თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმაზე, რომ დედაქალაქის მერიამ ელექტროენერგიის გადასახადისთვის ვაუჩერები დაარიგა. მისი თქმით, კომუნალურებზე შეღავათები დაწესდება და ის მთელ საქართველოს შეეხება, რაზეც რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრი გაავრცელებს ინფორმაციას.

"დახმარებები, რა თქმა უნდა, იქნება[...] ვირუსს ებრძვის არამხოლოდ თბილისი, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული კომუნალურებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გავრცელებული", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 110-მდე გაიზარდა. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.

საქართველოში კორონავირუსისგან 21 პაციენტი გამოჯანრმთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5 106, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 294.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: