თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
ფოტო: თეგეტა
ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით ისწავლა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა — ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.
დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი თეგეტა ჰოლდინგი იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.
ფოტო: თეგეტა
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR კოორდინატორი: “საზოგადოების მხარდაჭერა თეგეტას კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან — ეს პროექტი უშუალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას ემსახურება.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანია, ასეთი იდეების გარშემო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ — ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.
ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს — მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.
მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
ფოტო: თეგეტა
ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: “წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა — მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გახდეს — მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლონ.
დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვების უსაფრთხოდ და სისტემატურად მისაღებად, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. თეგეტას მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დატოვება. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.
ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო — გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 — ბედიანიდან, დანარჩენები კი, ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ფოტო: თეგეტა
დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულსა და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის საშუალება კი აქვს როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.
თეგეტა ჰოლდინგის ჩართულობა ამით არ სრულდება — კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი თეგეტა ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.
---
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში.,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები