ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
324 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების, კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და მოითხოვს მის და სხვა პოლიტპატიმრების — მათე დევიძის, ოპოზიციის ლიდერების — ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი:
- მკაცრად გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე;
- ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, გენდერული ძალადობის შემთხვევების გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება; ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; გმობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის ძალადობრივ გატაცებას და ინფორმაციას მისი შვილების უსაფრთხოებაზე მუქარის შესახებ;
- მოითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებას, დემოკრატიის აღდგენას და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრულ დაცვას;
მოუწოდებს ევროკავშირს, უცხოური აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები; - გამოხატავს სინანულს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების იმ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი;
- გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებული ბოლო შეტევების ტალღის გამო, რაც გამოიხატება იმაში, რომ ზოგიერთი სახელმწიფო უწყება, მაგალითად, ანტიკორუფციული ბიურო მათგან ითხოვს ბოლო წელიწად-ნახევრის პერიოდის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას და ამას მოითხოვს მხოლოდ სამ სამუშაო დღეში; ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავიდანვე არარეალურია და ქმნის რისკს, რომ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები პარალიზებული აღმოჩნდნენ და მათი საქმიანობა შეჩერდეს, — ნათქვამია რეზოლუციაში (ნეტგაზეთის თარგმანი).
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კომენტარები