ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ში დაწყებულ გამოძიებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარებას ეხმაურება
ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) პრეზიდენტმა, ჯონ პ. უოლტერსმა, სერიოზული შეშფოთება გამოხატა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სუს-ში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარებაზე. მისი განმარტებით, მოხსენება ეფუძნება გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და ჰადსონის ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს. მისივე თქმით, კვლევის ავტორების საგამოძიებო უწყებებში დაბარების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული დასკვნით უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან კვლევა ხაზს უსვამს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდ გავლენას.
ფოტო: John P. Walters. X
"კვლევა არის ჰადსონის ინსტიტუტის პუბლიკაცია, რომელიც მომზადებულია ინსტიტუტის კვლევის სტანდარტების შესაბამისად. კვლევა ეფუძნება გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც აღნიშნულია კვლევის ბოლოს მითითებულ წყაროებში. ჰადსონის ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს.
ეს კვლევა უნდა იყოს ერთგვარი გამოსაფხიზლებელი ზარი — განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის ძალას წარმოადგენს. კვლევის ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს შეშფოთებული მისი დასკვნებით, რომლებიც ეყრდნობა უპირატესად საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რის შესახებაც ხელისუფლება უკვე უნდა იყოს ინფორმირებული.
კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის ნათელ და სისტემურ სურათს წარმოადგენს. ეს მოვლენა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს", — წერია ჯონ უოლტერსის განცხადებაში.
რას იძიებს სუს-ი?
კვლევა სახელწოდებით — "საქართველოს ირანისკენ შემობრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ოდესღაც აშშ-ის ერთგულ მოკავშირეზე", საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება და მისი თანაავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.
აღნიშნულ კვლევას საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ თავად გიორგი კანდელაკი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე. ამავე საკითხზე დაკითხვაზეა დაბარებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება.
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაკვირვებულია, რადგან ინსტიტუტის სტატია ინტელექტუალური საკუთრება და კვლევაა და რაც იქ წერია, ყველაფერი საჯაროდაა ცნობილი. მისივე განმარტებით, "საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც ისედაც ცნობილი ამბებისა და ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საფრთხეა ის ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა".
"ამ დაბარებების გამო გაკვირვებული ვარ, რადგან რაც წერია კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ — "ჰადსონის ინსტიტუტის" ინტელექტუალური საკუთრება და კვლევაა — ყველაფერი საჯაროდ ცნობილია, არაფერი არ წერია იქ, რაც საჯაროდ ცნობილი არ არის. არც თინა ხიდაშელის და გუბაზ სანიკიძის მხრიდან არ თქმულა არაფერი ისეთი, რაც ცნობილი არ არის. გუშინ რომ ჩვენი რამდენიმე ასეული მოქალაქე ირანის საელჩოს წინ ყვიროდა, რომ "ხამენეი მზად ვართ, თქვენი ბრძანებების შესასრულებლადო" ეს საფრთხე არ არის? ან "ალ მუსტაფას" უნივერსიტეტი რომ დასანქცირებულია, რატომ არის დასანქცირებული, ეს ცნობილი არ არის? ყველაფერი საჯაროდ არის. საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც ისედაც ცნობილი ამბებისა და ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საფრთხეა ის ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა", — განაცხადა კანდელაკმა (კომენტარს IPN ავრცელებს).
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ, კითხვები მის მიერ ირანთან დაკავშირებულ განცხადებას ეხებოდა.
მისი განმარტებით, ამოცანა მიღწეულია, რადგან საგამოძიებო ორგანოები ამ საქმით დაინტერესდნენ მისივე თქმით, "იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახლა ამ საკითხს ფუნდამენტურად შეისწავლიან, ან აღმოჩნდება პრობლემა ან არა."
"მგონი, მათ განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რა აინტერესებდათ, ამიტომ, მისგან განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით. ინგას [გრიგოლია] ეთერში ჩემი გამოსვლით იყვნენ დაინტერესებული. კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ამ თემაზე იყო. ასე გამოკითხვა ყოველთვის არის ფაქტობრივ გარემოებებზე. შეფასებები და არგუმენტებიც შეიძლება დააინტერესოთ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხები არასდროს არის. ეს პროცესი არის ახლა სამართლებრივი. შესაბამისად, მოქცევაც არის სამართლებრივი. ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს და თუკი არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი. მე ვარ კერძო პირი, რომელსაც წვდომა მაქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო სივრცეში არის ხელმისაწვდომი. შეიძლება ადამიანს სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ინფორმაცია და ეს უნდა გაარკვიონ, ამიტომ, კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია. სიმართლე გითხრათ, სასამართლოშიც ვუთხარი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, ჩემი ამოცანა მიღწეულია. მინდოდა, რომ როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ვიღაც საყვირს ჩაბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საკითხს მოიკვლევენ... როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, ისინი დაინტერესდნენ. თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ. თუ არა, ყველა მადლობას გადავუხდით, რომ გარკვეულია. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახლა ამ საკითხს ფუნდამენტურად შეისწავლიან, ან აღმოჩნდება პრობლემა ან არა", — თქვა ხიდაშელმა (მის სიტყვას IPN) ავრცელებს.
კითხვაზე იყო თუ არა გამოკითხვა ერთგვარი დაშინების მცდელობა, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ მას "ვერაფრით შეაშინებენ" და აღნიშნა, რომ გამოკითხვაზე მოწმის სახით დაბარებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. მან ასევე განმარტა, რომ არსად უთქვამს თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ და დაადასტურა, რომ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი სწორედ ამისთვის არის დასანქცირებული.
"არ ვიცი, ვის რა მცდელობა აქვს, მე რომ ვერაფრით შემაშინებენ, მგონი ამ 32 წლის განმავლობაში, რაც ტელეეკრანებზე მხედავს ხალხი, ეს დადასტურებულია. მართლა ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას მოწმის სახით რომ იკითხები რამე საკითხზე
ამ [ალ-მუსტაფას] უნივერსიტეტის ფილიალია, არც უნივერსიტეტია. საბედნიეროდ, აკრედიტაცია მიღებული არ აქვს, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც მიხედვა სჭირდება. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასანქცირებული მინიმუმ სამი ქვეყნის კანადის, გერმანიის, აშშ-ს მიერ და ეს დოკუმენტი არსებობს", — განაცხადა ხიდაშელმა (IPN).
მანამდე, თინა ხიდაშელმა, 4 მარტს "ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი [ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი] იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტი არ არის, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს. [...] მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. [...] ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა ("ტაბულა").
რაც შეეხება სუს-ში გივი თარგამაძის დაბარებას, უწყებამ პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედში" გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძეს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდნენ.
თარგამაძემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთაა და მზადაა კითხვებს ან წერილობით უპასუხოს ან მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდება.
"ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი "საქოცეთი", უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული, დამტრიალებთ თავს. დღეს, გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო. მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით. თუ ძალიან გეჩქარებათ, მაგ მედიის, ან, ახლობლების, ან, სულაც, საფოსტო მტრედების საშუალებით გამომიგზავნეთ კითხვები და ასევე გამოგიგზავნით პასუხებს. ალბათ, იქით კითხვებსაც, ან კიდევ, მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ და მერე ჩამასრულებინეთ. თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ — ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი", — დაწერა თარგამაძემ.
რა წერია ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაში?
შეგახსენებთ, 3 მარტს ჰადსონის უნივერსიტეტმა უფროსი მკვლევარი ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის თანაავტორობით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის დეკემბერში აშშ-მა ოფიციალურად შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას მოჰყვა. ასევე, აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ავტორები აღნიშნავენ საქართველოს ხელისუფლების "აშკარა შემობრუნებაზე" ირანისკენ და საამისოდ მაგალითად მოჰყავთ მაღალი დონის ვიზიტები ირანში. კერძოდ, წერენ, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წელს ორჯერ ეწვია ირანს — პრეზიდენტ რაისის დაკრძალვაზე (სადაც "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ლიდერების გვერდით იმყოფებოდა) და პრეზიდენტ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე.
კვლევაში წერია ისიც, რომ საქართველო რუსულ სამხედრო-სტრატეგიულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეს უთმობს ირანისკენ გადაადგილებისთვის, რაც ავტორების განმარტებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს.
კვლევა დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს ირანი რელიგიურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოში ფესვების გასადგმელად.
რელიგიურ კონტექსტში ხაზგასმულია ქვემო ქართლში მოქმედი მედრესეები და ახალგაზრდული ქსელები, რომლებიც თეირანის იდეოლოგიას ავრცელებენ. სანქციების გვერდის ავლის ჰაბის კონტექსტში კი განხილულია ის ფაქტი, რომ 2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9 300-ზე მეტი კომპანია დაარეგისტრირეს. კვლევაში ნავარაუდევია, რომ საქართველო ირანისთვის დასავლური სანქციებისგან თავის დაღწევის მოსახერხებელ პლატფორმად იქცა.
კვლევაში ნახსენებია საქართველოში გამართული რელიგიური მსვლელობები, სადაც ღიად ჩნდება აიათოლა ხამენეისა და ყასემ სოლეიმანის პორტრეტები, ასევე ანტიამერიკული ბანერები.
ავტორების აზრით, თბილისი არა მხოლოდ ეგუება, არამედ ხელს უწყობს ირანული გავლენების გავრცელებას. ეს საფრთხეს უქმნის ნატოს პოზიციებს შავ ზღვაზე და აშშ-ის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებს (კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს). კვლევაში მოუწოდებს აშშ-ის პოლიტიკოსებს, საქართველოს ირანული კურსი განიხილონ, როგორც გადაუდებელი სტრატეგიული გამოწვევა.
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
კომენტარები