სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით 20 ივნისს თურქეთში ჩავა — ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან კომუნიკაციების უფროსი, ფაჰრეტინ ალთუნი ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაგეგმილია თურქეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის შეხვედრა, რომელიც სტამბოლში შედგება.

ცნობისთვის, დღეს, 19 ივნისს, თურქეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მართავს ოფიციალურ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ აშენებული მუდმივი საცხოვრებლის პროექტის გახსნა სახელწოდებით —"აზერბაიჯანის სამეზობლო"