1986 წლის, 25 აპრილის ღამის პირველ საათსა და 24 წუთზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგებლოკში ორი ყრუ აფეთქების ხმა გაისმა. ჰაერში გაფრქვეული გაზის სვეტი 1 000 მეტრის სიმაღლეზე ავიდა. დილის ხუთი საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა საზარელი იისფერი ნათება სადგურის ირგვლივ კიდევ დიდ ხანს შენარჩუნდება. 33 წლის წინ, ამ დღეს, ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა.

რეაქტორზე გაჩენილ ხანძარს თავიდან წყლით აქრობდნენ. მეოთხე ენერგობლოკის ტყვიითა და ქვიშით დამარხვის პროცესს მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ, რაც ადგილზე სამთავრობო კომისია ჩადის. მეორე დღეს ადგილზე ვერტმფრენები არიან, ხოლო მეხანძრეებს სასწრაფოდ მოსკოვის რადიოლოგიურ კლინიკებში აგზავნიან.

1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციული ფონი ბუნებრივს 80 ათასჯერ აღემატება. რეაქტორი შემდეგი 10 დღის განმავლობაში კიდევ სუნთქავს. ტყვიის სარკოფაგი მეოთხე ენერგობლოკის თავზე დეკემბერში იხურება. 27 აპრილს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზია ახალი ამბების გამოშვებაში ჩერნობილის სადგურზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ახსენებს. 29 აპრილს გაზეთი პრავდა ორ დაღუპულზე წერს მასალას, სადაც ნათქვამია, რომ "რადიაციული ფონი უმნიშვნელოდ გაიზარდა".

ქალაქ პრიპიატში ევაკუაცია იწყება. იმავე დღეებში ორჯერ უთხრეს უარი აშშ-ს სამედიცინო და ტექნიკური დახმარების შესახებ. ამასობაში რადიაციული ღრუბელი ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის ტერიტორიას ფარავს. შიდა პოლიტიკური და საერთაშორისო აზრის სიმშვიდისთვის 30-კილომეტრიანი ზონის ევაკუაცია 10 დღის შემდეგ იწყება.

პრიპიატის ევაკუირებულ მაცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ თან არაფერი ზედმეტი არ უნდა წაიღონ და სამი დღის შემდეგ ყოველი მოქალაქე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. კატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ საფრთხის მასშტაბზე და დაცვის მექანიზმებზე არაფერია ცნობილი.

ამ დროს ჩერნობილიდან 100 კილომეტრში კიევში საპირველმაისო დემონსტრაციაა. პიონერები სპორტსმენები, პარტიული მუშაკები, ვეტერანები მთელი მოსახლეობა ქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბება. ამ დროს ხრეშატიკზე რადიაციული ფონი ნორმას ოთხმოცჯერ აღემატება.

ჩერნობილის ავარიის შედეგად 28 ადამიანი პირველ სამ თვეში გარდაიცვალა. შემდგომი ათი წლის განმავლობაში რადიაციისგან 125 ათასი ადამიანი მოკვდა. 135 ათასს ადამიანი გადაასახლეს, თუმცა 3 მილიონი ადამიანი საცხოვრებლად კვლავ აკრძალულ ზონაში დარჩა.

ასე გამოიუყურებოდა ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის მეოთხე ენერგობლოკი აფეთქების შემდეგ

ფოტო: APPhoto

პოლკოვნიკი ვიაჩესლავ ტელიატნიკოვი ევაკუაციისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ამ სურათში ტელიატნიკოვი რეაქტორის გაუვნებელყოფის გეგმას განიხილავს

ფოტო: Reuters

ტყვიითა და ქვიშით დატვირთული ვერტმფრენი, რომელიც მეოთხე ენერგობლოკისკენ მიფრინავს

ფოტო: STF AFP/Getty Images

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, თანამშრომელი რადიაციულ ფონს ზომავს

ფოტო: Reuters

მეოთხე ენერგობლოკი კატასტროფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ

ფოტო: APPhoto/Mikhail Metzel

გარდაცვლილი მეხანძრეების საერთო სასაფლაო

ფოტო: SERGEI SUPINSKY/AFP/Getty Images

ჯამში, 1 400-მდე ტანკი, ვერტმფრენი, ჯავშანტრანსპორტი და ტრაქტორი მონაწილეობდა დაზიანებული რეაქტორის გაუვნებელყოფის ოპერაციაში. ფოტოზე გამოსახულია ამ ოპერაციაში გამოყენებული და უკვე საშიში რადიოაქტიური ტექნიკა

ფოტო: AP Photo/Efrem Lukatsky

პირველ მაისს, მშრომელთა დღეს, კომუნისტური პარტიის მეთაურების გადაწყვეტილებით ზეიმი მაინც შედგა. ამ დროს დემონსტრაციების ადგილას რადიაციული ფონი ნორმას ოთხმოცჯერ აღემატებოდა

ფოტო: novie izvetiya.ru

ფოტო 1986 წელს ვარშავაშია გადაღებული. მაშინ პანიკამ მთელი ევროპა და განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნები მოიცვა. მოქალაქეები რადიაციის წინააღმდეგ იმუნიზაციის სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ

ფოტო: AP Photo/Czarek Sokolowski

ფოტო გადაღებულია დახურული ზონის მახლობლად. ასახულია სკოლის მოსწავლეები სასწავლო განგაშის პროცესში

ფოტო: AP Photo/Oded Balilty

ჩერნობილის ავარიის მუზეუმი, ქალაქი კიევი. ფოტოზე გამოსახულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები

ფოტო: Reuters/Gleb Garanich

ქალაქ პრიპიატის ერთ-ერთი კვარტალი კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგ

ფოტო: Reuters Gleb Garanich

ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი

ფოტო: Sean Gallup/Getty

"მიტოვებული ლენინი"

ფოტო: Daniel Berehulak/Getty Images.

წარწერა ამკრძალავ ნიშანზე რადიაციული საშიშროების შესახებ გვამცნობს

ფოტო: Reuters/Vasily Fedosenko

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ავარიიდან 20 წლის შემდეგ

ფოტო: Reuters/Mykola Lazarenko

მეოთხე ენერგობლოკის მმართვის პულტი, ფოტო გადაღებულია 2000 წელს, ამ დროს რადიაციული ფონი ნორმას 16 ათასჯერ აღემატებოდა

ფოტო: APPhoto/Efrem Lukatsky

10 წელი ავარიიდან. სურათი გადაღებულია მეოთხე ენეგობლოკთან სალიკვიდაციო სამუშაოების დროს

ფოტო: Reuters

ფოტო გადაღებულია 2006 წელს, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკიდან სრულად ამოიღეს ბირთვული ნარჩენები

ფოტო: SERGEI SUPINSKY/AFP/Getty Images.

რეაქტორის გაუვნებელყოფის სამუშაოები შემდგომ ათწლეულებში გაგრძელდა

ფოტო: SERGEI SUPINSKY/AFP/Getty Images

ბირთვული ფიზიკის სპეციალისტმა, კონავალოვმა 1988 წელს ამ მუტირებული კვიცის ფიტული მოსკოვის საბჭოების სასახლეში მიიტანა, იმის ასახსნელად, თუ რა დაემართა ველურ ბუნებას ავარიის შემდეგ. ფიტული კი ცნობილი გახდა, როგორც გორბაჩოვის კვიცი

ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი. აკადემიკოსი კონოვალოვი, მას ხელში უჭირავს მუტირებული კვიცის ფიტული. 1988 წელს კონავალოვმა ეს ფიტული მოსკოვის საბჭოების სასახლეში მიიტანე, იმის ასახსნელად თუ რა დაემართა ველურ ბუნებას ავარიის შემდეგ. ფიტული კი ცნობილი გახდა, როგორც გორბაჩოვის კვიცი.

ფოტო: AP Photo/Efrem Lukatsky

სტენსილი მიტოვებული შენობის კედელზე

მიტოვებული სახლი ჩერნობილის მახლობლად

ფოტო: AP Photo/Sergey Ponomarev

ჩერნობილის ავარიის შემდეგ წლებში ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი სხვადასხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით იტანჯებოდა

ფოტო: Oded Balilty

ადამიანებისგან დაცლილ ტერიტორიაზე გარეული ცხოველები დაბრუნდნენ

ფოტო: Reuters/Vasily Fedosenko

ქალაქ პრიპიატის სამშობიარო სახლი

ფოტო: AP Photo/Oded Balilty

ფოტო გადაღებულია 2011 წელს, როდესაც ქალაქ პრიპიატის მაცხოვრებელმა საკუთარი სახლი მოინახულა

ფოტო: Reuters/VasilyFedosenko

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ტერიტორია. ფოტოზე ასახულია ჩერნობილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მონუმენტი. ძეგლი 2006 წელს აღიმართა

ფოტო: AP PhotoEfrem/Lukatsky

ქალაქ პრიპიატის მიტოვებული სკოლის შენობა

ფოტო: Reuters/GlebGaranich

ავარიის მიუხედავად ათასობით ადამიანმა უარი თქვა სახლების მიტოვებაზე და საცხოვრებლად აკრძალულ ზონაში დარჩა

ფოტო: Reuters/Gleb Garanich

67 წლის ნასტია ვასილიევა, რომელმაც ავარიის მიუხედავად უარი თქვა ევაკუაციაზე. სოფელი რუდნაია, სადაც ვასილიევა ცხოვრობს, ჩერნობილის სადგურიდან 28 კილომეტრში მდებარეობს

67 წლის ნასტია ვასილიევა, რომელმაც ავარიის მიუხედავად უარი თქვა ევაკუაციაზე. სოფელი რუდნაია სადაც ვასილიევა ცხოვრობს ჩერნობილის სადგურიდან 28 კილომეტრში მდებარეობს.

ფოტო: AP Photo/Sergey Ponomarev

ტურისტები ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურთან. რადიაციის მაჩვენებელუი კვლავაც აღემატება ნორმას

ტურისტები ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურთან, რადიაციის ნორმა კვლავაც აღემატება ნორმას.

ფოტო: GENYA SAVILOV/AFP/Getty Images

2017 წელი, აკრძალული ზონა, სოფელ კოპაჩი. ტურისტები მიტოვებულ შენობას ათვალიერებენ

ფოტო: Sergei Supinsky/ AFP/Getty