თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს, დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში. წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი — 12.3% შეადგინა, თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კი უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა.
სამომავლოდ, გაზის საერთაშორისო ფასის რეკორდული ზრდა, ასევე ხორბლისა და კვერცხის ფასების მატება მეტი ინფალციური ზეწოლის არგუმენტებია, ისევე როგორც, დიფუზიის ჯერ კიდევ მზარდი ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს და წარსულში ხშირად დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციასთან ერთად, მოლოდინებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
საქართველოში გაზის ტარიფები ისტორიულად უფრო მეტად ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, ვიდრე გაზის საერთაშორისო ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ მხრივ, მხოლოდ შედარებით მცირე ზრდაა სავარაუდო. ასევე, აგვისტოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვეებთან შედარებით, მხოლოდ მცირედით გაიზარდა, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზების არგუმენტია, რადგან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინმსწრები ინდიკატორის როლს ასრულებს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციური ზეწოლა არ აღინიშნება სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში გამოხატულ დანახარჯებში. რაც მთავარია, თიბისი კაპიტალი კვლავ დებს ფსონს ლარის კურსის მეტნაკლებ სტაბილურობაზე.
მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხორბლის ფასის ზრდა თიბისი კაპიტალის პროგნოზში უკვე ჩადებული იყო, წინა პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ლარის კურსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში, წელს სტაბილურობისა და მომდევნო წელს მცირედი გამყარების, ბრენტის მარკის ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასების დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნებისა და 2021-2022 წლებში მშპ-ის 10.5 და 6.0 პროცენტიანი ზრდის დაშვებით, თიბისი კაპიტალის პროგნოზი წელს — 13.8%, მომდევნო წელს კი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალ ინფლაციაა.
ლარის განაკვეთების მხრივ, მიუხეადავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და დეკემბერში საბაზო ეფექტის გამო მისი შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის აზრით, სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, სავალუტო შემოდინებების აღდგენასთან ერთად, დამატებით აძლიერებს არგუმენტებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაა მოსალოდნელი და შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 11 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
გადახედვა
-
1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
გადახედვა
-
თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
-
"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე "უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი
გადახედვა
-
ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა
გადახედვა
-
მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან
კომენტარები