სალომე ზურაბიშვილი

9 Mar. 2026, 15:48

"ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემჩნეულები, კიდევაც დაჭერილნი და ზოგს აღიარებულიც აქვს საკუთარი დანაშაული.

აქეთ კი უწესიერესი ახალგაზრდები, ღირსეული და პრინციპული ქალები, შეუპოვარი პატრიოტები იხდიან უსამართლო სასჯელს. დანაშაულს არ აღიარებენ, რაც არ უნდა დაუჯდეთ ეს, საპროცესოზე თუ შეწყალების მოთხოვნაზე უარს ამბობენ, რამეთუ სიმართლე მათ მხარეს არის და ეს აძლევს მათ ძალას და იმედს.

ასეთია დათო ჩხეიძეს საქმეშიც: იმიტომ რომ ადამიანს ვერაფერი მოუხერხეს, იმდენად ღვთის და ერის კანონს უფრთხილდება, იმდენად წესიერად ცხოვრობს და ღირსეულად აპროტესტებს ქვეყნის წართმევას, ამიტომ ცდილობენ მოუგონონ ყველაზე აბსურდულ ბრალდება. ვინც იცნობს (და ვინც გაიცნობს) ყველამ იცის რამდენად უსუსურია მათი ასეთი ქმედება.

სინამდვილეში მეცოდებით თქვენ, ვინც ასეთ ძველ საბჭოთა პრაქტიკას მიყვებით, ვინც წვალობთ რომ დააშინოთ საზოგადოება ისე, როგორც თვითონ გეშინიათ.

მეცოდებით იმიტომ, რომ საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში (ისედაც დავიწროებული) გადმოინაცვლა.

ამ შიშს ებრძვით და ამიტომ ცდილობთ ხან დათო ჩხეიძე, ხან ანდრო ჭიჭინაძე, ხან მზია ამაღლობელი დააშინოთ … მაგრამ ამაოდ!

ამ ბრძოლასაც აგებთ და დღითი დღე კიდევ უფრო გიტაცებთ შიში ხვალინდელ დღისა. ამას არ შველის ახალი კანონები, მუქარის კორიანტელი არც ტყუილი ბრალდებები. არ შველის, რამეთუ იცით ყველაზე კარგად, სამართალი ვის მხარეს არის!

პ.ს. ისე რომ ურიგო არ იქნება მიხედოთ თქვენკენ ნამდვილ ნარკომანებს, მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს!!!", — წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი უწყვეტი პროტესტის მონაწილის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დავით ჩხეიძის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ…