ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
ფოტო: The Sun
როგორც ბრედ პიტი აღნიშნავს, ოჯახურმა პრობლემებმა მის მენტალურ მდგომარეობაზე მძიმე კვალი დატოვა.
ოსკაროსანმა მსახიობმა, რომელიც წლებია ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო დავებშია ჩართული, საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა:
"არასდროს მქონია სუიციდური ფიქრები, გარდა ერთი პატარა მონაკვეთისა. აი, იმ ერთადერთ პერიოდში კი უბრალოდ ვერ ვხედავდი გამოსავალს," — თქვა პიტმა. — "ტკივილი იმდენად გაუსაძლისი და მძიმე იყო, რომ — თუმცა ამის გაკეთებას არ ვაპირებდი — თავში ტყვიის ცივ ფოლადს ვგრძნობდი და ეს შვებად მეჩვენებოდა. მაშინ გავიფიქრე: 'გასაგებია, ახლა მესმის'. მივხვდი, რას ნიშნავს სუიციდი — ეს არის უბრალოდ ტკივილისგან შვების ძიება. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ გადარჩენის წარმოუდგენლად ძლიერი ინსტინქტი გვაქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ინსტინქტი მომენტალურად ჩაირთო."
ფოტო: Variety
პიტმა და ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადი 2016 წლის სექტემბერში, ორწლიანი ქორწინების შემდეგ შეიტანეს. წყვილმა განქორწინების პროცესი 2024 წლის დეკემბერში დაასრულა.
დაშორებიდან გასული ათი წლის განმავლობაში, ყოფილი წყვილი მრავალ სასამართლო პროცესში იყო ჩართული. Château Miraval-ის ირგვლივ დაწყებულ დავას ჯოლის მხრიდან პიტის ფიზიკური ძალადობის ბრალდებები მოჰყვა.
ბრედი და ანჯელინა
ფოტო: ELLE
ამ განხეთქილებამ, როგორც ჩანს, პიტისა და მისი შვილების ურთიერთობაზეც სერიოზულად იმოქმედა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანჯელინასა და ბრედის ზოგიერთმა შვილმა პიტის გვარზე უარი თქვა.
პიტის თქმით, ოჯახურმა ამბებმა დიდი როლი ითამაშა მისი მენტალური მდგომარეობის გაუარესებაში.
2022 წლის ოქტომბერში სასამართლოში შეტანილ სარჩელში ჯოლი პიტს ადანაშაულებდა მასზე და ორ შვილზე ძალადობაში, რაც, მისი თქმით, 2016 წელს, საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში კერძო თვითმფრინავით ფრენისას მოხდა. მოგვიანებით წარდგენილ დოკუმენტებში ჯოლი ამტკიცებდა, რომ პიტის მხრიდან მასზე ძალადობა თვითმფრინავის ინციდენტამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, თუმცა ბავშვები ამის მსხვერპლნი პირველად სწორედ თვითმფრინავში გახდნენ.
ფოტო: Vanity Fair
პიტმა ბრალდებები უარყო, ინციდენტის შესწავლის შემდეგ კი, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიების დაწყებასა და ბრალის წაყენებაზე უარი თქვა.
პიტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯოლისთან დაშორების შემდეგ სიფხიზლის პერიოდი ჰქონდა და ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეხვედრებს ესწრებოდა, თუმცა ახლა ალკოჰოლს ზომიერად იღებს: "7 წელი საერთოდ არ ვსვამდი. მერე ისევ გადავუხვიე გზას, თუმცა, გაცილებით თავშეკავებულად. რამდენჯერმე ზედმეტი მომივიდა და თავადვე ვთქვი: 'არა, ეს ჩემთვის კარგი არ არის'".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები