გიორგი ვაშაძე: "ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, მთავარია, ვიყოთ ერთიანები"
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პოლიტიკოსი არ ესწრება და გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში ელოდება. მას ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.
ცნობისთვის გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
"ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, დროის საკითხია დღეს იქნება ხვალ თუ ზეგ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს ხელში არ არის ეს დრო, ეს დრო არის რეჟიმის ხელში, მაგრამ ჩვენს ხელში რაც არის, ეს არის ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, მთავარია ვიყოთ ერთიანები დანარჩენი რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ჩემი პატიმრობა და ერთეულების დაპატიმრება არაფერი არ არის. მთელი საქართველო ჰყავს ახლა დაპატიმრებული ქართულ ოცნებას და საქართველოს გათავისუფლებისთვის ვიბრძვით ახლა ჩვენ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის" — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში მისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ — საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კოალიცია ცვლილებისტვის ლიდერი ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები — ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე და გაერთიანება რუსთაველის გამზირის წევრი პაატა ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, ამ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია და ნიკა მელია. გვარამიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ დღესვე გამოცხადდეს ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენიც.
ასევე იხილეთ:
- სალომე ზურაბიშვილი: ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფება დღეს "ქართული ოცნება" პარანოიული მდგომარეობაა, [ეს] კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავეს
- ბადრი ჯაფარიძე: "ივანიშვილის სასოწარკვეთის გამოხატულებაა, რაც სასამართლომ გაახმოვანა — პასუხი არის ერთიანობა"
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები