ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეთვრამეტე წლისთავზე, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებისა და გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
ღია წერილში ქართველი ახალგაზრდები პატივს მიაგებენ 2008 წლის ომის შედეგად დაღუპული 400-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის, მათ შორის, სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ საქართველოს მხარდაჭერისათვის.
ორგანიზაციები ასევე მადლიერებას გამოხატავენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საოკუპაციო ხაზთან არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ევროკავშირის მისიის ადგილზე ყოფნა და ყოველდღიური საქმიანობა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
"2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის თვრამეტი წლისთავზე, მაშინ, როდესაც პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპული 400-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხსოვნას-სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული, განგრძობადი მხარდაჭერისათვის.
დღეს, 12 აგვისტოს, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ევროკავშირის გადამწყვეტ როლს 2008 წლის ომის მძიმე დღეების შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ უზრუნველყო ცეცხლის შეწყვეტა, დაასრულა ომის ყველაზე მძიმე დღეები და არაერთ ჩვენთაგანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ჩვენთვის ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ევროპულ ერთიანობას,
სოლიდარობას, დიპლომატიასა და მშვიდობისადმი ერთგულებას ადამიანების სიცოცხლის დაცვა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვთქვამთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების
მიმართ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობისთვის. დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ არსებობს, ევროკავშირი რჩება ერთადერთ საერთაშორისო აქტორად, რომელიც ადგილზე, ყოველდღიურად და პრაქტიკულად უჭერს მხარს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.
ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, განსაკუთრებით ვაფასებთ მისიის თვრამეტ წლიან, უწყვეტ
საქმიანობას, რომლის მუშაობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანატოლებისთვის,
რომლებიც საოკუპაციო ხაზის პირას ან მის მიღმა ცხოვრობენ და ყოველდღიურად გრძნობენ
ოკუპაციის მძიმე შედეგებს.
დღეს, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების წლისთავზე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ ძალისხმევა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და ამავდროულად, გააძლიეროთ საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება.
ვსარგებლობთ შემთხვევით და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული
მომავლისადმი. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახშია და რომ
საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს, როგორც ისტორიულ, ისე ჩვენი თაობის
თავისუფალ, გაცნობიერებულ და შეუქცევად მისწრაფებას.
მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
მადლობას გიხდით 2008 წელს გაწეული ძლიერი მხარდაჭერის, სოლიდარობისა და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისათვის," — ვკითხულობთ ღია წერილში.
ღია წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის;
- საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი;
- საქართველოს თანასწორობის ასოციაცია;
- საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია;
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო;
- ევროპული ახალგაზრდული ცენტრი;
- პლატფორმა "ახალგაზრდები NATO-ში ინტეგრაციისთვის";
- საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია;
- ახალგაზრდული ორგანიზაცია "ვექტორი";
- ორგანიზაცია Climate Hub;
- ქართულ-ევროპული მოძრაობა;
- ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი–LAG Upper Svaneti;
- AEGEE-Tbilisi;
- ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი;
- ახალგაზრდული ტალღა;
- საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია;
- მწვანე იმპულსი;
- ახალგაზრდები დემოკრატიისთვის;
- საქართველოს ახალგაზრდული სივრცე;
- ორგანიზაცია "მომავლის ხმა".
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
კომენტარები