ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განმარტებით საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები ხამენეის მხარდამჭერი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ბოკერია წერს, რომ ეს "კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმალობაში ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის ისლამისტური რეჟიმის პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინფილტრაცია".
მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია. მისივე განმარტებით, ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში ტერორისტული ჯგუფების და ისლამისტური რეჟიმის მხარდამჭერების დემონსტრაციები და "მუსლიმთა სამმართველოს საჯარო პოზიციონირება, რომელმაც კაცობრიობის მტრად არა ირანის ტერორისტული რეჟიმი, არამედ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი სამყარო შერაცხა."
"ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!" — ამ მოწოდებით შეიკრიბნენ დღეს თბილისში ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმალობაში ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის ისლამისტური რეჟიმის პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინფილტრაცია.
ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდნენ მავნე იდეებით მოწამლული მოქალაქეები, თუმცა საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამ განწყობილებების მთელი ქსელი გაქვს.
და ამას ადასტურებს როგორც ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ტერორისტული ჯგუფების და ისლამისტური რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრაციები, ასევე მუსლიმთა სამმართველოს საჯარო პოზიციონირება, რომელმაც კაცობრიობის მტრად არა ირანის ტერორისტული რეჟიმი, არამედ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი სამყარო შერაცხა", — წერს ბოკერია.
ფედერალისტების ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ სუსი ამ გავლენის განეიტრალებაზე არ მუშაობს და დასავლელ დიპლომატებს უთვალთვალებს და მტრად რაცხავს ქართველი ხალხის მოკავშირეებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რო "ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენეტიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას".
"ასეთ დროს სუსი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე.
უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად რაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს — და ამ დროს მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ.
ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენეტიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას.
ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნახტომისებურად გავაძლიერებთ, ქვეყნის შიგნით მტრული სახეომწიფოების გავლენის ქსელებს გავანეიტრალებთ, აღვადგენთ და განვამტკიცებთ ურთიერთობას ქართველი ხალხის მოკავშირეებთან და ქვეყანას უსაფრთხო, დასავლური სივრცის ნაწილად ვაქცევთ", — დაწერა გიგა ბოკერიამ.
სოციალურ ქსელში ირანის საელჩოსთან გამართულ აქციის ვიდეო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.
"7 მარტს ირანის საელჩოში, მუსლიმები დაპატიჟებულნი იყვნენ რამაზანის იფტარზე, არადა როგორც ვიცი ხელცარიელად იყვნენ წასულები პლაკატების გარეშე და მანდ მოაწყობინებინეს ასეთი ამბავი. დაგეგმილი იყო 400 კაცის მიყვანა და სულ 100 მდე კაცია. პროირანი მუსლიმი ლიდერები არ არიან აქ, ეტყობა ახალი ძალის და პატრონის ძიებაში არიან", — დაწერა ბაირამოვამ.
გიგა ბოკერიას ამ განცხადებას 24News.ge-ზე მარნეულელი რელიგიური პირი გამოემხაურა. რელიგიის მკვლევარი, დოქტორი ფარიზ რაჯაბოვი აცხადებს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი საელჩოში მივიდა, რათა სამძიმარი გამოეხატათ მათი რელიგიური ლიდერის მოწამეობრივი სიკვდილის გამო და იქ ურთიერთგამომრიცხავი ლოზუნგები გაისმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს დემოკრატიული ქცევაა.
"ყოფილი ოპოზიციის ლიდერი უკვე რამდენჯერმე უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს ქართველ მუსლიმებს. თუმცა, სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ის აკრიტიკებდა, თავად მივიდა შესახვედრად, დაუკავშირდა მუსლიმურ თემს და სთხოვდა მისი პარტიისთვის ხმის მიცემას. და ახლა ეს თემი მოულოდნელად რადიკალური ისლამისტი გახდა? გახსოვდეთ, რომ ის დღეებს ატარებდა მარნეულში, მის სოფლებსა და სხვა რეგიონებში, დონერს მიირთმევდა.
თუ გსურთ ირანის ხელისუფლებაზე საუბარი, ჯერ ბავშვთა მკვლელებსა და პოლიტიკაზე ისაუბრეთ, რამაც ბავშვების სიკვდილი გამოიწვია. თუ ასე შეშფოთებული ხართ, რატომ ერთხელაც არ შეეხეთ ეფშტინის საკითხს? რატომ ერთხელაც არ რეაგირებდით ირანის სარაკეტო თავდასხმაზე, რომელმაც ასობით სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა ქალაქ მინაბში?
გესმით, რისთვის უჭერთ მხარს სისხლიან ხელისუფლებას, თუ ყველაფერს იღებთ ლოზუნგით "მოდით, ხელისუფლებაში ვიყოთ"? რაც შეეხება რადიკალიზაციას და კონფლიქტის შექმნას, თქვენ დაკავებული ხართ კონფლიქტის შექმნით თბილისის ქუჩებში. თქვენც ერთ-ერთი მათგანი იყავით. თქვენ მოუწოდეთ საქართველოს მოქალაქეებს გადატრიალების მოწყობისკენ შეუფერებელი ლოზუნგებით. თქვენ შეამცირეთ თქვენი რეიტინგი, პარტიების შეცვლით.
ახლა კი თქვენ მოდიხართ და აცხადებთ, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში და ძირითადად მარნეულში "რადიკალური ისლამისტები არიან". ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ კარგად არ იცნობთ მარნეულს და რომ აქ მხოლოდ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის მოხვედით.
რაც შეეხება დასავლელ დიპლომატებს, ისინი ხელქვეითებს ეძებენ და ეს თქვენი არჩევანია.
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ახალგაზრდა საქართველოში ირანის საელჩოსთან მივიდა, რათა სამძიმარი გამოეხატათ მათი რელიგიური ლიდერების მოწამეობრივი სიკვდილის გამო. იქიდან გასვლისას მათ ირანელთა ჯგუფის მიერ რელიგიური ლიდერების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ლოზუნგები მოისმინეს და საპასუხოდ, ისინიც საკუთარ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. არ ფიქრობთ, რომ ეს დემოკრატიული საქციელია? თუ ის დემოკრატია, რომელზეც აქამდე საუბრობდით, მხოლოდ მონობა იყო?
თქვენ ყველაფერი კარგად იცით, უბრალოდ ცდილობთ ქაოსის შექმნას იმით, რომ უმეცრებას ამტკიცებთ. თქვენი მატარებელი დიდი ხანია წავიდა. ჩვენი რჩევაა, ფრთხილად იყოთ შემდეგი განცხადების გაკეთებისას", — განაცხადა რაჯაბოვმა.
შეგახსენებთ, 7 მარტს ქვემო ქართლელი მორწმუნეთა ჯგუფი თბილისში, ირანის საელჩოსთან აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მისასამძიმრებლად შეიკრიბა და პროირანულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
კომენტარები