"სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა (2014 წელს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო)" — ეუთო/ოდირი "ოცნებას" პასუხობს
ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევას არ აპირებენ, ფორმულამ ეუთო/ოდირ-ს კითხვით მიმართა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ 2014 წლის გამონაკლისის გარდა, როდესაც შეზღუდული ბიუჯეტის გამო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდნენ, ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელზეც არ იწვევენ.
ეუთო/ოდირში აღნიშნავენ, რომ მათი სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას.
"საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ODIHR-ს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა (2014 წელს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო).
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები ხელს უწყობს არჩევნების მთლიანობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.
გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ODIHR არაერთ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო მაგალითებია: ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში – 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში – 2023 წლის ნოემბერში", - განაცხადეს ეუთო/ოდირში.
ცნობისთვის, ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს. ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის აზრით "ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა". გუშინ, 18 ივნისს კობახიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არსებობს და ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. მისი თქმით, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით".
"რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან.
…ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადება. სადაც საელჩო ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები