რუსული სახელისუფლებო მედია HBO-ს ჩერნობილის წინააღმდეგ
რუსული სახელისუფლებო მედია HBO-ს სერიალის, ჩერნობილს წინააღმდეგ გამოდის და შემქმნელებს აკრიტიკებს. ისტორიული დრამა 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს და ხელისუფლების არასწორი და დაგვიანებული რეაქციის შესახებ გვიყვება, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
Russia 24-ის ჟურნალისტი სტანისლავ ნატანზონი გადაცემა ვესტიში ყვება, როგორ "დაამახინჯეს" სცენარისტებმა ისტორია. ნატანზონი აკრიტიკებს HBO-ს იმის გამო, რომ იმ დროისთვის დამახასიათებელი აივნებისა და ფანჯრების ნაცვლად, სერიალში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები ჩანს.
ის უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რამდენიმე პერსონაჟი "ცუდ ტიპად" არის გამოყვანილი, მათ შორის ატომური სადგურის მთავარი ინჟინერი, ანატოლი დიატლოვი.
"საერთოდ, ბარემ ყველა ჩაცხრილონ ან იქნებ გულაგში გააგზავნონ? ან უკეთესი — გააგზავნონ გულაგში და იქ ჩაცხრილონ. დასავლელი მაყურებლებისთვის ასე ყველაფერი ცხადი გახდება, მათ უბრალოდ დათვი და გარმონი აკლიათ. ნუთუ ჯდება HBO-ს კონცეფციაში ის, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანებზე ზრუნვას ცდილობდნენ? საქმე არა სისხლიან რეჟიმში არამედ იმაშია, რომ ასეთი ავარია მსოფლიოში ჯერ არასდროს ყოფილა და მთელი მსოფლიო, მათ შორის საბჭოთა კავშირი ამისთვის მზად არ იყო. როგორც იაპონიის ფუკუსიმა გვიჩვენებს, ჯერ კიდევ არ არის მზად", — ამბობს სტანისლავ ნატანზონი.
გარდა ამისა, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ KGB-ს თანამშრომლები ლეგასოვზე ზეწოლას ახდენდნენ. ჟურნალისტი ტყუილს უწოდებდა სერიალში ნაჩვენებ და ისტორიულად ცნობილ ფაქტს, რომ აკადემიკოს ვალერი ლეგასოვს ჩერნობილის ტრაგედიაზე საუბრისა და წერის უფლებას არ აძლევდნენ. ნატანზონი ამტკიცებს, რომ ლეგასოვმა სტატია "ჩემი ვალია, ამის შესახებ მოგიყვეთ..." პრავდაში, ქვეყნის მთავარ გამოცემაში ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე გამოაქვეყნა.
"სიმართლის მამხილებელმა" ჟურნალისტმა ლეგასოვის ისტორიის მოყოლისას ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა. Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა და ჟურნალისტმა, ილია შეპელინმა დაპოსტა, რომ სტანისლავ ნატანზონი პირდაპირ ეთერში ტყუილს ავრცელებდა. რეალურად, ლეგასოვის სტატია თვითმკვლელობიდან ორ კვირაში, 1988 წელს გამოქვეყნდა. პოსტის კომენტარებში როსია 24-ის ჟურნალისტმა შეცდომა აღიარა, თუმცა თქვა, რომ ეს ისტორიას მაინც არ ცვლის:
"სიმართლე რომ გითხრა, ამ სტატიის შესახებ ვიღაცის ძველი რეპორტაჟიდან გავიგე და არ გადავამოწმე... როდესაც ამის შესახებ კიდევ რამეს გავაკეთებ, ბოდიშსაც მოვიხდი... მაგრამ მთლიან ისტორიას ეს მაინც არ ცვლის. ანუ კი, საბჭოთა კავშირი ავარიის შესახებ თავის ხალხს ატყუებდა, მაგრამ ბოროტ KGB-ს ლეგასოვი თვითმკვლელობამდე არ მიუყვანია. ამის არც ერთი ფაქტობრივი დადასტურება არ არსებობს", — დაწერა ჟურნალისტმა.
ამავე თემაზე:
- ჩერნობილის სრული ისტორია ფოტოებში: აშენებიდან დღემდე
- სიცოცხლე "ჩერნობილის მკვდარ ტყეში"
- 50 ფოტო Chernobyl-ის გადასაღები მოედნიდან
- ჩერნობილი: უგუნური ბიუროკრატია ცოდნის პირისპირ
- Chernobyl-ის ვასილი იგნატენკო რეალურად არსებობდა – ეს მისი ისტორიაა
- ცხოვრება პრიპიატში და დილა ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ
- ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა — ისტორია ფოტოებში
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
კომენტარები