აქციიდან სულ 5 ადამიანია გადაყვანილი სხვადასხვა კლინიკაში — სასწრაფო დახმარების ცენტრი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ ერთი აქციის მონაწილე გადაიყვანეს, რომელსაც მსუბუქი დაზიანება აქვს, სულ — 5.
"დაემატა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, მსუბუქი დაზიანებებით. ინფორმაცია, თუ ვინ არის ეს დაშავებული, მე არ მაქვს", — განუცხადეს On.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
მათივე განცხადებით, 3 ადამიანი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, 2 კი კავკასიის მედიცინის ცენტრში.
ჩვენ დავუკავშირდით კავკასიის მედიცინის ცენტრსაც და ვკითხეთ, თუ ვინაა კონკრეტულად დაშავებული და როგორია მისი მდგომარეობა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და ინფორმაციას ვერ გასცემენ.
"ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ გასცემს ექიმი, კვლევის პროცესში იმყოფებიან პაციენტები", — აცხადებენ კავკასიის მედიცინის ცენტრში.
მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, თუმცა არიან თუ არა ისინი გადაყვანილნი საავადმყოფოში, ჯერჯერობით უცნობია.
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა
-
BMG-ის ცნობით, ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელსაც არ მიიწვიეს BMG-ის ცნობით, ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელსაც არ მიიწვიეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
გადახედვა
-
მარია კორინა მაჩადომ დონალდ ტრამპს თავისი ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა მარია კორინა მაჩადომ დონალდ ტრამპს თავისი ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა
გადახედვა
-
"ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა" — BBC "ოცნების" საჩივარზე "ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა" — BBC "ოცნების" საჩივარზე
გადახედვა
-
14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება
გადახედვა
-
ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან
გადახედვა
-
საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს
გადახედვა
-
ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
-
შპს "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე "სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს შპს "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე "სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს
გადახედვა
-
ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება
გადახედვა
-
ახალი წელი, ძველი ჩვევები — რატომ ვერ ვასრულებთ წლიურ გეგმებს ახალი წელი, ძველი ჩვევები — რატომ ვერ ვასრულებთ წლიურ გეგმებს
-
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
-
ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები
-
"ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე "ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე
გადახედვა
-
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
-
McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
-
"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა
გადახედვა
-
სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
გადახედვა
-
ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგე ერფან სოლთანი სიკვდილით არ დასჯილა ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგე ერფან სოლთანი სიკვდილით არ დასჯილა
გადახედვა
კომენტარები