ლუვრის მუზეუმი დაიკეტა — აი, რატომ
ფოტო: CNN
ლუვრმა — მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმი და ხელოვნების, გამძლეობისა და სილამაზის საერთაშორისო სიმბოლო, რომელმაც გაუძლო ომებს, ტერორსა და პანდემიას, გაფიცული თანამშრომლების გამო ორშაბათს მუშაობა შეწყვიტა.
მუზეუმის ვიზიტორთა თქმით, ეს თითქმის წარმოუდგენელი სანახაობა იყო: იმ შენობის კარი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებისა და ცივილიზაციის მრავალათასწლოვანი საგანძურს ინახავს, სწორედ იმ ადამიანების მიერ დაიკეტა, რომლებიც მნახველებს უნდა ეხმარებოდნენ. მუზეუმის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლუვრი მასობრივი ტურიზმის სიმძიმეს ვეღარ უძლებს.
ათასობით დაბნეული და გაოგნებული ტურისტი ბილეთებით ხელში მოულოდნელად აღმოჩნდა ლუვრის ცნობილი პირამიდის გარეთ.
ლუვრის დათვალიერების მსურველები მუზეუმის გარეთ დარჩნენ
ფოტო: AP Photo/Christophe Ena
"გარეთ მონა ლიზას ოხვრა ისმის," — თქვა კევინ უორდმა, 62 წლის ტურისტმა აშშ-დან. "ათასობით ადამიანი დგას რიგში, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ახსნა. ალბათ მასაც სჭირდება დასვენების დღე."
ლუვრი ზღვარგადასული ტურიზმის სიმბოლოდ იქცა. მაშინ, როცა ისეთი ცხელი წერტილები, როგორიცაა ვენეცია და აკროპოლისი, ტურისტული ნაკადების შემცირებას ცდილობენ, მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა მუზეუმმა, რომელსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს, გადატვირთულობის კრიზისულ ზღვარს მიაღწია.
ტურისტები ლუვრში შესვლის მოლოდინში
ფოტო: AP Photo/Christophe Ena
გასულ შაბათ-კვირას სამხრეთ ევროპაში ტურიზმის საწინააღმდეგო კოორდინირებული
საპროტესტო აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი გამოვიდა მალიორკაში, ბარსელონაში, ვენეციაში, ლისაბონში და სხვა ქალაქებში, სადაც გმობენ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც, მათი თქმით, ადგილობრივებს ტურისტებით ანაცვლებს და ქალაქის ცხოვრებას აცარიელებს. ბარსელონაში აქტივისტებმა ტურისტებს წყლის პისტოლეტებიც დაუმიზნეს, რაც "გადახურებული" ტურიზმის "გაგრილების" თეატრალური მცდელობა იყო.
ლუვრში სპონტანური გაფიცვა რუტინული შიდა შეხვედრის დროს დაიწყო, როცა გალერეის თანამშრომლებმა, ბილეთების გამცემებმა და უსაფრთხოების პერსონალმა უარი თქვეს მუშაობაზე — უკონტროლო ტურისტთა ჯგუფების, კადრების დეფიციტისა და, როგორც ერთმა პროფკავშირმა უწოდა, "შეუძლებელ" სამუშაო პირობებზე პროტესტის ნიშნად.
ფოტო: AP Photo/Christophe Ena
ლუვრისთვის იშვიათია კარის დაკეტვა. ეს მოხდა მეორე მსოფლიოს ომის, პანდემიისა და რამდენიმე გაფიცვის დროს — მათ შორის 2019 წლის სპონტანური გაფიცვისას გადატვირთულობის გამო და 2013 წელს უსაფრთხოების შიშების ფონზე. თუმცა, მნახველთა თვალწინ მუზეუმის კარი იშვიათად იკეტება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რამდენიმე თვის წინ წარადგინა მასშტაბური, ათწლიანი გეგმა ლუვრის გადასარჩენად — სწორედ იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა ამოტივტივდა: წყლის გაჟონვა, საშიში ტემპერატურული მერყეობები, მოძველებული ინფრასტრუქტურა და ვიზიტორთა ნაკადი, რომელიც მუზეუმის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
თუმცა, როგორც ჩანს, ლუვრის თანამშრომლებისთვის, ეს დაპირებული მომავალი შორეული და მიუწვდომელი ჩანს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიღება ლუვრის კარი დამთვალიერებლებისათვის.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები