ერთი გაღიმებით გადახდა შორეული მომავალი არაა — როგორ მუშაობს Face ID
ფოტო: Alibaba Group
ალბათ მაღაზიაში ჩასვლისას საფულე სახლში ერთხელ მაინც დაგრჩენია, უფრო მეტიც, შესაძლოა მაღაზიაში სრულიად ხელცარიელიც ჩასულხარ და ამის გამო სახლში ამობრუნება დაგჭირვებია. თუმცა, მალე, ეს ისტორიები, შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს.
ის, რაც ბავშვობიდანვე ხშირად გვესმის ის არის, რომ ერთი რამ, რაც სახლში ვერასდროს დაგრჩება, შენი თავია. სწორედ აქ გამოგადგებათ გადახდის ახალი ინოვაციური მეთოდი, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი რამეა საჭირო: თქვენი სახე.
მსოფლიოს მასშტაბით Face ID-ის გადახდის სერვისი ნელ-ნელა ინერგება. ჩინეთში მას წლები, ხოლო უკრაინაში — თვეებია, რაც იყენებენ. ამ სერვისის გამოყენებისას სახის სკანირება ხდება, რომლის პროპორციებიც პირად ანგარიშზეა შენახული.
სკეპტიკურად ხარ განწყობილი? მაშინ შენჯენის მაგალითზე მოგიყვებით. ჩინეთის ტექნოლოგიურ "დედაქალაქში" მოქალაქეები მეტროში სახის ამომცნობი პროგრამით მგზავრობენ.
Face ID-ით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა, რადგან ის უსაფრთხოების ბიომეტრიულ სისტემას იყენებს. სისტემა იდენტიფიკაციას ახდენს რამდენიმე სენსორის მეშვეობით, როგორიცაა: ულტრაიისფერი სენსორი, წერტილოვანი პროექტორი და განათების ილუმინატორი. ეს ყველაფერი კი მას კიდევ უფრო სანდოს ხდის. ალბათობა იმისა, რომ სხვა შემთხვევითმა ადამიანმა შეძლოს თქვენი Face ID-ით მგზავრობა, შეუძლებელია.
ასევე ჩინეთში მდებარე KFC-ში 2017 წლიდან სწრაფი კვების ობიექტის მომხმარებლები ფრთებს "ღიმილით" ყიდულობენ. წარმოიდგინე, მიდიხარ მონიტორთან, არჩევ სასურველ მენიუს და ერთი შეხედვით ის უკვე შენია.
ფოტო: Alibaba Group
Face ID-ით გადახდის მთავარი უპირატესობა სისწრაფე, სიმარტივე და დამოუკიდებლობაა: რიგში დგომა ნაკლებად გიწევს, მაღაზიის თანამშრომლის ნელი მოქმედებებით არ ღიზიანდები და შეცდომის შემთხვევაში, არც უხილავად დიდი ძალაუფლების მქონე ადმინისტრატორის ლოდინი გიწევს. მისი სარგებელი ისიცაა, რომ შენი ბალანსით ვერავინ ისარგებლებს, რადგან გადახდისთვის შენი სახეა საჭირო.
უკრაინაში სერვისი მაისის ბოლოდან გამოჩნდა. სავაჭრო ცენტრ Kasta-ში მომხმარებლები თითქმის 6 თვეა მარტივად და კონსულტანტისგან დამოუკიდებლად ყიდულობენ სამოსს. მოხერხებული პროცესი ბრენდის რეკლამაშიც ჩანს.
როგორც ხედავთ, სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნებში ამოკითხული ამბები ჩვენს გარშემო ნელ-ნელა ცოცხლდება. ზღაპრების კითხვის დროს ოდესმე იფიქრებდით, რომ სასურველი ნივთის შესაძენად ერთი გაღიმებაც საკმარისი იქნებოდა?
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
დისკუსია: თქვენ რას ფიქრობთ Face ID-ით გადახდის ინოვაციურ მეთოდზე?