ოკუპირებული გალში ახალი "საბაჟო ტერმინალი" შენდება, რომელიც "რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება"
2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ენგურის ხიდთან, ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე ახალი "საბაჟო ტერმინალი" აშენდა. ჟურნალისტურ გამოძიებას "აი ფაქტი" აქვეყნებს.
მათ ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი საბაჟო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების 80% დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ აღჭურვა — სკანერების და რენტგენის აპარატურის მონტაჟი.
ეს ამბავი გაასაჯაროვა ასტამურ ახსალბამ, ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ინიციატივით შექმნილი "მსოფლიო ხალხთა ასამბლეის" ხელმძღვანელმა. მან "სპუტნიკის" რადიოსთან აღიარა, რომ ეს პროექტი წლების წინ ჩაიფიქრეს, მაგრამ განზრახ მალავდნენ.
"აქვე მიმდინარეობს ომი, მთელი დასავლეთი რუსეთის ფედერაციას უპირისპირდება… ამიტომ, საჭირო გახდა ამ ინფორმაციის დროებით დახურვა… ჩუმად მუშაობა გვიწევდა, რათა წარმატებით დაგვესრულებინა", — თქვა ახსალბამ.
ისიც განმარტა, რომ ეს ტერმინალი რუსეთს საერთაშორისო ვაჭრობაში დაეხმარება — საკუთარ ნაწარმს საზღვარგარეთის ბაზარზე გაიტანს და პირიქით, უცხოური პროდუქციის იმპორტსაც შეძლებს. ახსალბა ვარაუდობს, რომ ტვირთი, ძირითადად, ბოსტნეული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა იქნება.
ფოტო: ახალი ტერმინალი ოკუპირებულ გალში, ფოტო: "ეხო კავკაზა"
გამოიკვეთა საინტერესო პარალელი — აფხაზეთის საზღვართან გალის ტერმინალისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიჯნაზე ერგნეთის ისტორიული ბაზრობის აღდგენა თითქმის ერთდროულად დაიგეგმა.
გალის ტერმინალის შემთხვევაში, პროექტზე საუბარი 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, ერგნეთის ბაზრობის გაცოცხლების გეგმა 2023 წლის ივლისში გაჩნდა.
დოკუმენტურად დასტურდება, რომ ყოფილი ბაზრის ტერიტორია (17 ჰექტარი) უკვე გასხვისებულია. მფლობელი შპს "ყაზბეგი ჰილსია", რომელიც ქართული ოცნების გარემოცვის ბიზნესმენს, გიორგი (გივი) ჯალაბაძეს ეკუთვნის.
კომპანიამ მიწები 2023 წლის ივნის-ივლისში სიმბოლურ ფასად ჩაიგდო ხელში:
სახელმწიფოსგან: 168 736 კვ.მ ფართობის ორი ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვით — 1 კვ.მ მხოლოდ 1 ლარად.
კერძო პირისგან: 2 670 კვ.მ — 5 200 ლარად (დაახლოებით 2 ლარი კვ.მ).
კომპანიის ოფიციალური ელ-ფოსტა — [email protected] — პირდაპირ მიანიშნებს, რომ მათი საქმიანობა ტერმინალის მოწყობას უკავშირდება. ვინაიდან "ყაზბეგი ჰილსს" სხვაგან მიწები არ გააჩნია, ლოგიკურია, რომ ტერმინალი სწორედ ერგნეთშია ჩაფიქრებული.
ბაზრობისა და ტვირთბრუნვის აღდგენა ათასობით ადამიანის მოძრაობას გულისხმობს, რაც შემდეგ კითხვებს აჩენს — როგორ გაკონტროლდება ხალხის ნაკადი სახელმწიფო უსაფრთხოების დაზიანების გარეშე? ხომ არ გაჩნდება ოფიციალური მიმოსვლისა და დე ფაქტო საზღვრის ფუნქციონირების აღქმის საფრთხე? ხომ არ მოხდება სეპარატისტული რეჟიმის ირიბი აღიარება ან "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევა?
ფოტო: გიორგი ჯალაბაძის კომპანიის მიწა ერგნეთში. წყარო: საჯარო რეესტრი
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს "ყაზბეგი ჰილსმა" აიღო ვალდებულება, რომ 2023 წლიდან სამი წლის ვადაში (2026 წლის ივლისამდე) ტერიტორიაზე:ჩაედო 6 მილიონი ლარის ინვესტიცია; აეშენებინა კომერციული ფართები (სასაწყობე/სავაჭრო) დამოეწყო ავტოსადგომი მინიმუმ 200 ავტომობილისთვის.
ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების საფუძველი მთავრობის განკარგულებაა, თუმცა დოკუმენტი საჯარო არ არის, რადგან მთავრობა 2023 წლის განკარგულებებს არ აქვეყნებდა. ინფორმაცია ამ დროისთვის ოფიციალური წესითაა გამოთხოვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვადის ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლები რჩება, სატელიტური რუკებით ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ ფიქსირდება — ნაკვეთი ხე-მცენარეებითაა დაფარული და შემოღობილიც კი არ არის. ფიზიკური დათვალიერება შეუძლებელია, რადგან ადგილი ქართული ბლოკპოსტის მიღმა მდებარეობს.
პროექტი ამ ეტაპზე გაყინულია, თუმცა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სტრატეგიული ნაკვეთები კვლავ კომპანიის საკუთრებაში რჩება.
ფოტო: გიორი ჯალაბაძის კომპანიის მიწა. ისრით მონიშნულია ერგნეთის ბლოკპოსტი, წყვეტილი წითელი ხაზით, საოკუპაციო ზოლი
"ყაზბეგი ჰილსის“"წესდებაში საქმიანობის სფეროებად მითითებულია საბითუმო ვაჭრობა, საერთაშორისო გადაზიდვები, ლითონებისა და ნავთობპროდუქტების რეალიზაცია. მიუხედავად ამისა ინვესტორი გიორგი ჯალაბაძე კითხვებს არ პასუხობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ევროპაშია წასული. გორის მერია და ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის ნებართვებსა და მთავრობის განკარგულებებზე ინფორმაციას არ გასცემენ.
ნაკვეთი 2022 წელს "საპარტნიორო ფონდის" კაპიტალში იყო, რაც ადასტურებს სახელმწიფოს ინტერესს ამ ტერიტორიაზე ინვესტორის მოზიდვის მიმართ.
მოვლენების განვითარების 2 სცენარი არსებობს. ერთი — თუ ქართველი მებაჟეები ერგნეთში ჩადგებიან, ეს ნიშნავს საოკუპაციო ხაზისთვის სახელმწიფო საზღვრის სტატუსის მინიჭებას და ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას. მეორე — რუსეთი არ დაუშვებს ქართველი მებაჟეების როკის გვირაბთან ყოფნას, შესაბამისად, ერგნეთში ტერმინალის მოწყობა მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებაა.
ბაზრობის ფუნქციონირება პირდაპირ ეწინააღმდეგება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის მე-6 მუხლს, რომელიც კრძალავს ყოველგვარ ეკონომიკურ საქმიანობასა და საერთაშორისო გადაზიდვებს ამ რეგიონებში. ექსპერტთა ვარაუდით, პროექტის სისრულეში მოსაყვანად ხელისუფლებას კანონში ცვლილებების შეტანა ან მისი გვერდის ავლით ნორმატიული აქტების მიღება დასჭირდება.
ფოტო: ერგნეთის ძველი ბაზრობა, ფოტო: ekhokavkaza.com
გიორგი ჯალაბაძის გავლენები და კავშირი ქართულ ოცნებასთან
ბიზნესმენი გიორგი (გივი) ჯალაბაძის სახელი აქტიურად 2016 წლიდან ჩნდება, როდესაც მან ქართულ ოცნებას 25 000 ლარი შესწირა. მას შემდეგ ბიზნესმენი პრივილეგიებით სარგებლობს, რაც გამოიხტაება სახელმწიფო მიწების პირდაპირი მიყიდვითა და უპირობო აუქციონებით.
ჯალაბაძე ამჟამად 11 კომპანიას ფლობს, მათ შორის:
შპს "აგრო მოლი": ფლობს გორის "წმინდაწყლის" 12-ჰექტარიან ბაზრობას.
შპს "ჰელსი": მულტიფუნქციური კომპლექსი გორის ცენტრში, რომლის მიწა უპირობო აუქციონით იყიდა.
შპს "მივა ბილდერს": 2024 წელს სახელმწიფოსგან 5 ჰექტარი მიწა გადაეცა ტერმინალისა და კვების ობიექტების მოსაწყობად (ინვესტიცია — 5 მლნ ლარი).
შპს "ვარსკვლავი": სამშენებლო კომპანია, რომლის პარტნიორები იყვნენ "კუდის" ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან დუჩიძე და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი კანდელაკი.
შპს "ვარსკვლავის" მაგალითზე იკვეთება სამინისტროებთან თანამშრომლობა იკვეთება. 2020-2021 წლებში დევნილთა სამინისტრომ კომპანიას კონკურსის პირობები მოარგო (ვადებისა და ფასის მიხედვით). სახელმწიფომ ბინები სხვა კომპანიების შეთავაზებაზე ძვირად იყიდა, რითაც ბიუჯეტი 120 000 დოლარით აზარალა.
2025 წლის სექტემბერში, უაქციზო პროდუქციის წარმოების გამო, გიორგი კანდელაკთან ერთად დააკავეს გიორგი ჯალაბაძის ძმა — ქართლოს ჯალაბაძე. ორივე მათგანი მალევე გირაოთი გაათავისუფლეს.
ასევე, ჯალაბაძე მჭიდროდ თანამშრომლობს ყოფილი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახთან. ისინი ერთობლივად ფლობენ მიწებს ატენის ხეობაში და გეგმავენ სასტუმროს მშენებლობას ბიისის გოგირდის წყლებთან.
კონფლიქტოლოგების შეფასებით, ჯალაბაძის მიერ ერგნეთში 17 ჰექტარის გადაფორმება ქართული ოცნების დასტურის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, ეს პროცესი არის მოსკოვის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვისა და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივაზე უარის თქმის "ტესტირება".
სრული პუბლიკაცია წაიკითხეთ აქ.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები