ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა
ფოტო: Getty Images
თალიბანის რეჟიმმა ბავშვთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. ახალი განკარგულებით, ქვეყანაში გოგოებისთვის ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი გაუქმდა და ის პირდაპირ სქესობრივ მომწიფებას დაუკავშირდა. თუ გოგოებში სქესობრივი მომწიფება 8-დან 13 წლამდე ასაკში იწყება, ისლამური სამართლის სუნიტური სკოლის მიხედვით, სქესობრივი მომწიფების მინიმალურ ასაკად 9 წელია მიჩნეული.
წყაროების მიხედვით, კანონი უზენაესმა ლიდერმა, ჰიბათულა ახუნძადამ უკვე დაამტკიცა. 9 წლის გოგოების დაქორწინება უკვე ოფიციალურად ლეგალურად ითვლება.
ავღანეთის 1977 წლის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების კანონიერი ასაკი გოგოებისთვის 16, ხოლო ბიჭებისთვის 18 წელი იყო. 16 წლამდე გოგოს დაქორწინება მხოლოდ მამის ან მოსამართლის ნებართვით შეეძლო. მოგვიანებით კი, 2009 წელს მიღებულმა ისტორიულმა კანონმა "ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ", 15 წლამდე ასაკის გოგოების ქორწინება კრიმინალად გამოაცხადა.
"ახალი კანონით აქამდე დაწესებული ასაკობრივი ზღვარი საერთოდ გაუქმდა", — ამბობს ჰორია მოსადიკი, ორგანიზაცია Conflict Analysis Network-ის დირექტორი, — "თუ გოგო სქესობრივ მომწიფებას 9 ან 10 წლის ასაკში მიაღწევს, ის უკვე ქორწინებისთვის შესაფერისად ითვლება".
საერთაშორისო ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კანონი, ფაქტობრივად, ბავშვების გაუპატიურებასაც აკანონებს.
კანონი ასევე იმ ბავშვების ბედსაც ითვალისწინებს, რომლებსაც სქესობრივ მომწიფებამდე აქორწინებენ. "ფაქტობრივად, ეს კანონი აღიარებს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება ქვეყანაში რეალურად ხდება", — ამბობს შაჰარზად აქბარი, ერთ-ერთი ავღანური უფლებადამცველი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, — "თუ ასეთი ქორწინება მაინც შედგა, გოგოს მისგან თავის დაღწევა შეუძლია, თუმცა მხოლოდ თალიბანის სასამართლოს გზით და მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობის შემთხვევაში".
თალიბანის მებრძოლები ავღანეთში.
ფოტო: Getty Images
თალიბანის უზენაესი ლიდერი ჰიბათულა ახუნძადა.
ფოტო: Afghan Islamic Press
კანონის თანახმად, მამის ან ბაბუის მიერ დაგეგმილი ქორწინება, რომელიც გოგოს სქესობრივ მომწიფებამდე გაფორმდა, შეიძლება გაბათილდეს, თუ დამტკიცდება, რომ მეურვეები მოძალადეები, ფსიქიკურად შეურაცხადები ან მორალურად გარყვნილები არიან. თუმცა, "შეუსაბამო მეუღლე" ან უსამართლოდ მცირე მზითევი ქორწინების გაბათილების კანონიერ საფუძვლად არ ჩაითვლება.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმრის მხრიდან გამოვლენილი სისასტიკეც კი არ არის განქორწინების საკმარისი საფუძველი", — განმარტავს აქბარი, — "თუ ქმარი მოძალადეა და სასამართლოს მიმართავთ, ისინი, განქორწინებისა და თქვენი დაცვის ნაცვლად, საქმის მოგვარებას მხარეთა მორიგებით შეეცდებიან".
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 15-დან 49 წლამდე ასაკის ავღანელი ქალების 28% 18 წლამდეა დაქორწინებული. თუ ადრე არსებული კანონები ერთგვარ შემაკავებელ ბერკეტს წარმოადგენდა, რადგან ოჯახებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეშინოდათ, ახალი კანონმდებლობა არასრულწლოვანი გოგოებისთვის კიდევ უფრო ართულებს იძულებითი ქორწინებიდან თავის დაღწევას ან სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას იმისთვის, რომ ოჯახებს მათი დაქორწინება გადააფიქრებინონ.
გაეროს განცხადებით, 2021 წლის აგვისტოში თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე უფლებრივ კრიზისად იქცა. გოგოებს მე-6 კლასის ზემოთ (რაც, როგორც წესი, 12 წლის ასაკს შეესაბამება) განათლების მიღება აეკრძალათ. ქალებს ასევე აეკრძალათ უნივერსიტეტებში სწავლა და მკაცრი შეზღუდვები დაუწესდათ დასაქმებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და გადაადგილებაზე.
ფოტო: Reuters
გარდა ამისა, თალიბანმა გააუქმა ყველა ის დამცავი ინსტიტუტი, რომელიც გოგოებს იძულებითი ქორწინებიდან თავის დასაღწევად სამართლებრივ მექანიზმებს სთავაზობდა. მათ შორის გაუქმდა ქალთა საქმეების სამინისტრო, სასამართლო სისტემაში არსებული სპეციალური განყოფილებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებს განიხილავდნენ და პოლიციის სტრუქტურაში მოქმედი ოჯახური ძალადობის რეაგირების ჯგუფები.
"მდგომარეობა მანამდეც არ იყო იდეალური, მაგრამ ადრე რაღაც მექანიზმი მაინც არსებობდა, რომელიც იმ გოგოებს დაიცავდა, რომლებსაც იძულებითი ან ადრეული ქორწინების საფრთხე ემუქრებოდათ," — ამბობს სამირა ჰამიდი, ორგანიზაცია Amnesty International-ის რეგიონული კამპანიის ხელმძღვანელი.
წლების განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამწვავა ის სტრუქტურული პრობლემებიც, რომლებიც გოგოების ნაადრევად დაქორწინების რისკს ზრდის; მათ შორისაა გენდერული უთანასწორობა, ქალებში განათლების დაბალი დონე, სიღარიბე და ტრადიციული რელიგიურ-სოციალური შეხედულებები.
სიღარიბის ან ნარკოდამოკიდებულების გამო, ოჯახები ხშირად იძულებულნი არიან, მცირეწლოვანი გოგოები ფინანსური პრობლემების გამო დააქორწინონ, ან ადგილობრივი კონფლიქტების დროს ისინი მხარეებს შორის მოსალაპარაკებელ იარაღად გამოიყენონ.
"ბავშვთა ქორწინებას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს," — ამბობს შაჰარზადი, — "იქნება ეს სიღარიბე, განათლების ნაკლებობა და სხვა უამრავი სტრუქტურული პრობლემა, რომლებიც თალიბანმა ყოველდღიურობად აქცია. ბოლო წლებში ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ოჯახებში მშობლები უკვე ასე მსჯელობენ: ჩემი შვილი 12 წლისაა, სკოლაში ვერ დადის და კიდევ რამდენ ხანს შევძლებ მის შენახვას?"
ახალი რეგულაციები ზრდასრულ დაქორწინებულ ქალებზეც ახდენს გავლენას, რადგან მათთვის განქორწინება, თითქმის ყველა საფუძვლით, შეუძლებელი ხდება. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიხედვით, თუ ქმარმა თავად არ განაცხადა განქორწინებაზე თანხმობა, ვერ გაშორდები".
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები