თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
ფოტო: თავისუფალი ზონა
2023 წლიდან თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. მფლობელობისა და მმართველი გუნდის ცვლილების შემდეგ თიზ-ის სტრატეგიული პრიორიტეტი გახდა აქტიური ინდუსტრიალიზაცია, ბიზნესსაქმიანობის დივერსიფიკაცია და ისეთი ინფრასტრუქტურული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სრულფასოვანი ოპერირების შესაძლებლობას მისცემდა.
ახალი მმართველობის ხედვა თავიდანვე იყო სექტორული, მათ შორის კრიპტოინდუსტრიასთან და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქმიანობის, კონცენტრაციის ეტაპობრივი შემცირება და ზონის გარდაქმნა დივერსიფიცირებულ ინდუსტრიულ და სავაჭრო პლატფორმად, სადაც ერთდროულად განვითარდებოდა ტრადიციული წარმოება, გადამამუშავებელი მრეწველობა, სასაწყობე ლოგისტიკა, საერთაშორისო ვაჭრობა და მაღალტექნოლოგიური პროექტები.
რეგისტრირებული კომპანიებიდან, რეალურ ინდუსტრიულ ოპერაციებამდე
ახალი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, თბილისის თიზ-ში კომპანიების მუდმივი ფიზიკური და საოპერაციო წარმომადგენლობის გაზრდა და ადგილზე ინდუსტრიული პროცესების ინტესიფიკაცია გახდა. ამ მიზნით, მენეჯმენტმა აქცენტი გადაიტანა არა უბრალოდ კომპანიების რეგისტრაციაზე, არამედ ბიზნესის წარმოებისა და სასაწყობე საქმიანობისთვის საჭირო რეალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების შექმნაზე. ახალი კონცეფცია ეფუძნება თითოეული ინვესტორის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, საიჯარო, საოპერაციო და სერვისული გადაწყვეტილებების მიწოდებას.
თბილისის თავისუფალ ზონაში ეტაპობრივად დაინერგა Plug-and-Play და Build-to-Suit მოდელები. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, რომ ზონა ინვესტორს სთავაზობს არა მხოლოდ მიწას ან ცარიელ შენობას, არამედ კონკრეტული ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად აშენებულ, კომუნიკაციებთან მიერთებულ და ოპერირებისთვის მომზადებულ საწარმოო თუ სასაწყობე ობიექტს. შედეგად, ინვესტორს უმცირდება საწყისი კაპიტალური დანახარჯი, პროექტის მატერიალიზაციის ვადა და ადმინისტრაციული დატვირთვა.
როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, თიზ-საც აქვს საკუთარი გამოწვევები. კრიპტოინდუსტრია თანამედროვე ეკონომიკის ნაწილია და მასში მრავალი ლეგიტიმური კომპანია ოპერირებს, თუმცა, როგორც სხვა სექტორებში, აქაც შეიძლება არსებობდნენ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები და ინდუსტრიის გამრავალფეროვნებიდან გამომდინარე ეფექტური სქრინინგი რთულია. თბილისის თიზ მუდმივად აკვირდება რეგისტრირებული ყველა პროფილის კომპანიის საქმიანობას და ნებისმიერი საეჭვო ან არაკეთილსინდისიერი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის და დროულ რეაგირებას.
₾20 მილიონამდე ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში
პირველივე სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში — რომელიც, ფაქტობრივად, გაუჩერებლად მიმდინარეობდა, განთავსებულმა ინვესტიციამ 20 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ინვესტიციებმა მოიცვა:
- საერთაშორისო სტანდარტების საწარმოო და სასაწყობე ობიექტების მშენებლობა;
- მოიჯარეების მოთხოვნებზე მორგებული Build-to-Suit სივრცეების განვითარება;
- შიდა საინჟინრო და კომუნალური ქსელების გაფართოება;
- ყოვლისმომცველი ადმინისტრაციული და საოპერაციო სერვისების ინტეგრირება;
- სატრანსპორტო და ტვირთების მომსახურების გაუმჯობესება;
- შიდა გზების, პარკირების სივრცეებისა და მონიტორინგის სისტემების განვითარება.
ეს მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური ინდუსტრიული უძრავი ქონების გაქირავებისგან. თბილისის თიზ ინვესტორებს დღეს უკვე სთავაზობს ინტეგრირებულ ბიზნესგარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, საბაჟო პროცედურები და ყოველდღიური საოპერაციო სერვისები ერთ სისტემაშია გაერთიანებული.
სამი წლის შედეგები ციფრებში
განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის თავისუფალ ზონაში ბიზნესაქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა:
- თიზ-ში დასრულდა 15-მდე ახალი საწარმოო, სასაწყობე და ადმინისტრაციული ობიექტის მშენებლობა;
- ზონას შეუერთდა 12 ახალი, სხვადასხვა პროფილის აქტიური ბიზნესსუბიექტი;
- სადღეისოდ არსებული სივრცეების 95% დაიტვირთა;
- მოზიდულია დამატებით ₾50 მილიონზე მეტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია;
- დივერსიფიცრდა ახალი კომპანიების გეოგრაფიული არეალიც, რომლებიც წარმოადგენენ როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებს;
- ზონის ტვირთბრუნვა თითქმის სამჯერ გაიზარდა;
- დასაქმებულთა რაოდენობა ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა და 17 ჰა -ზე განთავსებულ თბილისის თავისუფალ ზონაში დღეს უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.
მიღწეულია სექტორული დივერსიფიკაციის მიზნებიც — თიზ-ში წარმოდგნელია ისეთი ინდუსტრიები, როგორებიცაა: ელექტრონული კომპონენტები, ავიაცია, ავტონაწილები, კვების და სასმელების წარმოება, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის, პლასტმასის და სხვა სამშენებლო მასალების წარმოება და სხვ.
ფარმაცევტული წარმოება და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა
თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების მომდევნო ეტაპი ახალი, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საწარმოო პროექტების მოზიდვას უკავშირდება.
დაგეგმილ პროექტებს შორისაა, დაახლოებით 5 000 კვ მ-ზე, საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, რომლის სამშენებლო ეტაპის დაწყება 2026 წელსაა გათვალისწინებული.
ახალი საწარმო გააფართოებს აქამდე თიზ-ში დამკვიდრებული ფარმაცევტული ჰაბის მიმართულებას და მისცემს მას შესაძლებლობას, ფარმაცევტული ლოგისტიკიდან, ეტაპობრივად, გადავიდეს უფრო მასშტაბურ საწარმოო და გადამამუშავებელ ოპერაციებზე.
ახალი მიმართულება — AI ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ცენტრები
ტრადიციული ინდუსტრიების პარალელურად, თბილისის თავისუფალი ზონა აქტიურად მუშაობს მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაზეც.
ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურისა და “Cloud” ტექნოლოგიების განვითარება. აღნიშნული ტიპის პროექტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალი სიმძლავრისა და სტაბილურ ელექტრომომარაგებას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს, დაცულ ტერიტორიას, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და გრძელვადიან საოპერაციო პროგნოზირებადობას.
განვითარების უწყვეტი პროცესი
ბოლო სამი წლის შედეგები აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურაში და მომსახურების ინტეგრირებაში განხორციელებულ ინვესტიციებს უკვე აქვს კონკრეტული პრაქტიკული ეფექტი: გაიზარდა საწარმოო და სასაწყობე ფართები, გაფართოვდა სექტორული პროფილი, მოიმატა ტვირთბრუნვამ, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ზონაში გაიზარდა მუდმივი ბიზნესოპერაციების რაოდენობა.
თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების ახალი მოდელი გულისხმობს წარმოების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების დაბალანსებულ განვითარებას და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე დამოკიდებულობას. სწორედ ეს დივერსიფიცირებული მიდგომა ქმნის საფუძველს, რომ თბილისის თავისუფალი ზონა ჩამოყალიბდეს თანამედროვე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს მზა ინფრასტრუქტურას, ხელსაყრელ საოპერაციო გარემოს და რეგიონულ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები