ამ მარტივი ტესტით შესაძლოა გაიგოთ, რამდენ ხანს იცოცხლებთ — გაიგე შენი შედეგი
ფოტო: The Washington Post
ახალი, მასშტაბური კვლევა აჩვენებს, რომ დაჯდომა-ადგომის ტესტი (SRT) შესაძლოა, კარგი ინდიკატორი იყოს იმისა, რამდენად დიდხანს ვიცოცხლებთ. ტესტი ზომავს ჩვენს ბალანსს, ძალას, მოქნილობასა და სხეულის კომპოზიციას — ეს ყველაფერი კი მჭიდრო კავშირშია ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
კვლევა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა პრევენციული კარდიოლოგიის ევროპულ ჟურნალში, იკვლევდა, თუ რამდენად კარგად შეძლებდა 46-დან 75 წლამდე 4,282 კაცი და ქალი იატაკზე დაჯდომას და შემდგომ კვლავ წამოდგომას მინიმალური დახმარებით — ხელების, მუხლების, ავეჯის ან სხვისი დახმარების გარეშე.
ტესტი აფასებს "ყველა იმ ფიზიკურ თვისებას, რომელიც არ უკავშირდება აერობულ გამძლეობას," — ამბობს კლაუდიო ჟილ არაუჟო, კვლევის მთავარი ავტორი და ფიზიკური ვარჯიშების მედიცინის კლინიკის კვლევითი დირექტორი რიო-დე-ჟანეიროში, სადაც მონაცემები შეგროვდა.
ეს თვისებები მოიცავს: კუნთების ჯანმრთელობას, ბალანსს, მოქნილობასა და სხეულის კომპოზიციას, — აღნიშნა მან — და ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
კვლევის შედეგების მიხედვით, დახმარების გარეშე ვარჯიშის შემსრულებელ საშუალო ასაკის ან ხანდაზმულ ადამიანებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები რისკი ჰქონდათ, რომ დაემართებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ტესტის შესრულება უჭირდა ან წონასწორობას კარგავდა. კვლევის მიხედვით, ამ დავალების წარმატებით შემსრულებლების სხვა ბუნებრივი მიზეზით (მათ შორის კიბოთი) გარდაცვალების რისკიც ძალიან მცირე იყო.
გსურს თავად სცადო დაჯდომა-აღდგომის ტესტი?
პირველ რიგში, მოიძიე პარტნიორი: "არ შეასრულოთ ეს ტესტი მარტო," — ამბობს არაუჟო. პარტნიორი დაგაკვირდება, დაგიფიქსირებს ქულას და რაც მთავარია — დაგიჭერს, თუ წონასწორობას დაკარგავ.
თუ გაქვს ფიზიკური შეზღუდვები ან სერიოზული სახსროვანი პრობლემები (მაგალითად მენჯის, ხერხემლის ან მუხლის ართრიტი), არაუჟოს თქმით, უმჯობესია თავი აარიდოთ ამ ტესტს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან ტრავმა.
ტესტის შესრულების ინსტრუქცია:
- გაათავისუფლე ბრტყელი სივრცე, სადაც შეძლებ თავისუფლად მოძრაობას, მაგრამ საყრდენთან ახლოს დადექი — კედელთან, სკამთან ან სხვა ავეჯთან.
- თუ იატაკი მყარია და ცარიელი, დააფინე თხელი მატი ან რბილი საფარი, რათა დაცემის შემთხვევაში თავი არ დაიზიანო.
- გაიხადე ფეხსაცმელი და წინდები.
- ფეხები ერთმანეთს დააშორე, შემდეგ კი ერთი ფეხი მეორის წინ გადააჯვარედინე. ხელები გქონდეს როგორც გინდა — შეგიძლია გასწორებული გქონდეს ან გვერდებზე ჩამოშვებული.
- დაიწყე დაჯდომა იატაკზე, ისე რომ სიწყნარე და წონასწორობა შეინარჩუნო. ეცადე, არ გამოიყენო ხელები, წინამხრები ან ფეხების სხვა ნაწილი დასახმარებლად.
- როგორც კი მიწაზე დაჯდები, ახლა წამოდექი ისევ ზემოთ — ასევე წონასწორობის შენარჩუნებით და დახმარების გარეშე, მათ შორის ხელების გამოყენების გარეშე.
ქულის განსაზღვრა:
- დაწყებისას შენ 10 ქულა გაქვს;
- შენი პარტნიორი გითვლის ქულებს და ყოველ ჯერზე, როცა იყენებ ხელს ან სხვა საყრდენს, გაკლებს 1 ქულას.
- ყოველ ხილულ წონასწორობის დარღვევაზე (მაგ. ქანაობაზე ან მერყეობაზე) გაკლებს 0.5 ქულას.
რას ნიშნავს შენი ქულა?
კვლევის ფარგლებში, კაცებსა და ქალებს, რომელთაც ტესტში 0-დან 4-მდე ქულა აიღეს, მომდევნო 12 წლის განმავლობაში გულის დაავადებებისგან ან სხვა ბუნებრივი მიზეზით სიკვდილის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც სრულყოფილი 10 ქულა აიღეს.
მნიშვნელოვანია: მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის სიკვდილიანობა, რომელიც გამოწვეული იყო თვითმკვლელობით, ავტოავარიებით ან სხვა უბედური შემთხვევებით — ანუ ისეთი შემთხვევებით, რომლებიც ბუნებრივ მიზეზად არ ითვლება.
4.5-დან 7.5-მდე ქულა ასევე დაკავშირებული იყო დაახლოებით სამჯერ გაზრდილ სიკვდილის რისკთან იმ მონაწილეებთან შედარებით, ვისაც 10 ქულა ჰქონდა.
კლაუდიო არაუჟოს თქმით, 7.5-ზე ნაკლები ქულა ფიზიკურად ჯანსაღი საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის "უკვე საგანგაშო სიგნალია" და საჭიროებს ყურადღებას. ის თავად ამბობს, რომ 69 წლის ასაკში მიიღო 8.5 ქულა და თვლის, რომ ეს მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში 75 წელზე უფროსი არავინ მონაწილეობდა, ამიტომ ჯერ უცნობია, ვრცელდება თუ არა ეს შედეგები 76 წლის და მეტი ასაკის ადამიანებზე.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
კომენტარები