რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს — ნ.ი.-ს და ა.ბ.-ს — პატიმრობა შეეფარდათ.
ნ.ი.-ს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება ედება ბრალად, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან ნ.ი.-ს ბრალზე ისაუბრა.
პროკურორის განმარტებით, არასრულწლოვანმა გიგა ავალიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე სკოლის მასწავლებელს და მშობლებსაც შეატყობინა. კითხვაზე, თუ რატომ ჩათვალა უწყებამ, რომ ნ. ი.-მ ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა მსჯავრდებულები წააქეზა მასწავლებელზე თავდასხმისკენ, პროკურორმა არგუმენტად გაბაშვილის კრიმინალური წარსული მოიყვანა.
"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნ. ი.-მ წააქეზა დანაშაულზე ალექსანდრე გაბაშვილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ანუ, ეს არის ეგრეთ წოდებული პედოფილებთან მებრძოლი პირი — მას ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა ბრალდება და ამაზე სხვა გამამტყუნებელი განაჩენი დადგა (დიღმის ძალადობების ნაწილს ვგულისხმობ) — რომელიც ზოგადად ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს, მაგალითად, არასრულწლოვანთა მიმართ. ასეთი ადამიანისთვის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც "ნადირობდა" ასე ვთქვათ, ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად წაქეზება იყო," — განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გარდა გიგა ავალიანის მკვლელობისა, ალექსანდრე გაბაშვილი ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებზეც, კერძოდ — დიღმის ეპიზოდზეა მსჯავრდებული. პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულებს — ალექსანდრე გაბაშვილს, გ.რ.-ს და დ.ჩ.-ს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის კიდევ 5 ეპიზოდი ედებათ ბრალად.
პროკურორმა არ დააკონკრეტა, არსებობს თუ არა სამხილი, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ ნ.ი.-მ ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური ცხოვრების შესახებ იცოდა.
გარდა ამისა, პროკურორის ინფორმაციით, უწყებამ არასრულწლოვნის ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ნ. ი. მისი შეყვარებულის, ალექსანდრე გაბაშვილის მიერ გიგა ავალიანზე განხორციელებულ თავდასხმას ამართლებს.
"იმნაძეების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვალერიან იმნაძე და ნ.ი. განიხილავენ ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა, თუმცა არასრულწლოვანი გოგონა ესაუბრება ამასთან დაკავშირებით — რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში ცოტა სხვანაირად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ის [მამა] არის ძველი თაობის წარმომადგენელი და ასე იმიტომ ფიქრობს... მოკლედ, მამა-შვილს შორის მიმდინარეობს კამათი და ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასება. ასევე, მიმდინარეობს ამ საკითხზე ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ... ნუ, გარკვეულ უცნობ ინფორმაციასაც იძლევა," — განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის განცხადებით, გამოძიებას არ აქვს სამხილი, რომელიც დაადასტურებს ნ. ი.-ს ბრალდებას გიგა ავალიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.
პროკურატურის ვერსია
5 აგვისტოს საღამოს გიგა ავალიანის საქმეზე ნ.ი. და ა.ბ. დააკავეს. შემდეგ დღეს პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, გიგა ავალიანის მოსწავლემ, ნ.ი.-მ მეგობარ ალექსანდრე გაბაშვილს და გ.მ.-ს უთხრა, რომ მასწავლებელი მისადმი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მეგობრები "წააქეზა" და გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ უბიძგა.
"2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნ.ი.-მ მის მეგობრებს ა.გ.-ს და გ.მ.-ს უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ა.გ. წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ა.გ.-მ გ.რ-თან, გ.მ.-თან და დ.ჩ-თან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი," — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები იხილეთ აქ.
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
კომენტარები