ტერეზა მეის თანაპარტიელებმა უნდობლობა გამოუცხადეს — შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის თანაპარტიელებმა კონსერვატიული პარტიიდან უნდობლობა გამოუცხადეს, ამას კი შესაძლოა, მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვეს.
მეის მოწინააღმდეგე თანაპარტიელებმა 48 წერილი შეაგროვეს, რომელშიც პრემიერ-მინისტრს უნდობლობას უცხადებდნენ. წერილების ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პარტიის ლიდერის მიმართ უნდობლობის ვოტუმის კენჭისყრა ჩატარდეს.
თემთა პალატის დეპუტატები კონსერვატიული პარტიიდან ამასთან დაკავშირებით 12 დეკემბერს, გრინვიჩის დროით ექვსიდან რვა საათის შუალედში იმსჯელებენ. იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობამ მეის წინააღმდეგ მისცა ხმა, პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიეერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა მას შემდეგ, რაც რეფერენდუმით ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ამ ხნის განმავლობაში ბრექსიტის გეგმისთვის ის დიდხნიან და რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან. არსებულმა გეგმამ კი დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ევროსკეპტიკოსებში, ისე ბრექსტისი მომხრეებში.
როგორ ხდება პრემიერ-მინისტრის გადაყენება
კენჭისყრასთან დაკავშირებით ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თავისი ნებით არ გადადგებოდა და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბძროლებდა. მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას მოჰყვება ბრექსიტის გადადება ან საერთოდ მასზე უარის თქმა.
"კონსერვატიული პარტიის ლიდერის ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალსა და შექმნის გაურკვევლობას იმ დროს, როდესაც ამის უფლება არ გვაქვს".
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეცვლის ერთიანი და გაწერილი მეთოდი არ არსებობს. ერთი ვარიანტია, რომ თანამდებობა დატოვოს, თუმცა მეიმ უკვე განაცხადა, რომ ამას არ აპირებს. ამიტომაც ყველაფერი დამოკიდებულია პარტიაზე, ყველა პარტიას კი თავისი წესი აქვს.
რადგანაც ახლა ხელისუფლებაში კონსერვატიული პარტიაა, რომლის ლიდერიც ტერეზა მეია, პრემიერის გადაყენებაც მათი წესებით მიმდინარეობს. ტრადიციისამებრ პარტიის ლიდერები მთავრობის ლიდერები არიან. თუ პარტიას ლიდერის შეცვლა სურს არსებობს უნდობლობის ვოტუმი, რომლის მიხედვითაც თემთა პალატის კონსერვატიული პარტიიდან კენჭს უყრიან ენდობიან თუ არა არსებულ ლიდერს.
პროცედურა იწყება მაშინ, როდესაც პარლამენტში პარტიის დეპუტატების 15 პროცენტი უნდობლობის წერილს წერს. თუ დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მინიმუმ 48 დეპუტატს უნდა დაეწერა მსგავსი წერილი და გაეგზავნა 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარისთვის. ტერეზა მეის წინააღმდეგ დეპუტატებმა სწორედ ამ გზას მიმართეს.
ამის შემდეგ ლიდერის მიმართ ნდობის კენჭისყრა ტარდება, რომელშიც თამთა პალატიდან ყველა დეპუტატი იღებს მონაწილეობს. თუ პრემიერს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ის თანამდებობაზე რჩება და ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ უნდობლობის ვოტუმს ვეღარ გამოაცხადებენ.
მაგრამ თუ პარტიის ლიდერი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, ის ვალდებულია, რომ თანამდებობა დატოვოს. ასეთ დროს დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ შეცვლის პრემიერს.
როდესაც კონსერვატორული პარტია ლიდერს ხსნის, მაშინ პრემიერის თანამდებობისთვის კონკურსი ცხადდება. გადაყენებულ პრემიერს მონაწილეობის უფლება არ აქვს.
ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს დღეები ან კვირები. ახლა კი კონსერვატიული პარტიისთვის მნიშვნელოვანი დროა, რადგან ბრექსიტის შეთანხმება ჯერ კიდევ მიუღწეველია.
რა გახდა უთანხმოების მიზეზი
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. ის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.
უთანხმოების მთავარი მიზეზი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი პოლიტიკურ კრიზისში მოაქცია ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმებაა. ამას წინ უძღვოდა 18-თვიანი რთული მოლაპარაკებები ბრიუსელთან. ეს ეხებოდა, როგორც ბრიტანეთის საზღვრებს, ისე მოქალაქეებს გადაადგილებას ბრიტანეთსა და კონტინენტს შორის.
შეთანხმების ყველაზე საკამათო ნაწილი ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის საზღვარს ეხება. ეს არის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აქვთ. ახლა ეს საზღვარი ნომინალურად არსებობს.
ტერეზა მეიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სრულყოფილი საზღვარი არ უნდა არსებობდეს, რაც პასპორტის კონტროლსა და მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ბოლო შეთანხმებით კი, საზღვარი ღია იქნება ეს კი "მკაცრი ბრექსიტის" პრინციპებს ღალატობს.
14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი. ჯერ კიდევ ამ დროს დეპუტატებმა უნდობლობის ვოტუმისთვის წერილების შეგროვება დაიწყეს, თუმცა საქმე კენჭისყრამდე არ მივიდა.
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა და სამომავლო ურთიერთობების შეთანხმებას მხარი 25 ნოემბერს დაუჭირეს. შეთანხმება, რომელიც ჯერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების მნიშვნელოვანი დასაწყისია.
11 დეკემბერს თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა ტერეზა მეიმ ის გადადო. მეიმ აღიარა, რომ თუ კენჭისყრა გაიმართებოდა თემთა პალატა შეთანხმებას მხარს არ დაუჭერდა.
"თუ თქვენ გსურთ მეორე რეფერენდუმი, რომელიც პირველის შედეგებს შეცვლიდა, მაშინ ეს საზოგადოებას ისევ გახლეჩდა. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოთ — ეს ჩვენს ქვეყანას მიაყენებს ზიანს".
ირლანდიისაა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრისთვის მეტი "გარანტიის მისაღებად" მეი ბრიუსელში გაემგზავრა და გემრანიის კანცლერსა და ნორვეგიის პრემიერს შეხვდა. მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ჟან-კლოდ იუნკერთან და დონალ ტუსკთან.
ახლა კი დანამდვილებით რთულია იმის თქმა, თუ რა ბედი ელის ბრექსიტის შეთანხმებას.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები