რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, ბრენდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ორი მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა. კომპანიის მიღწევები ბაზრის რეკორდული წილისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: “მიღებული ჯილდოები ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ადასტურებს, რომ განვითარების მოდელი, რომელსაც რეგიონში ვნერგავთ, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და JCB-ს მაღალი ნდობით სარგებლობს.
ბაზრის რეკორდული წილი ჩვენი თანმიმდევრული სტრატეგიისა და მომხმარებლების ნდობის შედეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით როგორც გაყიდვების ზრდაზე, ისე თითოეულ ბაზარზე მდგრადი და გრძელვადიანი პოზიციის დამკვიდრებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს რეგიონში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
პროდუქტის დივერსიფიკაციის კუთხით მომხმარებელს JCB-ს ტექნიკის ფართო არჩევანს ვთავაზობთ. წარმოდგენილი გვაქვს ბრენდის ცხრა ძირითადი პროდუქტის მიმართულება — Core 9, რაც საშუალებას გვაძლევს, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საჭიროებებს კომპლექსური გადაწყვეტით ვუპასუხოთ. პროდუქციის ფართო არჩევანი და ძლიერი გაყიდვების შემდგომი მომსახურება მომხმარებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“.
გასულ წელს ნაჩვენები რეკორდული შედეგებისთვის JCB-მ კომპანიას 2025 Market Share Record ჯილდო გადასცა. 2025 წელს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ტექნიკით საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზრის 25%-იანი წილი მოიპოვა, ხოლო სომხეთში — 30%-იანი. ეს კომპანიისთვის — როგორც თითოეულ ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში — ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და, გაყიდვების შედეგებთან ერთად, მომხმარებლების ნდობასა და ბიზნესის განვითარების თანმიმდევრულ სტრატეგიას ასახავს.
ფოტო: თეგეტა
მეორე ჯილდო — 2025 Full Line Dealer Award — კომპანიამ რეგიონში JCB-ს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი პორტფელისთვის მიიღო. თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი მომხმარებლებს მხოლოდ ერთი ტიპის ტექნიკას არ სთავაზობს — პორტფელი JCB-ს პროდუქციის ცხრა ძირითად მიმართულებას — Core 9-ს მოიცავს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის საჭიროებაზე სრულყოფილი გადაწყვეტა კომპლექსურად, ერთ სივრცეში მიიღონ.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ განვითარებასაც. თეგეტას რეგიონში ერთადერთი სპეციალიზებული Uptime Center აქვს, რომელიც JCB LiveLink-ის ტელემატიკური სისტემის მეშვეობით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ტექნიკის მუშაობას აკონტროლებს. ცენტრი, ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, ოპერირების ეფექტიანობასა და სისტემურ შეტყობინებებზე რეაგირების პროცესსაც აანალიზებს, რაც პრევენციული ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკის მოცდენის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების, სერვისების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
--
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები