პაპუაშვილი ეთანხმება სუბარის მოსაზრებას, რომ პარტნიორების შეფასებები ხშირად გადაჭარბებულია
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ქართული ოცნების წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი, ეთანხმება სოზარ სუბარის იმ განცხადებას, სადაც მან სასამართლო სისტემაზე საქართველოს პარტნიორების და მათ შორის, ელჩების შეფასებები გადაჭარბებულად შეაფასა. მთავარი არხის წამყვანის კითხვაზე, ეთანმხება თუ არა სუბარის ამ განცხადების სულისკვეთებას, ის პასუხობს:
"რაც შეეხება პროცედურებს, რომლებიც კანონმდებლობით არის გაწერილი, ის პროცედურები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ამაზე უარის თქმა არ შეუძლია არც დეპუტატს, არც სახალხო წარმომმადგენელს, ამიტომ კანონები უნდა შესრულდეს.
ვეთანხმები სოზარ სუბარსაც და ვეთანხმები ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონების შესაბამისად, იმ დემოკრატიული ლეგიტიმაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს".
ამასთან, მან კმაყოფილება გამოთქვა მოსამართლეების მიერ ერთობლივად გაკეთებული განცხადების გამო, სადაც მათ კრიტიკა "დისკრედიტაციად" შეაფასეს. მისი თქმით, "კარგია, მოსამართლეებმა განცხადება რომ გააკეთეს იმიტომ, რომ ეს ეხება სასამართლო სისტემას და რა თქმა უნდა, მათ უნდა ისაუბრონ".
გადაცემაში სასამართლო თემაზე საუბრისას მან აქცენტი პროცედურებზე გააკეთა და თქვა, რომ 19 აპრილის დოკუმენტში გათვალისწინებული საკითხების შესრულება მარტიდან დაწყებულია.
"მართლმსაჯულების საკითხს 19 აპრილის შეთანხმებაში ორი საკითხი ეხება — ერთი ეს გახლავთ რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არის ერთწლიანი პროცესი და 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს; მეორე საკითხი კი ეხება კონკრეტულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას. კერძოდ წერია, რომ არსებულ სისტემას აქვს ხარვეზი და საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ამიტომ დროებით უნდა შეჩერდეს შერჩევა, გამოსწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზი და დაუახლოვდეს ვენეციის კომისიის დასკვნას, შემდეგ განახლდეს და დასრულდეს. ახლა სად ვიმყოფებით — ეს პროცესი მარტში შეჩერდა, აპრილში შეიცვალა კანონი, პროცესი განახლდა აპრილში და მიდის დასრულებისკენ", — ამბობს პაპუაშვილი.
როგორც ის განმარტავს, სასამართლო რეფორმაზე რეალურად "საპრეტენზიო არაფერია".
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა, სადაც თანამდებობაზე 46 მოსამართლე დაინიშნა. გარდა ამისა, საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. ამ თემაზე კრიტიკული განცხადებები ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებსაც, ისინი მმართველ გუნდს შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
გაიგეთ მეტი:
- ეს სიჩქარე ცუდი სტარტი იქნება — კარლ ჰარცელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე
- პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ეს მოსამართლეების დანიშვნა რეფორმის განხილვამდე — დეგნანი
- შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას — რიში
- იუსტიციის საბჭოს რეფორმამდე, მისი გადაწყვეტილება ვერ ისარგებლებს ლეგიტიმაციით — ომბუდსმენი
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები