დეპუტატი: ყველას რომ ჩამოეკიდა ბატონი ბიძინას სურათი და პატივი ეცა ბატონი ბიძინასთვის, ძალიან კარგი იქნებოდა
ფოტო: On.ge/გვანცა ნემსაძე
ავტომობილით, რომლის სალონშიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამორჩეული ადგილი უკავია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი კობა ლურსმანაშვილი გადაადგილდება. ლურსმანაშვილი პარლამენტში ხარაგაულსა და ბაღდათს წარმოადგენს.
On.ge-მ აღნიშნული ავტომობილი 18 ნოემბერს, მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გადაიღო. ჩვენ ვესაუბრეთ კობა ლურსმანაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ BMW X5 სახელმწიფო ნომრით 051, სწორედ ის გადაადგილდება, თუმცა ავტომობილი მისი უახლოესი მეგობრის საკუთრებაა, რადგან თავად ავტომობილი არ ჰყავს. როგორც დეპუტატი ამბობს, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კია სპორტიჯი გაფუჭებულია და გადასაადგილებლად უვარგისია.
ლურსმანაშვილის თქმით, ის მეგობრის ავტომობილით წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გადაადგილდება:
"ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს პატივს ვცემ და წინასაარჩევნოდ მანქანაში ჩამოვკიდე ივანიშვილის ლოგო და მერე შესაძლოა დავიტოვე, ეს ვინმეში რაიმე ცუდ ასოციაციებს იწვევს? რა არის ამაში ცუდი?
იცით რა მინდა გითხრათ? ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც საქართველოს უახლოესი ისტორია შეცვალა. ჩვენ გვაქვს მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და რაც მთავარია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პიროვნებამ საქართველოში თითოეული ადამიანისთვის უკეთესი ბედნიერების საფუძველი შექმნა. გამომდინარე აქედან, სრულიად ლოგიკურია, რომ ქართული ოცნების წევრებს გაგვაჩნდეს ასეთი სურვილი და ეს სრულებით არ არის გასაპროტესტებელი. ეს [ფოტო] თუ ინტერნეტში ხვდება, ძალიან კარგია. მე ვიტყოდი, რომ ყველას რომ ჩამოეკიდა ბატონი ბიძინას სურათი და პატივი ეცა ბატონი ბიძინასთვის საქართველოში ძალიან კარგი იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობისთვის ნახევარ მილიონს რომ არ მიეცა ხმა, ესეც იქნებოდა ძალიან დიდი ბედნიერების საფუძველი საქართველოსთვის და ჩემთვის".
ვინ არის კობა ლურსმანაშვილი?
კობა ლურსმანაშვილი 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას პარტიულ ლიდერებთან ერთად.
ფოტო: Facebook/Koba Lursmanashvili
ქართული ოცნების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კობა ლურსმანაშვილი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ის 1992-1994 წლებში იყო ცენტრალური ეროვნული თავდაცვითი საბჭოს წევრი, 1994–1996 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პარლამენტში უფროს სპეციალისტად, ხარაგაულის საკრებულოში არაერთხელ იყო არჩეული. 2001–2009 წლებში ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, 2009–2013 წლებში კი კერძო საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული.
კობა ლურსმანაშვილი ქართულ ოცნებას 2012 წელს შეუერთდა, 2013 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
-
ენოტები თავსატეხებს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამოც ხსნიან — კვლევა ენოტები თავსატეხებს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამოც ხსნიან — კვლევა
გადახედვა
-
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წევრებმა პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი უთხრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წევრებმა პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი უთხრეს
გადახედვა
-
ოკუპირებული გალში ახალი "საბაჟო ტერმინალი" შენდება, რომელიც "რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება" ოკუპირებული გალში ახალი "საბაჟო ტერმინალი" შენდება, რომელიც "რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება"
გადახედვა
-
"გერმანიაში რაც ადმინისტრაციულ სამართალსაც კი არ დაარღვევდა, აქ სისხლის სამართლის დანაშაულია" — ვახუშტი მენაბდე "არაღიარების" კრიმინალიზაციაზე "გერმანიაში რაც ადმინისტრაციულ სამართალსაც კი არ დაარღვევდა, აქ სისხლის სამართლის დანაშაულია" — ვახუშტი მენაბდე "არაღიარების" კრიმინალიზაციაზე
გადახედვა
-
TI 15 პირს ასახელებს, რომლებიც დაკავების შემდეგ გააშიშვლეს TI 15 პირს ასახელებს, რომლებიც დაკავების შემდეგ გააშიშვლეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: რომელი ფილმი გახდება წელს ოსკარის მფლობელი? გამოკითხვა: რომელი ფილმი გახდება წელს ოსკარის მფლობელი?
გადახედვა
-
როგორ გამოიყურება ქვიშის კატა — ნახეთ ფოტოები უდაბნოდან როგორ გამოიყურება ქვიშის კატა — ნახეთ ფოტოები უდაბნოდან
-
ხატია დეკანოიძე: თუ ევროკავშირი არაფერია, რატომ ეხვეწებოდნენ ამოეღოთ ყულევი ამ სანქციების პაკეტიდან? ხატია დეკანოიძე: თუ ევროკავშირი არაფერია, რატომ ეხვეწებოდნენ ამოეღოთ ყულევი ამ სანქციების პაკეტიდან?
გადახედვა
-
არამიწიერ ცივილიზაციასთან კომუნიკაციას შეიძლება "კოსმოსური ამინდი" უშლიდეს ხელს — კვლევა არამიწიერ ცივილიზაციასთან კომუნიკაციას შეიძლება "კოსმოსური ამინდი" უშლიდეს ხელს — კვლევა
გადახედვა
-
ირანში "შავი წვიმა" წამოვიდა — როგორ დაფარა თეირანი ტოქსიკურმა ნალექმა ირანში "შავი წვიმა" წამოვიდა — როგორ დაფარა თეირანი ტოქსიკურმა ნალექმა
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ასტრონავტების ტვინი დეფორმაციებს განიცდის და გადაადგილდება კვლევის თანახმად, ასტრონავტების ტვინი დეფორმაციებს განიცდის და გადაადგილდება
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: შსს-ის დაკავებების სტატისტიკა აჩვენებს იმ რეპრესიული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც 2024-2025 წლებში ამოქმედდა ნონა ქურდოვანიძე: შსს-ის დაკავებების სტატისტიკა აჩვენებს იმ რეპრესიული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც 2024-2025 წლებში ამოქმედდა
გადახედვა
-
ჯეკ უაითი: ტეილორ სვიფტის სტილში დაშორებებზე სიმღერების წერა უინტერესოა ჯეკ უაითი: ტეილორ სვიფტის სტილში დაშორებებზე სიმღერების წერა უინტერესოა
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდზე არსებულ მიკრობებს პლანეტებს შორის მოგზაურობის უნარი ჰქონდეთ შესაძლოა, ასტეროიდზე არსებულ მიკრობებს პლანეტებს შორის მოგზაურობის უნარი ჰქონდეთ
გადახედვა
-
სიუზან სარანდონის თქმით, ღაზაზე საუბრის გამო ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა სიუზან სარანდონის თქმით, ღაზაზე საუბრის გამო ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა
გადახედვა
-
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
-
UK მკაცრ პოზიციას იკავებს იმ ქართული სუბიექტების მიმართ, რომლებიც რუსეთთან აფილირებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ — ჯენი ჩაპმანი მოსალოდნელ სანქციებზე UK მკაცრ პოზიციას იკავებს იმ ქართული სუბიექტების მიმართ, რომლებიც რუსეთთან აფილირებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ — ჯენი ჩაპმანი მოსალოდნელ სანქციებზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევა
გადახედვა
-
ნახეთ: ევროპის ცაზე მეტეორმა გაიელვა — მისი ფრაგმენტი გერმანიაში სახლს დაეცა ნახეთ: ევროპის ცაზე მეტეორმა გაიელვა — მისი ფრაგმენტი გერმანიაში სახლს დაეცა
გადახედვა
-
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ში დაწყებულ გამოძიებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარებას ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ში დაწყებულ გამოძიებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარებას ეხმაურება
გადახედვა

კომენტარები