ყველაზე შორეული კუნძული, სადაც მხოლოდ 209 ადამიანი ცხოვრობს
გაიცანი ტრისტან-და-კუნია — კუნძული, სადაც სულ 209 ადამიანი ცხოვრობს და ყველაზე საინტერესო დღესასწაული "ვირთხების დღეა".
ფოტო: Shutterstock
შეიძლება გეგონოს, რომ დედამიწაზე აღარ დარჩა ადგილი, სადაც ცხოვრება ნელი ტემპით მიედინება, ყველა ერთმანეთს იცნობს და ტელეფონი საერთოდ არ, ან მხოლოდ დასარეკად არსებობს. მაგრამ ასეთი ადგილი ჯერ კიდევ არსებობს — ტრისტან-და-კუნია.
კუნძულის ზედხედი
ფოტო: NASA
სად მდებარეობს?
ტრისტან-და-კუნია სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში პატარა ვულკანური კუნძულია. ის დიდი ბრიტანეთის ზღვისგაღმა ტერიტორიას ეკუთვნის წმინდა ელენას და ამაღლებასთან ერთად. კუნძული 2,800 კილომეტრითაა დაშორებული კეიპტაუნიდან (სამხრეთ აფრიკა) და 3,300 კილომეტრით რიო დე ჟანეიროდან (ბრაზილია). სხვა სიტყვებით — საკმარისად შორს არის, რომ კუნძულზე სპონტანურად ვერავინ მოხვდეს და საკმარისად იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან.
რუკაზე მონიშნულია ტრისტან-და-კუნიას მდებარეობა
ფოტო: Google
ყველაზე შორეული დასახლება მსოფლიოში
ტრისტანის ერთადერთი დასახლება, შვიდი ზღვის ედინბურგი (The Edinburgh of the Seven Seas), ითვლება ყველაზე იზოლირებულ მუდმივ დასახლებად დედამიწაზე. აქ სულ 209 ადამიანი ცხოვრობს — ადგილობრივები, მათი შთამომავლები და რამდენიმე სტუმარი თუ მკვლევარი. ეს სახელი დასახლებას ედინბურგის ჰერცოგის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც კუნძული 1867 წელს მოინახულა.
შვიდი ზღვის ედინბურგი
ფოტო: Getty Images
როგორ უნდა მოხვდე ტრისტანზე?
მარტივად რომ ვთქვათ — შემთხვევით ნამდვილად ვერ მოხვდები, თუ წინასწარ არ დაგეგმე. ტრისტანზე აეროპორტი არ არის და კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ გემითაა შესაძლებელი, უმეტესად კეიპტაუნიდან. გზა დაახლოებით 6 დღეს გრძელდება, ხოლო რეისი არათანმიმდევრულია — ზოგჯერ თვეში რამდენჯერმეა, ზოგჯერ საერთოდ არა.
ჯერ უნდა მისწერო კუნძულის ადმინისტრაციას, მიუთითო ვიზიტის მიზეზი, გქონდეს ნაყიდი უკან დასაბრუნებელი ბილეთიც, და დაზღვევა, რომელიც ავად გახდომის შემთხვევაში კეიპტაუნში გადაყვანასაც დაფარავს, ასევე, თუ ორ თვეზე მეტი ხნით გსურს კუნძულზე დარჩენა — უმწიკვლო წარსული უნდა გქონდეს და კრიმინალური ისტორია უნდა მიაწოდო. მერე დაელოდები ვიზიტზე ნებართვას — და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ბარგის ჩალაგება დაიწყო.
კუნძულის ერთადერთი დასახლება
ფოტო: Getty Images
როგორია ცხოვრება ტრისტანზე?
მშვიდი, უსაფრთხო და ერთ მუშტად შეკრული. ადგილობრივები ერთმანეთს უზიარებენ საკვებს, სახლების შეკეთებაში ეხმარებიან და ბავშვები თავისუფლად თამაშობენ — ყველამ იცის, რომ მათ "ვიღაც მაინც ზედამხედველობს". კუნძულის ერთ-ერთი მკვიდრის აზრით: "კარგია აქ ცხოვრება — ოღონდ თუ რამე საქმე გამონახე".
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყველაზე შორეულ კუნძულზე
ფოტო: Getty Images
როგორ მუშაობს ეკონომიკა?
ტრისტანის კლდოვანი კიბორჩხალა (Tristan Rock Lobster) საერთაშორისო ექსპორტზე გადის და სწორედ ეს არის კუნძულის მთავარი ეკონომიკური რესურსი.
სასტუმროები არ არის — ტურისტებს მასპინძლობენ ოჯახები, ღამის გათევა დაახლოებით £65 ღირს. სხვა ალტერნატივაა ადგილობრივი მუზეუმი, სადაც შეგიძლია დარჩე ერთი ღამით, მიირთვა ჩაი, ტრადიციული ტრისტანული სადილი და ცოტა სანთელი —განათებისთვის.
ნაკვეთი კუნძულზე
ფოტო: Getty Images
ყველა ოჯახს საკუთარი ნაკვეთი აქვს, ძირითადად კარტოფილისთვის. იყენებენ ხელის იარაღებს და მუშაობენ ვულკანური ქვებით შემოსაზღვრულ ნაკვეთებზე. თითოეულ ოჯახს უფლება აქვს ფლობდეს მხოლოდ ერთ ძროხას, რომ მიწები არ გადაიტვირთოს.
ადგილობრივი ბუნება
კუნძულის 40%-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა — აქ ბინადრობენ იშვიათი ფრინველები, პინგვინები და სამი სახეობის ალბატროსი.
მაგრამ არსებობს პრობლემაც — თაგვები და ვირთხები, რომლებიც ადამიანებს გემებით ჩამოჰყვნენ, ფრინველთა ბუდეებს ანადგურებენ და ლამის გადაშენების პირას მიჰყავთ. სწორედ აქ შემოდის ტრისტანის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ სახალისო ტრადიცია:
"ვირთხების დღე" — კუნძულის ეროვნული დღესასწაული
ერთ დღესაც ტრისტანელებმა გადაწყვიტეს, რომ თაგვებთან ბრძოლა შეიძლება ზეიმად ექციათ. "ვირთხების დღეს" ხალხი გუნდებად იყოფა და ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ დაიჭერს ყველაზე მეტს და ყველაზე დიდ ვირთხას. ნადავლს დამოუკიდებელი ჟიური წონის და გამარჯვებულს აცხადებს, საბოლოოდ დღესასწაული რასაკვირველია ცეკვებით სრულდება.
ვირთხების დღე
ფოტო: Getty Images
სოციალური ცხოვრება და რელიგია
კუნძულზე არის 1923 წელს აგებული კათოლიკური ეკლესია, მაცხოვრებლები აღნიშნავენ ტრადიციულ დღესასწაულებს, მათ შორის აღდგომასაც. მოსახლეობა ამბობს, რომ როცა ვინმე გარდაიცვლება, მთელ სოფელს ერთნაირად სტკივა — "ეს დროა, როცა ვხვდებით, რომ ჩვენ მხოლოდ საზოგადოება კი არა, ერთგვარი ოჯახიც ვართ", — ამობს ადგილობრივი დონ რეპეტო.
ეკლესია
ფოტო: Getty Imag
სკოლა და ინფრასტრუქტურა
ტრისტანს აქვს პატარა დასახლებისთვის ყველა აუცილებელი რამ: მაღაზია, ბარი, ინტერნეტ კაფე, ავტობუსის გაჩერებები და სკოლა — St. Mary’s School, რომელშიც 3-დან 16 წლამდე ბავშვები სწავლობენ.
სკოლა
ფოტო: Getty Image
სკოლას აქვს ხუთი საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერის ოთახი, სამეცნიერო ოთახი და პატარა სცენა.
ვულკანი, რომელმაც კუნძული თითქმის გაანადგურა
1961 წელს ტრისტანის ვულკანი ამოიფრქვა. ლავა დასახლებისკენ დაიძრა და მოსახლეობამ კუნძული დატოვა. ისინი ინგლისში გადაიყვანეს, როგორც ბრიტანეთის მთავრობა ფიქრობდა — სამუდამოდ.
თუმცა 1963 წლისთვის, მას შემდეგ რაც ვულკანმა "დაიძინა", ტრისტანელების უმეტესობამ უარი თქვა ქალაქურ ცხოვრებაზე და კუნძულზე დაბრუნდა.
კუნძულზე მაცხოვრებლები უბრუნდებიან ტრისტანს, 1963
ფოტო: Getty Images
2025 წლის მონაცემებით, ტრისტან-და-კუნიაზე სულ 209 ადამიანი ცხოვრობს — მათ შორის არიან კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის შთამომავლები, რამდენიმე ბრიტანელი საჯარო მოხელე და დროებითი ვიზიტორები, მკვლევრები და სპეციალისტები. მუდმივი მოსახლეობის უმრავლესობას საერთო წარმოშობა აქვს და მთელ კუნძულზე მხოლოდ 11 გვარია გავრცელებული.
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
კომენტარები