EBRD–მა და IFC-მ თიბისი უზბეკეთის წილი შეიძინეს
ფოტო: TBC
დღეს, ტაშკენტში თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC PLC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს IFC-ის და EBRD-ის წილობრივ მონაწილეობას თიბისი ბანკის ჯგუფის შვილობილ კომპანიაში თიბისი უზბეკეთი.
ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, თიბისი უზბეკეთში EBRD და IFC 20%-20% პროცენტიანი წილის მფლობელები გახდებიან, ხოლო თიბისი ბანკის ჯგუფი 60%-იან წილს შეინარჩუნებს. პირველი შენატანის სახით, თითეული ინსტიტუტი თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარს განახორციელებს. EBRD და IFC კაპიტალის რაოდენობის ზრდას ყოველწლიურად 2024 წლამდე გააგრძელებს.
მსოფლიოს ეს ორი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი 20 წელზე მეტია თიბისი ბანკის პარტნიორები არიან საქართველოში. IFC-ისა და EBRD-ის გადაწყვეტილება, უზბეკეთში გააფართოვონ ეს თანამშრომლობა და გადაიტანონ ის საერთაშორო მასშტაბებზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან თიბისისადმი გამოცხადებულ მაღალ ნდობას. საყურადღებოა, რომ EBRD- სთვის ეს პირველი ინვესტიციაა უზბეკეთის საბანკო სექტორში 2017 წლიდან — მას შემდეგ, რაც განაახლა ქვეყანაში ინვესტირება.
ეს ინვესტიცია საშუალებას მისცემს თიბისი უზბეკეთს, გაუმარტივოს ცხოვრება უზბეკ მომხმარებლებს გაუმჯობესებული ციფრული საბანკო მომსახურებისა და სხვა ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების გზით. გარდა ამისა, დამატებითი ინვესტიცია ხელს შეუწყობს თიბისის უზბეკეთში კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც ასევე მოიცავს კლიმატის ცვლილებების რისკთან დაკავშირებულ სტანდარტებს.
ფოტო: TBC
"ჩვენ IFC-თან და EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს, ისინი მყარად დგანან ჩვენს გვერდით ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს შეთანხმება წარმოადგენს თიბისი უზბეკეთის გაფართოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რადგან ის საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი ზრდა ქვეყანაში და უზბეკეთის მოსახლეობას შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო სპექტრი. ვფიქრობთ, რომ სრულად ციფრულად საბანკო პროდუქტების შეთავაზება ახალია უზბეკეთის ბაზრისთვის, რამაც განაპირობა თიბისი UZ-ის წარმატება. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ EBRD-მა და IFC-მ ჩვენთან ერთად დაიწყეს ეს საინტერესო მოგზაურობა", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
"თიბისი უკვე მრავალი წელია ჩვენი ნდობით აღჭურვილი პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მის გაფართოებას უზბეკეთში, რითაც იზრდება კერძო კაპიტალის წილი საბანკო სექტორში, სადაც ჯერ კიდევ დომინირებს სახელმწიფო. ჩვენ მივესალმებით კონკურენციას და გვაქვს მოლოდინი, რომ ის ყველასთვის სასარგებლო იქნება", — ალკის დრაკინოსი, EBRD- ის დირექტორი უზბეკეთში.
"ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ პარტნიორობას თიბისი ბანკის ჯგუფთან. IFC მხარს უჭერს თიბისი ბანკის ძალისხმევას უზბეკეთის მასშტაბით ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული საბანკო მომსახურების გაფართოებაში. ამასთანავე, ეს ინვესტიცია თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ დავეხმაროთ უზბეკეთს, საბანკო ინდუსტრიაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდის გზით გაზარდოს კონკურენტუნარიანობა", — ვიბკე შლომერი, IFC- ს დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
თიბისი უზბეკეთი არის პირველი ციფრული ბანკი უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციური fintech პლატფორმის — Space-ის ბაზაზე შეიქმნა. დღეს ის უზბეკეთში წარმოდგენილია 7 ახალი თაობის ფილიალით და მომხმარებელთან ურთიერთობის 34 პუნქტით სულ 12 რეგიონულ ქალაქში. თიბისი UZ სთავაზობს ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს 630,000-ზე მეტ რეგისტრირებულ საცალო მომხმარებელს. უახლოეს მომავალში კი იგეგმება მცირე ბიზნესის სეგმენტზე გაფართოება.
მომხმარებლების ცხოვრების გამარტივების მიზნით, თიბისიმ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სრულად ციფრული საბანკო მომსახურება ჯერ საქართველოში 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს. 2020 წლიდან კი ამავე მომსახურებას უზბეკეთის 35 მილიონიან ბაზარს სთავაზობს.
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
გადახედვა
-
თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
-
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
-
დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი
გადახედვა
-
ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა
გადახედვა
-
მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან
კომენტარები