ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია — რატომ დაიბარეს გია ხუხაშვილი სუს-ში?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით, უწყებაში დაბარება, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულ კომენტარს უკავშირდება, რომელიც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა.
ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების დაშინებას ემსახურება. მან ასევე განმარტა, რომ ტერაქტების საქართველოში დაწყებაზე არაფერი უთქვამს და აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ რეგიონის კონტექსში გააჟღერა.
"ეს ყველაფერი საზოგადოების დაშინებას ემსახურება, რომ ეს თემა მოკლან. მე ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია. საქართველოში [დაწყებაზე] არ მითქვამს, რეგიონზე ვთქვი.
ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ პირად საფრთხესაც ვგრძნობ. [ეს განცხადება] ანალიზის საფუძველზე გავაკეთე. როცა ასეთი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რისკები ყოველთვის არის," — განაცხადა ხუხაშვილმა (მის სიტყვას "ტვ პირველი" ავრცელებს).
ხუხაშვილმა შესაძლო დაკავების შესახებ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დაკავების არ ეშინია, მაგრამ მისივე თქმით, არაფრის გამორიცხვა შეიძლება.
"მე ვერ შემაშინებენ იციან და ვიღაცებს ხომ შეეშინდება. ესეც საქმეა. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. დაკავების ნამდვილად არ მეშინია. რომ დამაკავონ რა? წამოვწვები და წიგნებს წავიკითხავ. აბსურდია. საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას. სუს-მა ჩემზე კარგად იცის, მათ კითხეთ. არსებობს ჯგუფები ამერიკიდან სანქცირებული, უნივერსიტეტი რომაა ცნობილი. საქართველოშიც ჰქონდათ აქტივობები. ამაზეა საუბარი, მეტი არაფერი. ეს არ იცის ვინმემ? ყველამ იცის. საჯარო ინფორმაციაა," — თქვა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე "ტვ პირველი".
ცნობისთვის, გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული გარკვეული ჯგუფების შესახებ, რომლებიც ირანში გადიოდნენ მომზადებას, რაც რეგიონული დაძაბულობის ფონზე დამატებით რისკებს ქმნის.
"ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია...
რამდენი ხანია საუბარია, რომ "ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში", რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში სამი ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან — რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ "ნაღმებია ჩადებული", როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!", — განაცხადა მან ("რადიო თავისუფლება").
შეგახსენებთ, ჰადსონის უნივერსიტეტმა კვლევა სახელწოდებით — "საქართველოს ირანისკენ შემობრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ოდესღაც აშშ-ის ერთგულ მოკავშირეზე" გამოქვეყნა. კვლევა საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება და მისი თანაავტორები ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი არიან.
აღნიშნულ კვლევას საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ თავად გიორგი კანდელაკი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და ექსპერტი გია ხუხაშვილი. ამავე საკითხზე დაკითხვაზეა დაბარებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები