განათლების სუპერძალა — თეგეტა სუპერგმირის ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
საქართველოში განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქველმოქმედო პლატფორმა სუპერგმირმა ახალი საგანმანათლებლო პროექტი სუპერტრივია შექმნა, რომელშიც თეგეტა ჰოლდინგი, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო.
სუპერტრივი თამაშის ფორმატში განხორციელებული შემეცნებითი ინიციატივაა. ტრივია 8000-მდე კითხვისგან შედგება, რომლებიც თემატურადაა დაყოფილი. თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მოთამაშეები ქულების ნაცვლად წიგნის ფურცლებს აგროვებენ, რომლებიც საბოლოოდ რეალურ წიგნებად იქცევა და სუპერგმირის ბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “სუპერგმირთან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით, არაერთი ინიციატივის ავტორები ვყოფილვართ. ამჯერად, კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევუერთდით სუპერგმირის ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რამდენადაც განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა თეგეტას კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: “გვინდოდა, რომ პროექტის მხარდაჭერა არ ყოფილიყო მხოლოდ თეგეტას, როგორც კომპანიის, კონტრიბუცია. ამიტომ ამ ძალიან საინტერესო პროექტში თანამშრომლებიც ჩავრთეთ და მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ბავშვების გახარებაში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.
თეგეტელებმა სამაგალითო შედეგები აჩვენეს — ჩვენ მიერ წამოწყებულ გამოწვევაში 1 თვის განმავლობაში ასზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რომლებმაც, ჯამში, 200 000-ზე მეტი ფურცელი მოაგროვეს, თეგეტამ კი, ისინი 1500-მდე წიგნად აქცია. შედეგად, სუპერგმირთან ერთად, 800-ზე მეტი ბავშვის გახარებას შევძლებთ“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტას მიზანი სასიკეთო ცვლილებებში თანამშრომლების ჩართულობის, მათი გაერთიანებისა და ამ გზით სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის ხელშეწყობა იყო. სუპერტრივიაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს პროექტში და გაზარდოს სოციალურად დაუცველი ბავშვების წვდომა განათლებაზე.
მარიამ წერეთელი, სუპერტრივიას პროექტის კოორდინატორი: “სუპერგმირი უკვე ხუთი წელია, არსებობს. ამ დროის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვის ცხოვრება შეგვეცვალა უკეთესობისკენ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სუპერტრივია, რომელსაც ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, მოთამაშეს შეუძლია, სხვადასხვა სფეროში ზოგადი განათლება გაიღრმაოს, მეორე მხრივ კი, მოთამაშის მიერ კითხვებზე სწორად გაცემული პასუხები ჩვენს სერვერზე აისახება და წიგნებად იქცევა. სუპერგმირმა სხვა ორგანიზაციებსაც მისცა საშუალება, ჩართულიყვნენ ამ პროექტში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. თეგეტასა და ჩვენი თანამშრომლობის მოტივაციაც ესაა. თეგეტა ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც მასშტაბურად და წარმატებით შემოგვიერთდა, თავისი თანამშრომლები ჩართო სუპერტრივიაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტში“.
თამაშის დასრულების შემდეგ, ლიდერბორდის საშუალებით, თეგეტამ სუპერტრივიაში გამარჯვებული ტოპ 3 თეგეტელი გამოავლინა, რომლებმაც ყველაზე მეტი ფურცელი დააგროვეს. პირველი ადგილი თეგეტა მოტორსის გაყიდვების მრჩეველს, შოთა თორდიას ერგო. გამარჯვებულები სპეციალური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ და თბილისსა და ქუთაისში მცხოვრებ ბავშვებს თავად გადასცეს წიგნები. უახლოეს პერიოდში სუპერგმირის ბენეფიციარები სხვა რეგიონებშიც მიიღებენ წიგნებს.
შოთა თორდია, თეგეტა მოტორსის გაყიდვების მრჩეველი: “თამაში ძალიან სახალისო და აზარტული აღმოჩნდა, რეიტინგები მუდმივად იცვლებოდა. კითხვები ბევრი სხვადასხვა კატეგორიიდან იყო, შეგეძლო ის აგერჩია, რაც უფრო ახლოსაა შენი ინტერესების სფეროსთან. მე გეოგრაფიის კატეგორია მქონდა არჩეული, რუკებისა და დროშების მიმართულება ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა, შეიძლება ითქვას, მოვიცალე ცოდნის გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი მოტივაცია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის, მათი განათლების ხელშესაწყობად კეთდებოდა“.
სუპერტრივია უბრალოდ გასართობი აქტივობა არაა. მოთამაშე ერთობა, სწავლობს და ამ პროცესში ქმნის წიგნებს მათთვის, ვისაც ის განსაკუთრებით სჭირდება. რაც უფრო აქტიურია მოთამაშე, მით მეტი წიგნი იგზავნება ბავშვებთან, რომლებსაც ამ წიგნებზე ხელი არ მიუწვდებათ. სუპერტრივიას შემქმნელებს სჯერათ, რომ სუპერძალა განათლებაშია. სწორედ ამ ძალის გაზიარება სურთ ბავშვებისთვის წიგნის სახით, რომელიც მოზარდს თვალსაწიერს უფართოებს, კითხვებს უჩენს, ოცნებით ავსებს და ცხოვრებას უცვლის.
განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თეგეტა აკადემია სწორედ პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით.
გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიოებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. წარმატებულ პროექტებს შორისაა, მოგზაური ბიბლიოთეკა, რომელმაც ზემო აჭარის 70-მდე სკოლის ბიბლიოთეკა შეავსო და 10-მდე სოფელში ცნობილი მწერლების მონაწილეობით 300-ზე მეტ ახალგაზრდასთან გამართა შეხვედრები. თეგეტას თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1000-მდე მოზარდი; მცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-ამდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, თეგეტამ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება. თეგეტასთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები