იქცა.
რამ განაპირობა ჟუჟუნას პოპულარობა ქართულ ბაზარზე?
პირველ რიგში, მისმა ფორმამ - ჩამოსასხმელი ნახევრადცქრიალა ღვინო ახალგაზრდებისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. შემდეგ - მისმა შიგთავსმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავისი პირვანდელი სახით ყველანაირ კერძთან თუ ნუგბართან მიდის, ასევე წარმატებულად იმიქსება ხილთან და სხვა ალკოჰოლურ სასმელთანაც, მისგან მზადდება სხვადასხვა უგემრიელესი კოქტეილები.
პანდემიის პერიოდში ჟუჟუნამ შინ მიტანის მომსახურება გააძლიერა. გადალახა დროის გამოწვევა და სირთულეები და არასდროს შეუწყვეტია განვითარება.
2021 წლიდან კი, ყველასთვის საყვარელი ბრენდი, უკვე ახალი შეფუთვით - ბოთლში ჩამოსხმული მოგვევლინა, რამაც „ჟუჟუნა“ კიდევ უფრო კომფორტული და, შესაბამისად, მასშტაბური გახადა.
"ჩამოსასხმელი ხაზი 2020 წლის ზაფხულში, თიბისის დახმარებით ვიყიდეთ და 2021 წელს ბაზარზე უკვე გვქონდა ბოთლში ჩამოსხმული „ჟუჟუნა“, რომლის შიგთავსიც ჩამოსასხმელისგან არ განსხვავდება. ბოთლებში ჩამოსხმამ „ჟუჟუნა“ გაცილებით მოქნილი გახადა, მოვიცავით უფრო მეტი ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, დავამატეთ ბევრ ისეთ კაფეში და ბარში, სადაც ჩამოსასხმელ სისტემას ვერ ვამონტაჟებდით და ამის გამო არ ვოპერირებდით, ავითვისეთ თბილისის და საქართველოს საცალო ვაჭრობის ქსელებიც", — ამბობს "ჟუჟუნას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ტაბატაძე.
საქართველოს ბაზრის უფრო მასშტაბურად ათვისების გარდა, „ჟუჟუნას“ ბოთლებში ჩამოსხმას სხვა, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეც მოყვა - კომპანიამ პროდუქტის ექსპორტზე გატანა გადაწყვიტა. დღეისათვის მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ კომპანიასთანაა დაწყებული, მათ შორის "ჟუჟუნათი" ჩინელი და იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ.
"იაპონიაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, თეიმურაზ ლეჟავას ხელშეწყობით, ერთ-ერთი თრეიდინგ კომპანია იაპონიიდან დაგვიკავშირდა და საკმაოდ დეტალური მოლაპარაკების შემდეგ, სატესტოდ 12 000 ბოთლი "ჟუჟუნა" შეგვიკვეთა. მოლაპარაკებები მიდის ჩინურ კომპანიასთანაც, მათაც გავუგზავნეთ 4 000 ბოთლი. ამ ბაზრებზე გატესტვის შემდეგ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, "ჟუჟუნა" ორივე ქვეყნის ბაზარზე გავა", — ამბობენ კომპანიაში.
4 ადამიანის მიერ 4 წლის წინ დაწყებული ბიზნესი დღეს 14 დასაქმებულს ითვლის. თვეში კომპანია 10 ტონა ღვინოს ასხამს. წლევანდელი რთველით „ჟუჟუნამ“ 80 ტონა ყურძენი დაწურა, რაც დაახლოებით 50 ტონა ღვინოს უდრის. დაფუძნებლები ამბობენ, რომ მიუხედავად განვლილი რთული გზისა, "ჟუჟუნამ" მოლოდინები სრულად გაამართლა. და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, 2022 წლიდან ქართული "ჟუჟუნა" ჯერ აზიის, შემდეგ კი ამერიკისა და ევროპის ბაზრებსაც აითვისებს.
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
გადახედვა
-
თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
-
"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე "უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
-
დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი
გადახედვა
-
ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა
გადახედვა
-
მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან
კომენტარები