მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
ფოტო: Bellemaison
ყველა ოთახს თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა იშვიათია სივრცე, რომელიც დღის განმავლობაში იმდენ სხვადასხვა როლს ითავსებს, რამდენსაც მისაღები. აქ ვისვენებთ, ვმასპინძლობთ სტუმრებს, ვკითხულობთ, ფილმს ვუყურებთ და უბრალოდ ოჯახის წევრებთან ვსაუბრობთ. ამიტომ, რემონტისას მისაღების ინტერიერი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ჰარმონიული სივრცე იქმნება მაშინ, როდესაც ხის პარკეტი, კედლების ფერი, გათბობა, განათება და დეკორი ერთმანეთს უხდება. ამ დეტალების ერთობლიობა აყალიბებს სივრცეს, რომელიც ერთდროულად მყუდრო, პრაქტიკული და ვიზუალურად დაბალანსებულია.
ბევრი ადამიანი ყოყმანობს, დაიწყოს თუ არა რემონტი. მათ სამუშაოების ხანგრძლივობასა და ხარჯებზე მეტად შესაძლოა ერთი საკითხი აინტერესებდეთ - რამდენად გაამართლებს ინტერიერი მათ მოლოდინებს. იქნება თუ არა ისეთი, როგორიც წარმოუდგენიათ და უპასუხებს თუ არა ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნილებებს.
ხის პარკეტის სითბო და ტექსტურა
ინტერიერში იატაკის საფარი ყველაზე დიდი ზედაპირია. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ოთახში შესვლისას თვალში პირველად ის გვხვდება. აღსანიშნავია, რომ სწორად შერჩეული პარკეტი სივრცეს სითბოს, სიმყუდროვესა და ბუნებრივობას მატებს. ამის საპირისპიროდ, დაბალი ხარისხის მასალა ინტერიერს იერსახეს უკარგავს და სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
გარდა ვიზუალური მხარისა, მნიშვნელოვანია გამძლეობა. პარკეტი ყოველდღიურად ყველაზე დიდ ფიზიკურ დატვირთვას უნდა უძლებდეს. დაბალხარისხიანი მასალა თავდაპირველ იერს სწრაფად კარგავს. მაგალითად, ჩნდება ნაკაწრები, ცვეთის კვალი და ტენიანობისგან გამოწვეული დეფორმაცია. სწორედ ამიტომ, პარკეტის შერჩევისას პრიორიტეტი არამხოლოდ დიზაინს, არამედ მასალის გამძლეობასა და ხარისხსაც უნდა მიენიჭოს.
ბევრი არჩევანს ხის პარკეტზე აკეთებს. ბუნებრივი ტექსტურა ოთახს სიღრმეს სძენს და მარტივად ერწყმის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერს. ღია ფერის პარკეტი სივრცეს უფრო მსუბუქსა და ნათელს აჩენს, მუქი ტონები კი უფრო მშვიდ და დახვეწილ გარემოს ქმნის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია პარკეტის ავეჯთან შეხამება. ინტერიერში არსებული ელემენტები ერთმანეთს უნდა ავსებდეს და რომელიმე მათგანი ჩრდილში არ უნდა ექცეოდეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხის პარკეტი არ იზიდავს მტვერს, რადგან მას ბუნებრივი ანტისტატიკური ეფექტი გააჩნია. მის მოსავლელად საკმარისია მტვერსასრუტი და საჭიროების შემთხვევაში, მსუბუქი სველი წმენდა.
ეს მასალა იატაკქვეშა გათბობის სისტემებთან შესანიშნავად თავსებადია. ის სითბოს თანაბარ დაგროვებას, კომფორტს და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
კედლის ფერი, რომელიც სივრცის განწყობას ქმნის
თუ იატაკი ინტერიერის საფუძველია, კედლები მისი ფონია. სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ აღვიქვამთ ოთახის ზომასა და საერთო ატმოსფეროს.
ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარულია ბუნებრივი, ნეიტრალური ფერები. თბილი თეთრი, ქვიშისფერი, ღია ნაცრისფერი თუ რბილი მწვანე ინტერიერში სიმშვიდის შემომტანია.
მიუხედავად ამისა, მათ შესარჩევად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მისაღები ოთახის კედლის საღებავები მთლიანად თქვენი გემოვნების შესაბამისად უნდა აირჩიოთ.
გახსოვდეთ, რომ ფერზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საღებავის ხარისხი. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს:
- ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობა — შეარჩიეთ წყლის ბაზაზე დამზადებული, A+ კლასის სერტიფიკატის მქონე საღებავი, რომელიც მინიმალურად გამოყოფს მავნე ნივთიერებებს;
- გამძლეობა და წმენდადობა — კედელი ყოველდღიური დაბინძურებისა და ლაქებისგან მარტივად უნდა იწმინდებოდეს;
- ორთქლგამტარობა და კარგი დაფარვა — ხარისხიანი საღებავი ხელს უშლის ნესტისა და ობის წარმოქმნას, ხოლო მაღალი დაფარვის უნარი ძველი ფერის გადაღებვას ამარტივებს და მასალის ხარჯსაც ამცირებს.
მისაღები ყოველდღიურად გამოყენებადი სივრცეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საფარი გამძლე იყოს, ადვილად იწმინდებოდეს, ტენისა და ნაკაწრებისადმი მედეგობით გამოირჩეოდეს და პირვანდელი იერსახე წლების განმავლობაში შეინარჩუნოს. სწორედ ასეთია პრემიუმ ბრენდების მასალები, რომლებიც ევროპული წარმოებისაა.
მსგავსი საღებავით დამუშავებულ კედლებზე ყოველდღიური მტვრის მოსაშორებლად სრულიად საკმარისია მშრალი, რბილი მიკროფიბრის ქსოვილის გამოყენება. იმ შემთხვევაში კი, თუ კედელზე ჭუჭყი ან ლაქა გაჩნდა მისი გაწმენდა დროულად დაიწყეთ. მანამ, სანამ კონკრეტული ნივთიერება საფარის სტრუქტურაში ღრმად შეაღწევს.
გათბობა, რომელიც ინტერიერის ნაწილიც არის
თანამედროვე ინტერიერში გათბობის სისტემა მხოლოდ ტექნიკური ელემენტი აღარ არის. ის ვიზუალური კონცეფციის ნაწილიც გახდა.
წლების განმავლობაში რადიატორი ხშირად მხოლოდ აუცილებელ მოწყობილობად მიიჩნეოდა, რომელსაც შეძლებისდაგვარად მალავდნენ. დღეს კი დიზაინი სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე მოდელები სხვადასხვა ფორმით, ზომითა და ფერით იწარმოება, ამიტომ მათი შერჩევა ინტერიერის საერთო სტილის მიხედვითაც შესაძლებელია.
განსაკუთრებით საინტერესოა პრემიუმ ბრენდების კოლექციები, რომლებიც კედლის კომპოზიციის ნაწილად იქცევა, ან მინიმალისტური რადიატორები, რომლებიც ინტერიერში თითქმის შეუმჩნევლად ერთიანდება. ასეთ შემთხვევაში გათბობა მხოლოდ სითბოს წყაროდ აღარ აღიქმება — ის სივრცეს სრულყოფილს ხდის.
დეტალები, რომლებიც სივრცეს ერთ მთლიანობად აყალიბებს
მისაღების ინტერიერში გამოყენებული მასალების ხარისხი სწორედ მცირე დეტალებში ჩანს. ტექსტილი, განათება, ავეჯი, ფარდები, ხის ელემენტები, დეკორი და მცენარეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შესაძლოა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, მაგრამ ერთად ოთახის ხასიათს ქმნის.
ამავე დროს, ზომიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. გადატვირთული სივრცე სწრაფად ღლის თვალს. მაშინ, როდესაც რამდენიმე კარგად შერჩეული აქცენტი ინტერიერს უფრო დახვეწილს ხდის.
ენდეთ თქვენს გემოვნებასა და სტილს და პრემიუმ ბრენდების მასალები აარჩიეთ. ასე თქვენი სახლი ყველასგან გამორჩეული იქნება და რაც მთავარია, პირვანდელ იერს წლების განმავლობაში შეინარჩუნებს.
არჩევანი ხარისხის სასარგებლოდ
მისაღების ინტერიერი, რომელშიც ხარისხიანი მასალებია გამოყენებული, აქტუალობას არასოდეს დაკარგავს.
როცა პარკეტი, კედლის ფერი, გათბობა, ავეჯი და განათება ერთმანეთს უხდება, სახლი ლამაზი და საცხოვრებლად მოსახერხებელია. ხარისხიანი მასალები დროს უძლებს - ასეთი მისაღები წლების შემდეგაც შეინარჩუნებს თავდაპირველ იერსახეს.. შესაბამისად, სახლის რემონტი რამდენიმე წელიწადში ერთხელ არ მოგიწევთ. გაარემონტებთ ერთხელ და საიმედოდ.
მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, წმენდადი, ნესტისა და ტენის მიმართ მედეგი მასალები ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს შოურუმი, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი.
გადადგით მართებული ნაბიჯი და მშვიდი, უსაფრთხო ცხოვრება აირჩიეთ. ენდეთ მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას ევროპის წამყვან ქვეყნებში აწარმოებენ.
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
კომენტარები