პაატა მანჯგალაძე

25 Apr. 2024, 16:13

ევროპული რეზოლუციის მიღების შემდეგ, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ გაიხსნება, გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვა, ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის ნათელი დადასტურებაა.

შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 29 აპრილის აქციაზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ამოეფარონ იქ მისული ადამიანების სახელებს და სახეებს და მათი ჩართულობით ჩაიდინონ უდიდესი ღალატი. სწორედ ამიტომ მინდა იცოდეს ყველა საჯარო მოხელემ, თუ სხვა პირებმა, ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა, რომლის ჩადენაც განიზრახა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ.

ხელისუფლების აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს გაწირვაზე სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს ქართველებისგან საბოლოო დაცლაზე. ამიტომ ყველას ვურჩევ გაიაზრონ ეს საფრთხეები და უარი თქვან ქვეყნის მიზანმიმართულ ღალატში თანამონაწილეობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა

ისრაელის საელჩო საქართველოში Flydubai-ის რეისზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის…