სალომე ჩარკვიანი: ბავშვს თუ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გამოიცანით, საიდან უნდა მოიტანოს მშობელმა სამკურნალო ხარჯები? კი, ფეისბუქით შეაგროვოს
განათლების ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შობადობის უარყოფითი მაჩვენებლის მიზეზი იდეოლოგიაა, კერძოდ ლიბერალური იდეოლოგია. ამის შესახებ მან 18 თებერვალს განაცხადა და 7 მარტს სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაიმეორა.
"შობადობის კლება დამპალი ლიბერალების და ევროპელების ბრალიაო.
— რამდენ ქალს უნდა შვილი, თუმცა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას არც ერთი სადაზღვევო და არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ უზრუნველყოფს. ინ-ვიტროზე აღარაა საუბარი, საშუალო ოჯახი უბრალოდ ვერ მიწვდება.
— არ არსებობს შვილება/გაშვილების ეფექტური მექანიზმი, მაშინ, როდესაც უამრავი ბავშვია მშობლების გარეშე დარჩენილი. ზოგი საერთოდ მზადაა, გაჩენილი ბავშვი მოკლას, მაშინ, როცა გაშვილება მარტივად მოაგვარებდა ყველაფერს.
— ორსულობის მართვის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, მაგრამ სანახევროდაც ვერ ფარავს სამედიცინო ხარჯებს, თუ რაიმე პრობლემა აქვს ორსულს, მაშინ საერთოდ ათასობით ლარი უნდა ჰქონდეს გადადებული.
— მშობიარობის პროგრამა მეტად ეხმარება ქალებს, თუმცა სრულიად არ არის სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული და ხელს უწყობს დაბალი ხარისხის სერვისის შენარჩუნებას.
— უმძიმეს დღეშია ბავშვთა პედიატრია და ნუტრიციოლოგია. მედიცინის სახელით ბონუსების მისაღებად უნიშნავენ ბავშვებს ძუძუს რძის ნაცვლად ფორმულას, სრულიად გამოუსადეგარ წამლებს (ჩემს შვილზეც ეცადნენ), უარეს შემთხვევაში ანტიბიოტიკებს და ათას უსარგებლო ვითომ ვიტამინს. ეს ყველაფერი თვის მანძილზე ათასობით ლარზე შეიძლება ავიდეს და პლუს ამას, ძალიან ავნოს ბავშვს.
— ბავშვის გასაზრდელად დედამ ან საერთოდ არ უნდა იმუშაოს, რაც ასევე დამატებითი ხარჯია ოჯახისთვის და კაცს აწვება პასუხისმგებლობად, ან უნდა იქირაოს ძიძა, იმის გამო რომ 3 წლამდე უბრალოდ არ არსებობს სახელმწიფო სერვისები. ეს კიდევ დამატებით ათას ლარზე მეტი.
— მამის პასუხისმგებლობა ვახსენე და მათი ნაწილი ცოლთან გაშორების შემდეგ საერთოდ ქრება ბავშვის ცხოვრებიდან და რჩება ქალი უკიდურეს სიღარიბეში, ხშირად საჭმლის ფულის გარეშე. სახელმწიფომ მაქსიმუმ 300 ლარი დააკისროს ასეთ კაცს და იმის აღსრულების მექანიზმიც არ აქვს. მცირეწლოვანი ბავშვის მშობლის ერთადერთი იმედი ფეისბუქზე ფულის თხოვნაა. სახელმწიფო მისთვის არ არსებობს.
— კვებას დაიწყებს ბავშვი და ვინც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით; აღმოაჩენთ, რომ ურთულესია, იშოვო სტანდარტების დაცვით შეწამლული (აღარაა საუბარი ბიო ნაწარმზე) ხილი და ბოსტნეული, არადაავადებული და ანტიბიოტიკებისგან სუფთა ხორცეული, რძის ნაწარმი. სოფელში რომც იყიდო, იქაც ბევრი გლეხი უბრალოდ არ იცავს სტანდარტებს და კიდევ უფრო საშიშ ნაწარმს ყიდის ხანდახან. სახელმწიფო ამ სფეროში არ არსებობს.
— ბავშვს თუ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გამოიცანით, საიდან უნდა მოიტანოს მშობელმა სამკურნალო ხარჯები? კი, ფეისბუქით შეაგროვოს, სახელმწიფო და დაზღვევა არ აფინანსებს ძირითადად.
— ახლახანს გავიგეთ, რომ ევროპული განათლება ჩვენს შვილებს არ სჭირდებათ, დიად ქართულ ბიზნესს იაფი მუშა-ხელი სჭირდება და მათი მოთხოვნის დამაკმაყოფილებლად უნდა ვზარდოთ მომავალი თაობა.
ოხ, ეს დამპალი ლიბერალები, როგორ არ გვაჩენინებენ შვილებს", — წერს სალომე ჩარკვიანი.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები" დემოგრაფიას შეეხება ქორწინებებისა და შობადობის უარყოფითი მაჩვენებლებით. "ყველგან, სადაც ლიბერალური, სინამდვილეში ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ინტენსიურად ვრცელდებოდა, არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული", — თქვა კობახიძემ.
7 მარტს გამართულ დებატებში კი განაცხადა, რომ აბსოლუტურად იზიარებს "კონსერვატიული მოძრაობის" წევრის, ზურა მახარაძის დამოკიდებულებას, რომ "იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე". მან ისიც თქვა, რომ თუ სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, მზად არიან, ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშაონ.
"თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა დაგვჭირდა ჩვენ გასული წლების განმავლობაში, ვიღაცები ქილიკობენ, რომ საიდანღაც ჩვენ არ გვთხოვენ კაცების გათხოვებას და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უტრირებული ნათქვამია და ამ სპეკულაციებში არ შევალ.
რეალურად იყო უზარმაზარი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. თქვენ იცით, დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის ძალიან სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ მანკიერ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება.
თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ, გპირდებით, რომ ვიმუშავებთ.
საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ, მუშაობა არის აუცილებლად გასაგრძელებელი და შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია," — თქვა კობახიძემ.
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები