ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ "ქართუს" პოდკასტში განაცხადა, რომ ოთხმა ქართულმა ბანკმა, მათ შორის "ქართუმ", SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა. მისივე თქმით, ამას სათავე დაუდო საქართველოს ეროვნული ბანკის მზარდმა კონტაქტებმა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან.
"ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად, როგორც ცენტრალურმა ბანკმა, ხელი შევუწყოთ ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ჰქონდეს საგადახდო თვალსაზრისით ჩინურ საფინანსო სისტემასთან იმიტომ, რომ — ერთი რომ იზრდება ვაჭრობა, მეორე, რომ იზრდება ტურიზმი, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი ფრენების რაოდენობაც იზრდება და საგადახდო სისტემა განაპირობებს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვა და ჩვენგანაც წავა და, მოკლედ, ეს არის მხარდასაჭერი. ამისთვის არსებობს ცნობილი საგადახდო სისტემა CIPS, რომელიც ზოგჯერ არასწორად აღიქმება და ჩვენ განვმარტეთ ეს არაერთხელ, როგორც SWIFT-ის ალტერნატივა და არამც და არამც ეს არ არის. იმიტომ რომ დაახლოებით 180 ქვეყნის 5 ათასზე მეტი წამყვანი ბანკია გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც SWIFT-ით, ასევე CIPS-ით. ანუ ეს ორი ურთიერთ შემვსები მესიჯინგის სისტემაა, რომელიც ემსახურება გადახდებს. SWIFT ეს არის დოლარი და ევრო და CIPS ეს არის იუანი. მზარდია ტრანზაქციები.
თქვენ, "ქართუ ბანკი" ერთ-ერთი მაგალითი ხართ ამის, იუანში, და ეს ტენდენცია გაძლიერდება. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს სხვა წამყვან ბანკებზე. ამიტომაც არ გაგვიკვირდა ჩვენ, როცა შევთავაზეთ საბანკო სისტემას, ვის გნებავთ, რომ დაგეხმაროთ, ვისარგებლებთ ჩვენი კავშირებით CIPS-ში პირდაპირი წევრობისთვის, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ წამყვან ქართულ ბანკებში, ოთხი ბანკია ამ წუთში და ეს რაოდენობა გაიზრდება, ვინც ეს სურვილი გამოხატა, ჩვენ რამდენჯერმე ვმასპინძლობდით CIPS-ის პრეზიდენტს საქართველოში, ძალიან კარგი განწყობაა, გვეხმარებიან ამ პროცესში და იმედია მაქვს, რომ მალე მოხდება თქვენი გაწევრიანება, რაც ნიშნავს იმას რომ პირდაპირ შეძლებთ მოემსახუროთ იუანში ტრანზაქციას.
...ამას სათავე დაუდო ჩვენმა მზარდმა კონტაქტებმა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, მემორანდუმი გვაერთიანებს და ამ მემორანდუმის ფარგლებში ბევრი საინტერესო განვითარებაა და ერთ-ერთი აი ესაა", — განაცხადა თურნავამ.
ცნობისათვის, 23 თებერვალს სებ-მა ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესახებ შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე ოპერირების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაფართოვდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე — ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market — CIBM) მოიპოვა წვდომა.
რაც შეეხება CIPS-ს, ის საზღვრისპირა ბანკთაშორისი გადახდის სისტემა (CIPS) ჩინური გადახდის სისტემაა, რომელიც სთავაზობს კლირინგისა და ანგარიშსწორების მომსახურებას მისი მონაწილეებისთვის საზღვრისპირა იუანის (RMB) გადახდებსა და ვაჭრობაში. CIPS-ს მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო ბანკი და იგი 2015 წელს შეიქმნა, როგორც ჩინეთის ვალუტის გამოყენების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ნაწილი.
CIPS-ის მონაწილეები მსოფლიოს 121 ქვეყანასა და რეგიონში არიან განლაგებულნი. ბიზნესი მოიცავს 4900-ზე მეტ საბანკო დაწესებულებას მსოფლიოს 189 ქვეყანასა და რეგიონში.
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
კომენტარები